ევროპა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ecommerce მარკეტს წარმოადგენს, ჩინეთთან და აშშ-თან ერთად. სწორედ ევროპაში შეიქმნა ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორიცაა Ikea, Zalando და Otto. თუმცა, საინტერესოა, როგორ გამოიყურება ევროპის TOP-10 e-Commerce პლატფორმა.
როდესაც ვსაუბრობთ ელექტრონულ კომერციაზე ევროპაში, ადამიანების უმრავლესობას ასოციაცია უჩნდება ამერიკულ გიგანტ Amazon-თან და eBay-თან ან აზიურ Alibaba-სა და Tencent-თან. თუმცა, ევროპას საკუთარი, საკმაოდ დიდი შეთავაზებებით წარმოდგენილი ელექტრონული ვაჭრობის ბაზარი აქვს.
არსებობს რამოდენიმე გიგანტი კომპანია ევროპის მასშტაბით, როგორიცაა H&M, Carrefour და Ikea. მათ გარდა, არსებობენ ecommerce კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ მარკეტზე საკმაოდ დიდ ადგილს იკავებენ და მომსახურებას უწევენ ევროპელ მომხმარებლებს. მაგალითად, Wehkamp-ი არის მთავარი ნიდერლანდური ონლაინ-რითეილერი, რომელმაც ფუნქციონირება 1952 წელს დაიწყო და ყოვლ წელს ხვდება ქვეყნის 10 წამყვან ონლაინ-მაღაზიის ჩამონათვალში, თუმცა, ქვეყნის გარეთ, ის ნაკლებად ცნობილია.
ევროპაში ყველაზე დიდი ecommerce კომპანიები მოდის დასავლეთ ევროპაზე. შესაბამისად, ევროპის ეს ნაწილი, დომინირებს ecommerce ინდუსტრიაში და 2017 წელს, ონლაინ-ვაჭრობის მთლიანი შემოსავლიდან 68%, სწორედ დასავლეთ ევროპაზე მოდის., სადაც მოცემული 10 კომპანიდან სამი გერმანულია და სამი ფრანგული.
დომინაციის დანახვა შესაძლებელია ამ სტატიაში წარმოდგენილ, ჰოლანდიური კვლევითი კომპანია Veraart Research-ის მიერ მომზადებულ ჩამონათვალშიც, რომელიც რეგულარულად ადგენს ევროპის ტოპ ონლაინ-რითეილერების სიას. TOP-10-ში წარმოადგენილი კომპანიების შემოსავლები მილიარდებს ითვლის.
N | რითეილერი | ონლაინ-ვაჭრობის ბრუნვა ევროპის მასშტაბით(მლრდ) | სათაო ოფისი |
1 | Amazon | 32.18 | ლუქსემბურგი |
2 | Otto | 6.9 | გერმანია |
3 | Zalando | 6.5 | გერმანია |
4 | Apple | 5.75 | აშშ |
5 | Tesco | 4.8 | გაერთიანებული სამეფო |
6 | Veepee | 4.0 | საფრანგეთი |
7 | Carrefour | 3.1 | საფრანგეთი |
8 | Ceconomy | 2.93 | გერმანია |
9 | Bol.com (Ahold) | 2.8 | ნიდერლანდები |
10 | E. Leclerc | 2.72 | საფრანგეთი |