top of page

“დასტა რექორდს მენეჯმენტი”- ინტერვიუ

  • guntsadze
  • Oct 9
  • 2 min read

Updated: Oct 15

ree

დოკუმენტების მართვის პრობლემა ყოველთვის დგას ნებისმიერი სექტორის კომპანიაში. გარდა ამისა, საქართველოში, როგორც შუა დერეფნის ქვეყანაში მარაგებისმართვის ეფექტურობის საკითხი მუდამ აქტუალურია. ბიზნესებს სჭირდებათ სანდო, ტექნოლოგიურად გამართული პარტნიორი, რომელიც ამ ოპერაციებს სრულად აუთსორსზე აიღებს.

დასტა უკვე ათწლეულზე მეტია დოკუმენტების დაცული შენახვისა და 3PL ლოგისტიკის მიმართულებით ემსახურება 200-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია „დასტას“ დირექტორისგან - ნინო კუხიანიძისგან გავიგეთ.

💬 დასტას დაარსების ისტორია

– როგორ შეიქმნა დასტა და რა საჭიროებამ განაპირობა კომპანიის

დაარსება?

დასტა დაარსდა 2014 წელს, როგორც პირველი კერძო კომპანია საქართველოში, რომელიც არქივის მართვის თანამედროვე სტანდარტს დანერგავდა.

ჩვენი მთავარი ხედვა იყო, რომ ბიზნესებს ჰქონოდათ შესაძლებლობა დაეზოგათ დრო, რესურსი და სივრცე დოკუმენტაციის შენახვასა და

მართვაში. ამისთვის საჭირო იყო სპეციალიზებული კომპანია, რომელიც ამას ეფექტურად განახორციელებდა მათ მაგიერ — სწორედ ასე გაჩნდა დასტა.

– როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა წლების განმავლობაში?

გზის დასაწყისში მხოლოდ დოკუმენტების არქივის სერვისით დავიწყეთ. დროთა განმავლობაში ბაზარმა ახალი გამოწვევები წამოწია — ლოგისტიკური სერვისების დეფიციტი, მარაგების მართვის სირთულე და მაღალი ხარჯები. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად 2022 წელს დავამატეთ 3PL

ლოგისტიკა, რაც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა.

📦 სერვისები, რომელსაც დასტა სთავაზობს ბიზნესს

– რომელი სეგმენტისთვის მუშაობთ და რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ?

ჩვენი კლიენტების ნაწილი არის ბანკები, სამედიცინო დაწესებულებები, სადაზღვევო კომპანიები, რითეილერები, საწყობებზე დამოკიდებული იქომერს პლატფორმები და სხვა. დასტა დღეს სთავაზობს:

დოკუმენტების დაცულ შენახვასა და მართვას – დოკუმენტების დახარისხება, სკანირება, ელექტრონული წვდომა, დაცული განადგურება.

3PL ლოგისტიკას – მარაგების მიღება, შენახვა (თაროებით/პალეტებით), მარაგების

პროგრამული აღრიცხვა, შეკვეთების აგროვება, გაცემა და ტრანსპორტირება. რა უპირატესობა აქვს თქვენს სერვისს სხვა ალტერნატივებთან

შედარებით?

პირველ რიგში, სანდოობა, სიზუსტე და მოქნილობა. ჩვენს კლიენტს არ უწევს ფიქრი, რამდენად სწორად, დაცულად და დროულად მოხდება არქივიდან დოკუმენტის გამოთხოვა ან საწყობიდან

პროდუქტის მიწოდება. გვაქვს უნიკალური დღიური დარიცხვის სისტემა — კლიენტი იხდის მხოლოდ იმ სივრცის საფასურს, რასაც რეალურად იყენებს. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ კომპანიებისთვის, ვისაც ცვალებადი მოცულობა აქვთ. უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა

– რამდენად დაცულია კლიენტების მასალები?

დასტას ინფრასტრუქტურა უნიკალურია საქართველოს მასშტაბით. გვაქვს 24/7 დაცვა, ვიდეო მონიტორინგი, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, კლიმატ კონტროლი და ელექტრონული წვდომის სისტემა. ჩვენი ორივე მიმართულება — არქივი და საწყობი — მუშაობს თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფის დახმარებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ადამიანის შეცდომით

გამოწვეულ რისკებს. ტექნოლოგიები და ციფრული ინტეგრაცია: – რამდენად ტექნოლოგიურად არის აწყობილი თქვენი მომსახურება?

გთავაზობთ ციფრულ წვდომას არქივზე — დოკუმენტების სკანირება, პროგრამული საძიებო სისტემა, ციფრული გამოთხოვა. ლოგისტიკაში ვიყენებთ საწყობის მართვის სისტემას, რომელიც სრულად რეალურ დროში ასახავს მარაგის მდგომარეობას. ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ

სისტემური ინტეგრაციის შესაძლებლობასაც — მაგალითად, API-ზე დაყრდნობით დაკავშირებას. დასტა და იქომერსის ბიზნესი

– როგორ ეხმარებით იქომერს ბიზნესებს?

იქომერსისთვის დრო და მიწოდების სიზუსტე გადამწყვეტია. დასტაში სწორედ ამას უზრუნველვყოფთ: ჩვენი საწყობები ოპტიმიზებულია ისე, რომ უზრუნველყოს შეკვეთების სწრაფი დამუშავება, ეფექტური მართვა პიკის პერიოდში და დროული მიწოდება. მცირე და საშუალო ზომის იქომერს კომპანიებს ვთავაზობთ სრულ ლოგისტიკურ გადაწყვეტას — მინიმალური ინვესტიციით და მაქსიმალური მოქნილობით.

– როგორ ხედავთ თანამშრომლობას ასოციაციასთან?

იქომერს ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და შედეგზე ორიენტირებული გაერთიანებაა. ველით, რომ ამ თანამშრომლობით მივაწვდით ჩვენს სერვისს ბევრ ისეთ კომპანიას, ვისაც დღემდე არ ჰქონდა შესაძლებლობა სწორად ემართა არქივები ან სასაქონლომარაგები.

🔭 მომავალი გეგმები

– რას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

დასტა აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური პლატფორმის განვითარებაზე. გვსურს, ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი კომპანიისთვის, ამიტომ პარალელურად ვმუშაობთ ახალ სერვისებსა და პირობებზე, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს ყოველდღიური

ოპერაციების კიდევ უფრო გამარტივებაში .

✅ დასტა უკვე ასოციაციის წევრია და მზად არის იქომერს სექტორის

მხარდაჭერისთვის. გაეცანით დეტალურად: www.drm.ge

 

 
 
bottom of page