top of page

გსურთ მეტი ონლაინ-გაყიდვები? გამოიყენეთ ბაზრის 2025 წლის ტრენდები

  • guntsadze
  • Jun 13
  • 3 min read

მარკეტფლეისები - თანამედროვე მომხმარებლების ახდენილი ოცნებაა. სულ რაღაც რამდენიმე დაკლიკვით ან ეკრანზე თითის შეხებით, მათ შეუძლიათ ათასობით პროდუქტის და შეთავაზების დათვალიერება.

მათი ტრადიციული ანალოგების მსგავსად, მარკეტფლეისები იქცა ყოველდღიური აქტივობის ნაწილად და კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანად საცალო მოვაჭრეებისთვის, რადგან მას ყოველთვის ახლავს სპონტანური შესყიდვები.

ChannelEngine’s-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც აშშ-ში ჩატარდა, გამოვლინდა, რომ მომხმარებლების 59% მარკეტფლეისებს გართობის მიზნით ათვალიერებენ, ხოლო 56% ზოგჯერ დაუგეგმავ შესყიდვებს ახორციელებს.

ჩნდება კითხვა: როგორ უნდა მოახდინონ ბრენდებმა და სელერებმა ამ სავაჭრო შესაძლებლობის მაქსიმიზაცია?

 

გაგაცნობთ 2025 წლის Top-5 ტრენდს მარკეტფლეისებისთვის, რომ ნახოთ, რას უნდა ელოდნენ e-commerce ბრენდები მიმდინარე წლისთვის.

1. სოციალური კომერციის ფაქტორი მარკეტფლეისზე გაყიდვების გაზრდაში

სოციალური კომერციის განვითარება გაგრძელდება და 2025 წლის მთავარ ტრენდად დარჩება, როგორც მარკეტფლეისების, ისე ონლაინ-მაღაზიებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოციალური კომერცია მთლიანი e-commerce ბაზრის მცირე ნაწილს იკავებს, ის მდგრად განვითარებას გააგრძელებს მომდევნო ხუთი წლის მანძილზე.

კვლევების თანახმად, სოციალური კომერცია მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 33%-მდე გაიზრდება 2025-2033 წლებში და თანხა, რომელსაც თითეული ადამიანი ხარჯავს ამ მიმართულებით, აღნიშნულ პერიოდში გაორმაგდება.

მიუხედავად იმისა, რომ მყიდველთა 45% მილენიალები და Gen Z თაობაა, სოციალური კომერცია არ არის მხოლოდ ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის. ბრენდებს ბევრი შესაძლებლობა აქვთ იმისათვის, რომ მოერგონ ნებისმიერ დემოგრაფიულ ჯგუფს სწორი თარგეთინგის და სოციალური კომერციის არხების გამოყენებით.

2. მომხმარებლის გენერირებული კონტენტის ძალა

მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი შეიძლება იყოს ძლიერი მარკეტინგული ხელსაწყო, რამდენადაც ის ქმნის სოციალური ნდობის და ჩაბმული ვაგონის ეფექტის (bandwagon effect) კომბინირებულად გამოყენების შესაძლებლობას გაყიდვების გასაზრდელად.

კვლევებით დგინდება, რომ მომხმარებელთა 45% ენდობა იმ ბრენდს, რომელსაც რეკომენდაციას უწევს მათ მიერ გამოწერილი და მოწონებული კონტენტ-კრეატორი.

მომხმარებლების მიერ გენერირებული კონტენტის (UGC) ნარატივის გაკონტროლება რთულია, რადგან ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რას დაპოსტავენ კონტენტ-კრეატორები. თუმცა, კორექტულად გამოყენების შემთხვევაში, ის შეიძლება გახდეს ძლიერი (და უფასო) გზა ბრენდის განვითარებისთვის.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი გახადოთ თქვენი ონლაინ და სოციალურ-მედიაში აქტივობის ძირითად ნაწილად. მაგალითად, თქვენ ბრენდს შეუძლია წაახალისოს ნახევრად-კონტროლირებადი ჩართულობა მიზანიმართული აქტივობებით, კონკურსებით ან ონლაინ პრომო-აქციებით, რაც ხელს უწყობს კონტენტის შექმნას.

ამასთან, უმაღლესი დონის სამომხმარებლო გამოცდილების შეთავაზებით, შეძლებთ კონტენტ-კრეატორების მხრიდან თქვენზე ძალიან ბევრი დადებითი შეფასების გარანტირებულად მიღებას.

3. მარკეტფლეისის ტრენდი: მრავალარხიანი შოპინგის პროცესის მართვა

მომხმარებლების შოპინგ-პროცესი კომპლექსური გახდა, გზადაგზა სულ უფრო მეტი შეხების წერტილებით.

მარკეტფლეისი არის ცენტრალური ჰაბი, სადაც ხორციელდება შესყიდვები, მაგრამ შოპინგ-გამოცდილება უკვე ვრცელდება სოციალურ მედიაში, ბრენდების კუთვნილ ვებ-გვერდებზე ან აპლიკაციებში და რა თქმა უნდა, თავად მარკეტფლეისზე.

მრავალარხიანი შოპინგი წარმოადგენს ორ დიდ გამოწვევას: კონტენტ-მენეჯმენტს და მრავალარხიანი შეკვეთების მენეჯმენტს.

ყველა არხსა და შეხების წერტილში თანმიმდევრული სამომხმარებლო გამოდილების შესაქმნელად, საჭიროა, რომ თქვენი კონტენტი მორგებული იყოს საუკეთესო ფორმით. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ცენტრალიზებულ კონტენტ-მენეჯმენტს ავტომატიზაციის გამოყენებას იქ, სადაც ეს შესაძლებელია, რათა მომენტალურად მოხდეს ახალი კონტენტის და შეთავაზებების გამოქვეყნება.

შეკვეთების მართვის კუთხით, ბაზარი სულ უფრო უახლოვდება დეცენტრალიზებულ e-commerce ეკოსისტემას, სადაც პროგრამული უზრუნველყოფა ამარტივებს მრავალარხიანი გაყიდვების კომპლექსურობას.

ამრიგად, შეკვეთები შეიძლება ავტომატურად გადამისამართდეს ნებისმიერი არხიდან პირდაპირ საბოლოო ლოკაციაზე, სადაც მათი დამუშავება შესაძლებელია ოპტიმიზირებული და ერთიანი ფორმით.

4. სამომხმარებლო გამოცდილების მნიშვნელობა გაიზარდა

სამომხმარებლო გამოცდილება (UX) წარმატებული e-commerce-ის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი და მარკეტფლეისის მნიშვნელოვანი ტრენდია 2025 წელს.

კარგი UX-ის გარეშე, ნებისმიერი პლატფორმა ან გაყიდვების არხი უნდა ელოდოს მხოლოდ მიტოვებული კალათების მაღალ და გაყიდვების დაბალ მაჩვენებელს. ამიტომ, ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია.

კონტენტი, რომლის დამატებასაც გადაწყვეტთ თქვენი პროდუქტების ჩამონათვალში, უდიდეს გავლენას ახდენს დაკლიკვის რაოდენობისა და კონვერსიის მაჩვენებელზე და ეს მეტრიკები, ისევე როგორც სხვა ფაქტორები, როგორიცაა რეიტინგები და გამოხმაურებები - განაპირობებს თქვენი ბრენდის პოზიციას მარკეტფლეისის საძიებო შედეგებში.

გაითვალისწინეთ: გასაგები აღწერა, სათაური და პროდუქტის კონტენტი უნდა წარმოადგენდეს UX-ის მთავარ ნაწილს.

ასევე, რამდენადაც AI და სხვა ალგორითმები ასრულებენ სასარგებლო როლს მომხმარებლებისთვის პერსონალიზებული რეკომენდაციების და შეთავაზებების წარდგენაში, ამ ნაწილის ეფექტურობა, დამოკიდებული იქნება თქვენი პროდუქტის კონტენტის ხარისხზე.

5. AI პლატფორმები, როგორც ახალი მარკეტფლეისები

AI პლატფორმები სულ უფრო ინტეგრირდება ბაზრის ფუნქციებში და ახდენს ტრადიციული საძიებო სისტემის ტრანსფორმირებას ერთიან e-commerce გარემოში.

პლატფორმები, სადაც ეს სისტემებია დანერგილი, მომხმარებელს საშუალებას აძლევენ შესყიდვები მოახდინონ პირდაპირ მათი ინტერფეისიდან, რითაც ამარტივებენ შოპინგ-გამოცდილებას კონკრეტული სელერის საიტზე გადასვლის აუცილებლობის მოხსნით. ასეთი ტიპის პლატფორმები წარადგენენ ხარისხიან სერვისს, როგორიცაა პროდუქტების პერსონალიზებული რეკომენდაციები და AI-გენერირებული აღწერები, რითაც ზრდიან მომხმარებლების მოზიდვის მაჩვენებელს.

განვითარების ფონზე, ამ ტექნოლოგიებს შეუძლიათ დაადგინონ ახალი საზღვრები საძიებო სისტემებსა და მარკეტფლეისებს შორის, რაც გავლენას იქონიებს მარკეტფლეისების სამომავლო დინამიკასა და ციფრული ეკონომიკის სტრატეგიებზე.

მხედველობაში იქონიეთ, რომ AI ხელსაწყოებს შეუძლიათ დაგეხმარონ მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებასა და CX (Customer experience)-ის გაზრდაში. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბაზრის პროფესიონალთა 63% ხედავს ამ ხელსაწყოების და სისტემების სარგებელს, ხოლო 80% გეგმავს მათ დანერგვას 2025 წელს.

 

 რას ნიშნავს ეს ყველაფერი ბრენდებისა და რითეილერებისთვის?

ამ ტენდენციებიდან ჩანს, რომ მომხმარებლებისთვის სავაჭრო პლატფორმები წარმოადგენენ მათი სამომხმარებლო გზის მთავარ ნაწილს. თუმცა, შოპინგი გაცილებით უფრო ფართო გამოცდილებაა, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის ყიდვა.

მყიდველებისთვის სამომხმარებლო გამოცდილება სულ უფრო უხილავი, არხებისგან დამოუკიდებელი და უწყვეტი გახდება, რისი უზრუნველყოფაც ბრენდებისა და რითეილერებისთვის არც ისე მარტივია.

იმისათვის, რომ ბაზრის განვითარებასა და ცვლილებებს ყველა ეტაპზე მიჰყვეთ, საჭიროა ერთიანი მიდგომის და სწორი ინსტრუმენტების გამოყენება, რაც დაგეხმარებათ ხარისხიანი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის რთული პროცესი გაამარტივოთ, მართოთ და ეფექტური გახადოთ.

bottom of page