რა ელოდება მომხმარებელს ექსტრა დღეს ექსტრას დაბადების დღეზე?
29 თებერვალი ექსტრას დაბადების დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსტრა კალენდარულ დღეს კომპანიას 4 წელი შეუსრულდება.
ექსტრას გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ ამ დღეს მომხმარებლების სურვილების ასრულებაზეც იზრუნონ.
„სხვის დაბადების დღეზე აქამდე მიგიღია საჩუქარი? ექსტრა დღე შენი სურვილების ასრულების დღეც იქნება“ - ეს ექსტრას საიუბილეო დაპირებაა უკვე არსებული თუ მომავალი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც წინ საინტერესო შეთავაზებები ელოდებათ:
29 თებერვალს, მხოლოდ 24 საათით, სასურველი ნივთების ყიდვა განსაკუთრებული, 60%-მდე ფასდაკლებებით იქნება შესაძლებელი.
ექსტრას ფასდაკლებები ყველა კატეგორიაზე გავრცელდება.
კომპანია ტრადიციის დავიწყებას არც სამომავლოდ აპირებს და ყოველი წლის თებერვლის ბოლო კვირა ექსტრაზე მომხმარებლებისთვის სურვილების ასრულების კვირეულს დაეთმობა.