top of page

ამაზონისა და „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ინოვაციური ვორქშოფი

  • guntsadze
  • Jul 4
  • 1 min read


2025 წლის 2 ივლისს, თბილისში, წარმატებით გაიმართა ინოვაციური ვორქშოფი თემაზე : „Amazon Web Services for eCommerce and Retail: Where Innovations Meet Customer Experience“, რომელიც ორგანიზებული იყო „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ და Amazon Web Services (AWS)-ის პარტნიორობით.

ღონისძიებას ესწრებოდა დაახლოებით 50-მდე წამყვანი ქართული კომპანია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ელ-კომერციისა და საცალო გაყიდვების სფეროში. აუდიტორია გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით — მონაწილეები აქტიურად სვამდნენ კითხვებს, ინტერესდებოდნენ AWS-ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით და აზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას.

🎤 ღონისძიების სპიკერები იყვნენ:

  • Inna Ozhogina, AWS-ის რეგიონული მენეჯერი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რომელმაც ისაუბრა AWS-ის გლობალურ სტრატეგიაზე და მის გავლენაზე საცალო ვაჭრობასა და იქომერსზე;

  • Aleksandr Bernadskii, AWS-ის უფროსი გადაწყვეტილებების არქიტექტორი, რომელმაც წარადგინა ტექნიკური სესია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ წამყვანი კომპანიები AWS-ის სერვისებს ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდისა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ვორქშოფის მთავარი მიზანი იყო ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის AWS-ის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების გაცნობა, რაც დაეხმარებათ მათ გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება, გაზარდონ მოქნილობა და დააჩქარონ ციფრული ტრანსფორმაცია.

მონაწილე კომპანიებმა ღონისძიება შეაფასეს როგორც გამორჩეულად ინფორმაციული და პრაქტიკულად სასარგებლო. როგორც ერთ-ერთი სტუმარი განმარტავს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღებთ საერთაშორისო ტექნოლოგიური გიგანტებისგან უშუალო ცოდნას. AWS-ის გამოცდილების გაზიარება მიგვითითებს, საით მიდის გლობალური იქომერსი და როგორ შეგვიძლია ამ ტენდენციების ათვისება საქართველოში.“

„იქომერს ასოციაცია საქართველო“ განაგრძობს ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას, რაც ხელს უწყობს ქართული ციფრული ეკოსისტემის განვითარებას და გლობალურ დონეზე ინტეგრაციას.

bottom of page