top of page

დასტა - ასოციაციის ახალი წევრი

  • guntsadze
  • Jun 23
  • 1 min read

დასტა არის პირველი კერძო კომპანია, რომელმაც საქართველოში დანერგა არქივის მართვის თანამედროვე სტანდარტები. 2014 წლიდან დღემდე ქვეყნის წამყვანი კომპანიები თავის დოკუმენტებს შესანახად სწორედ დასტას ანდობენ.  2022 წელს კი კომპანიამ დაიმატა ახალი მიმართულება - ე.წ. მარაგების ლოგისტიკის 3PL სერვისი, რითაც უპასუხა ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. დასტა ბიზნესებს საშუალებას აძლევს, სრულად აუთსორსზე გაიტანონ როგორც არქივთან, ისე საწყობთან დაკავშირებული ოპერაციები და მეტად ფოკუსირდნენ ძირითად საქმიანობაზე. დღეისთვის დასტა ორივე მიმართულებით ემსახურება 200-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას.

დასტას მიერ შემოთავაზებული სერვისები მოიცავს:

  • დოკუმენტების დაცულ შენახვასა და მართვას – დახარისხება, სკანირება, ელექტრონული და დედანი დოკუმენტების გამოთხოვა, არქივის პროგრამული უზრუნველყოფა და დოკუმენტების კონფიდენციალური განადგურება;

  • სასაწყობე და ლოგისტიკურ მომსახურებას (3PL) – მარაგების შენახვა (თაროებზე ან/და პალეტებით), მარაგების მიღება-დახარისხება, მარაგების კონტროლი საწყობის პროგრამული უზრუნველყოფით, შეკვეთების აგროვება, გამზადება და გაცემა, შეკვეთების დასტიკერება, ტრანსპორტირება დასტას სატრანსპორტი გუნდით ან საკურიერო კომპანიის მეშვეობით.

შენახვის მომსახურებაზე დასტაში მოქმედებს დღიური დარიცხვის მეთოდი, რაც იმას გულისხმობს, რომ იხდით ზუსტად იმ სივრცის ღირებულებას, რასაც დღიურად ითვისებთ. შესანახი მასალების რაოდენობაზე ან შენახვის პერიოდზე შეზღუდვა არ მოქმედებს.

 

დასტას საარქივო და მაღალი კლასის სასაწყობე სივრცე თბილისის მასშტაბით უნიკალურია — სპეციალურად მოწყობილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ფიზიკური და ინფორმაციული უსაფრთხოების სრულ დაცვას. 

·       24/7 დაცვა;

·       ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები;

·       კლიმატ კონტროლი;

·       ვიდეო მონიტორინგი;

·       რეგულარული დასუფთავება და პესტკონტროლი;

·       ელექტრონული წვდომის კონტროლი;

·       საარქივე და სასაწყობე მართვის თანამედროვე სისტემა.

bottom of page