top of page

E-commerce პროდუქტის მართვის სპეციალისტი

"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.


კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.


"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას E-commerce პროდუქტის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე რომელიც იმუშავებს ელ. კომერციის პლატფორმის - Dressup.ge-ის მიმართულებით, ქ. თბილისში.


სამუშაო პირობები:


  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;

  • ანაზღაურება: ფიქსირებული;

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19, ბიზნეს ცენტრი.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • პროდუქტის იმპორტი, შესაბამისი ფოტოს მოძიება და მახასიათებლების გაწერა;

  • პროდუქტის კონტენტის მართვა, პროდუქტის დეტალური აღწერის დამატება;

  • საიტზე არსებული უზუსტობის აღმოჩენა/გასწორება;

  • საიტზე დამატებით საჭირო ინფორმაციის და ინსტრუქციის დამატება: ზომის ცხრილი, ბრენდის, ლოგოს, კატეგორიის, მახასიათებლების დამატება;

  • განულებული და ნაშთიანი პროდუქციის კონტროლი;

  • აქტიური კომუნიკაცია შესაბამისი პროდუქტის ბრენდ მენეჯერთან;

  • პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  • სასურველია მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;

  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ოპერატიულობა და მოქნილობა;

  • დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • კეთილსინდისიერება.


კანდიდატთა შერჩევა და ეტაპები:


  • CV-ების გადარჩევა;

  • ტესტირება ექსელსა და ინგლისურში;

  • გასაუბრება.


გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2024 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "E-commerce პროდუქტის მართვის სპეციალისტი".


გისურვებთ წარმატებას!


შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Comments


bottom of page