კომპანიის იურისტის მოთხოვნები მოიცავს: საბაზისო იურიდიულ ცოდნას, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაბამის იურიდიულ ცოდნას, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენას. ამ პოზიციის დასაკავებლად საჭიროა სამართლის ბაკალავრის ხარისხი, გარკვეული სამუშაო გამოცდილება და კარგი კომუნიკაციის უნარები. კანდიდატის საბაზისო იურიდიული ცოდნა უნდა მოიცავდეს: (თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვემოთ
ჩამოთვლილებით) საკონტრაქტო სამართალს, კომპანიის სამართალს და ა.შ. გარდა ამისა კანდიდატს მოეთხოვება შესაბამისი იურიდიული ცოდნა, მას უნდა შეეძლოს უპასუხოს მომჩივან მხარეს სამართლებრივ დავებში, კომპანიის
ოპერაციებისთვის მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები, რათა ყველა პროცესი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართოს.
პოზიციის აღწერა:
1. მართოს და კოორდინაცია გაუწიოს კომპანიის შიდასამართლებრივ საკითხებს, რათა უზრუნველყოს კომპანიის მიერ
განხორციელებული ოპერაციების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
2. კომპანიის კონტრაქტების, შეთანხმებების, E-commerce პლატფორმის პოლიტიკის, შრომისა და დასაქმების და სხვა
სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, განხილვა და გადახედვა კომპანიის კონტრაქტების კანონიერებისა და
მოქმედების ვადის განსასაზღვრად;
3. კომპანიის სხვადასხვა სამართლებრივი საქმიანობის ზედამხედველობა და მართვა, სამართლებრივი საკითხებისა და
დავების დროულად გადაწყვეტა, კომპანიის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
4. საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ კანონმდებლობისა და რეგულაციების დინამიური ცვლილებების
მონიტორინგი და შესწავლა, შემდგომ კი ამ ყოველივეს კომპანიის ბიზნესთან კოორდინაცია, რათა დროულად შეიცვალოს
და გაუმჯობესდეს კომპანიის სამართლებრივი სისტემები და პროცესები;
5. თანამშრომლების სამართლებრივი ცნობიერებისა გასაუმჯობესებლად კომპანიის შიდა ტრენინგების ორგანიზება და
მართვა;
6. კომპანიისთვის საჭირო სამართლებრივ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემა;
7. აღნიშნულ პოზიციაზე აუცილებელია შემდეგი უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმის მიმართ
სერიოზული დამოკიდებულება, კეთილსინდისიერება, სიფრთხილე და პროფესიული ეთიკის დაცვა;
8. ხელმძღვანელის მიერ დასკირებული სხვა იურიდიული სამუშაოს შესრულება.
საკვალიფიკაციო უნარები:
განათლება ბაკალავრის ხარისხი ენები ქართული, ინგლისური
სამუშაო გამოცდილება:
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
კვალიფიკაცია:
უნარები სხვა მოთხოვნები საერთაშორისო
ვაჭრობისა ან E-commerce-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.