
თანამედროვე, ვიზუალურად-ორიენტირებულ ციფრულ სამყაროში, გამოსახულება აღარ წარმოადგენს მხოლოდ ესთეტიკას - ის არის მიზეზი, რის გამოც ადამიანები ყიდულობენ. მომხმარებლებს სულ უფრო ნაკლები დრო აქვთ გრძელი ტექსტების წასაკითხად. ყურადღების კონცენტრაციის შემცირებით და ინფორმაციული დატვირთვის ზრდით, ბაზრის ლიდერებს, რომლებიც იყენებენ ვიზუალურ კომუნიკაციას, აშკარა უპირატესობა აქვთ. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამოსახულება - ფულია!
ელექტრონული კომერციის ბაზრის სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ რთული ობიექტების ვიზუალური დამუშავება ადამიანის ტვინში, ჩვეულებრივ ხდება 0-დან 500 მილიწამის დიაპაზონში, რაც ხაზს უსვამს მაღალხარისხიან ვიზუალურ მასალებში ინვესტირების აუცილებლობას, რამდენადაც ისინი სწრაფად იქცევენ ყურადღებას და უფრო ეფექტურად გადასცემენ ინფორმაციას.
სწორად შერჩეული და კარგად ფორმატირებული ვიზუალური მასალების კონტენტში ინტეგრაცია, სელერს ეხმარება გაყიდვების კამპანიისთვის რეკლამის ჩაშვებისას აუდიტორიის სრულად დაფარვაში და პირველადი ყურადღების მიქცევაში, რაც იზიდავს კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს და მყიდველების ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს. კომპანია Deloitte-ის მიერ Google-თან ერთად ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ ვიზუალური გამოსახულების ჩატვირთვის დროის გაუმჯობესებამ 0,1 წმ-მდე, შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება იქონიოს “მომხმარებლის გზაზე” გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე. ელექტრონულ კომერციაში, ეს ნიშნავს კონვერსიის 8,4%-ით და შეკვეთების საშუალო ღირებულების 9,2%-ით ზრდას.
ვიზუალური მედიის გავლენა ბიზნესზე
ქვემოთ ჩამოთვლილია რას იწვევს კარგი ვიზუალური კონტენტი:
ყურადრების მიქცევა: ხარისხიანი გამოსახულება, ვიდეო და ინტერაქტიული გრაფიკა, ამცირებს გვერდის ასქროლვის მაჩვენებელს და მომხმარებელს იზიდავს თქვენი ბრენდისკენ, ინტერესს უჩენს კონტენტის მიმართ და დიდხანს აყოვნებს თქვენს საიტზე.
სწრაფი კომუნიკაცია: ადამიანის ტვინის მიერ გამოსახულების სწრაფად დამუშავების გამო, ტექსტთან შედარებით, ვიზუალური მედია საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლამდე სათქმელის ერთი შეხედვით მიტანისთვის. რამდენადაც დრო ძალიან ძვირად ფასობს, მომხმარებლები უფრო აფასებენ და მარტივად იღებენ გამოსახულებით გადაცემულ ინფორმაციას, რომელიც მათ შეუძლიათ გადაამუშაონ ზედმეტი დროის და ენერგიის დახარჯვის გარეშე.
ბრენდის იმიჯის გამყარება ხარისხიანი დიზაინით: ინტეგრირებული ლოგოტიპები, ნიშნები და საფირმო გრაფიკა, ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის და მის მიმართ ლოიალურობის გაზრდას. ბაზრსი კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 94% დიდ ყურადღებას აქცევს ვიზუალს, როგორც საიტზე, ისე რეკლამაში.
SEO რეიტინგის გაზრდა: ოპტიმიზირებული ვიზუალური გაფორმების მქონე საიტებს გაცილებით ნაკლები უკან დაბრუნების ან უაყოფის და მომხმარებლის დაყოვნების მაჩვენებელი აქვთ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მათი კონტენტი კარგია. პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილება კი ზრდის SEO რეიტინგს, ხილვადობას და ორგანულ ტრაფიკს საიტზე. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოსახულების ჩატვირთვის დრო, დიდ გავლენას ახდენს ძირითად ვებ-მაჩვენებლებზე, რაც ერთ-ერთი იმ მონაცემთაგანია, რომელსაც Google იყენებს თქვენი გვერდის რეიტინგის დასადგენად.
ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი სტრატეგიები, რომელბიც ელექტრონული კომერციის სფეროში მოქმედ კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ვიზუალური ელემენტების ოპტიმიზაციისთვის:
1. გვერდის დატვირთვის ოპტიმიზაცია სწრაფი ჩატვირთვისთვის
გვერდის დატვირთვის შემცირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩატვირთვის დროის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გამოსახულებები ვებ-გვერდის დიდ ნაწილს იკავებს. მაგალთად, თუ შეძლებთ გამოსახულებების მოცულობის შემცირებით ვებ-გვერდის დატვირთვის 50%-ით შემცირებას ყველა მიმართულებით, ეს შეამცირებს მასზე ატვირთული ვიზუალური კონტენტის ე.წ. რენდერინგს 10–15%-ით, რაც საშუალოდ 1 წმ-ით დააჩქარებს საიტის ჩატვირთვის პროცესს.
2. მობილური აპლიკაციების ოპტიმიზაცია ხარისხიანი გამოსახულებებისთვის
ბაზრის კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მთელი ვებ-ტრაფიკის 54% შემოდის მობილური მოწყობილობებიდან, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი გამოსახულებების ოპტიმიზაციის საკითხის პრიორიტეტებში ჩასმა. ამით, შეძლებთ აპლიკაციიდან გვერდის ჩატვირთვის პროცესი 66%-ით დააჩქაროთ.
3. ფაილების მოცულობის დასარეგულირებლად სწორი ფორმატების გამოყენება
გამოსახულების ისეთი ფორმატები, როგორიცაა AVIF და WebP, ტრადიციულ და მოძველებულ JPEG დაPNG ფორმატებთან შედარებით, გაცილებით მეტ უპირატესობას იძლევა. ახალი თაობის ფორმატირებით, შესაძლებელია ფაილის მოცულობის ისე შემცირება, რომ არ გაფუჭდეს გამოსახულების ხარისხი და დაახლოებით 38%-ით შემცირებული ზომები მიიღოთ.
4. ეფექტურობის გაზრდისთვის, გამოსახულების დამუშავების პროცესის ავტომატიზაცია
კომპანიებისთვის, რომლებსაც დიდი ოდენობით ვიზუალური კონტენტი სჭირდებათ, მნიშვნელოვანია ოპტიმიზაციის მეთოდის გამოყენება, რადგან ეს წარმოადგენს ეფექტურობის და ფასეული რესურსების გამოთავისულფების ერთ-ერთ მთავარა საშუალებას. ავტომატიზაციის პროცესის ჩაშვებით, შესაძლებელი იქნება შეიქმნას ერთი მაღალი გაფართოვების მქონე ვერსია ყვლა გამოსახულებისთვის და მისი, როგორც ჩარჩოს გამოყენებით, მოხდეს ყველა გამოსახულების დინამიურად გადაფორმატირება და ზომების შეცვლა.
მომხმარებლებს სჭირდებათ დაახლოებით 50 მილიწამი იმისათვის, რომ მოახდინონ თქვენი ვებ-გვერდის შესახებ აზრის ფორმირება, რაც განსაზღვრავს იმას, მოსწონთ თუ არა ის. შესაბამისად, მიიღებენ გადაწყვეტილებას, დარჩნენ საიტზე თუ დატოვონ. ამიტომ, ცნობილი ფრაზა - “წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო”, ელექტრონულ კომერციაში არ მუშაობს და როცა საქმე ვებ-გვერდს ეხება, სწორედ ვიზუალური ეფექტებით ხდება მისი შეფასება.