top of page

IMPEX- ელ. კომერციის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

  • guntsadze
  • May 13
  • 2 min read

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 110-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 25 წლიანი გამოცდილება.


დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.


სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:


  • კომპანიის ინტეგრირებული საკომუნიკაციო გეგმის შესაბამისი ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;

  • კომპლექსური ონლაინ მარკეტინგის და გაყიდვების წახალისების სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება;

  • SEO და SEM ელექტრონულ მარკეტინგის ზედამხედველობა, კერძოდ ელ. კომერციის საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად, ასევე, Pay-Per-Click (PPC) რეკლამების კამპანიების, როგორიცაა Google Ads და Display Ads-ების დაგეგმარება და განხორციელება ახალი მომხმარებლების მოსაზიდად;

  • ელ. კომერციის საიტის და აპლიკაციის კონტენტის შექმნის კოორდინირება SEO პრინციპების დაცვით;

  • SMM სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა, მართვა და დაოპტიმიზირება, როგორც მობაილ, ასევე ვებ არხებისთვის (Meta, Google A Google Ads, TikTok, და ა.შ.) მაღალი კონვერტაციის შედეგების მისაღწევად კომპანიის მარკეტინგისა და კორპორაციული კომუნიკაციების განყოფილების შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინირებით;

  • E-mail მარკეტინგი: მომხმარებელთა ბაზების ანალიზი და მათი სეგმენტაცია, ელ. ფოსტის მარკეტინგული კამპანიების შემუშავება (Newslletters, Special Offers), პერსონალიზირებული შეტყობინებების გაგზავნა, კამპანიების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

  • მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესებაზე უწყვეტი ზრუნვა;

  • ციფრული ტენდენციების უწყვეტი მონიტორინგი და შესაძლებლობების აღმოჩენა, დანერგვა;

  • მარკეტინგული კამპანიების შედეგების და ეფექტურობის მონიტორინგი და ანალიზი, ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, ROAS, CPA, CPC და ციფრული მარკეტინგის სხვა ძირითადი საკვანძო KPI-ის და მეტრიკების ანალიზი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

  • სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • სასურველია განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, მარკეტინგის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით (Meta Ads, Google Ads, Youtube Ads);

  • SEO, SEM, E-mail მარკეტინგის, ასევე Remarketing-ის და Retargetig-ის საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება;

  • ე.წ. data-driven Marketing ანალიტიკური უნარები და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა მინ. B2 დონეზე;


პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;

  • ელ. კომერციის ედვერთაიზინგის გამოცდილება;

  • შედეგებზე ორიენტირებულობა;

  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

  • პროექტების მართვის უნარი და გუნდურობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ელ. კომერციის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.


გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, ასევე მიმდინარე ან სამომავლო პერიოდში პირის სამსახურში აყვანის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.


ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა/განადგურება, გთხოვთ მოგვმართოთ წერილობით ან ელ. ფოსტაზე (vacancy@myimpex.ge.) განცხადების ფორმით.



გისურვებთ წარმატებას!

bottom of page