top of page

პროექტი "ორგანიზაციული მდგრადობის სერვისები"

იქომერს ასოციაცია - საქართველო, USAID-ს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ორგანიზაციული მდგრადობის სერვისები“.


აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების დანერგვას, რაც საქართველოში ელექტრონული კომერციის ზრდას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.



პროექტის ფარგლებში ასოციაცია აქტიურად მუშაობს ოთხი საკონსულტაციო მომსახურების შემუშავებაზე:


  • ბიზნესის მრჩევლის საკონსულტაციო მომსახურება: ელექტრონული კომერციის ბიზნესის შეფასება, გამოწვევების იდენტიფიცირება და ქმედითი რეკომენტაციების გაცემა;

  • ციფრული მარკეტინგის საკონსულტაციო მომსახურება: სპეციალისტის მიერ სტრატეგიის განსაზღვრა ონლაინ ხილვადობის გაზრდისა და გაყიდვების გენერირების მიზნით;

  • მიწოდების საოპერაციო საქმიანობის საკონსულტაციო მომსახურება: მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ტექნოლოგიების გამოყენება და ოპერაციების დახვეწა.

  • პარტნიორების მოძიება და სწორი კავშირების დამყარების საკონსულტაციო მომსახურება: სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, ბაზარზე ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, შეთავაზებული პროდუქტების/მომსახურების დივერსიფიცირება.

ფართო საზოგადოებისთვის და კომპანიებისთვის აღნიშნული სერვისების წარდგენამდე, ამავე პროექტის ფარგლებში ასოციაცია შეარჩევს 6 კომპანიას, რომელსაც საპილოტე რეჟიმში შესთავაზებს ახლად შემუშავებულ ოთხ მომსახურებას. მონაწილე ბიზნესებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე შეფასდება აღნიშნული სერვისების ეფექტურობა და მდგრადობა.


პროექტის დასრულების შემდეგ, საკონსულტაციო მომსახურებით

სარგებლობა შეეძლებათ როგორც ასოციაციის წევრ, ისე არაწევრ კომპანიებს (ფასდაკლების ან მომსახურების სრული საფასურის გადახდის შემთხვევაში).


ასოციაციის მიერ დანერგილ სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად განავითარებს საქართველოში ელექტრონულ კომერციას.

Comments


bottom of page