top of page

რას ნიშნავს პროდუქტის კატეგორიზაცია მარკეტფლეისზე და როგორ შეიძლება მისი მაჩვენებლის გაუმჯობესება?


თუ მომხმარებელი ვერ ნახულობს სასურველ პროდუქტს 54 წამის განმავლობაში, ის გადადის სხვა ვებ-გვერდზე. გაინტერესებთ როგორ შეიძლება მათი შეჩერება და მყიდველებად კონვერტირება? 

პროდუქტის კატეგორიზაცია - ნიშნავს, თქვენი ონლაინ მყიდველებისთვის

ვირტუალური გზის შექმნას თქვენს e-commerce მარკეტფლეისზე. თქვენს ვებ-გვერდზე შემოსული მომხმარებლების უმრავლესობას მაღალი მოლოდინები აქვთ, რაც შეუქმნათ ისეთმა პლატფორმებმა, როგორიცაა - Amazon და eBay.

მაგალითად, 1.9 მლრდ ბიზნესის არსებობის პირობებში, Amazon-ზე შესული მომხმარებლები, შესყიდვების 28%-ს ასრულებენ სამ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში. რა არის ამის მთავარი მიზეზი? - მათი პროდუქტის კატეგორიის ხე. დიახ, არ მოგესმათ, Amazon-ს თავისი პირველადი, მეორადი და მესამეული კატეგორიები დალაგებული აქვს ხის ფორმით და ისინი განშტოებულია მათი სპეციფიკის მიხედვით, რის შედეგადაც გამარტივებულია ნავიგაცია მომხმარებლებისთვის, რაც საბოლოოდ ზრდის კონვერსიას და გაყიდვებს.

თუმცა, კვლევებით დგინდება, რომ ecommerce-ბიზნესის 90%  არ ახდენს პროდუქტის სწორ კატეგორიზაციის. თუ თქვენც ამ სელერებს მიეკუთვნებით, მაშინ განაგრძეთ კითხვა ბოლომდე.

ამ სტატიაში განვიხილავთ რას ნიშნავს პროდუქტის კატეგორიზაცია და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება. 

რა არის პროდუქტის კატეგორიზაცია?

პროდუქტის კატეგორიზაცია, ასევე ცნობილი როგორც პროდუქტის ტაქსონომია, აორგანიზებს პროდუქციას სპეციფიურ, იერარქიულ კატეგორიებად. 

როგორც მოხმარებლები დადიან ფიზიკურ მაღაზიებში და გადიან სხვადასხვა დერეფნებს სასურველი პროდუქტის და მაღაზიის ძიებისას, კატეგორიზაციაც სწორედ ასე, საშუალებას აძლევს ონლაინ-მარკეტფლეისებს შექმნან ვირტუალური დერეფნები იმისათვის, რომ დაეხმარონ მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის მოძებნაში.

4 მიზეზი - რატომ არის პროდუქტის კატეგორიზაცია არსებითად მნიშვნელოვანი თქვენი მარკეტფლეისისთვის

მაღალი კონვერსიის მაჩვენებელთან ერთად, არის კიდევ ბევრი სხვა ბენეფიტი, რაც პროდუქტის კატეგორიზაციას შეუძლია მოუტანოს თქვენს მარკეტფლეისს და აი ისინი:


აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას

რაც უფრო ხარისხიანი იქნება მყიდველების სამომხმარებლო გამოცდილება თქვენს მარკეტფლეისზე, მით უფრო ხშირად მოვლენ, დიდხანს დარჩებიან საიტზე და მეტს იყიდიან.

კვლევები აჩვენებს, რომ თუ საიტის ნავიგაცია არ არის მიმართული მომხმარებლის გზის გასამარტივებლად, სელერი გაყიდვების მინიმუმ 35 %-ს კარგავს. თქვენი პროდუქციის სწორად კატეგორიზაცია სხვადასხვა ქვეკატეგორიებად, აუმჯობესებს UX-მაჩვენებელს თქვენს მარკეტფლეისზე, ზრდის გაყიდვებს და მომხმარებლის საიტზე დაყოვნების დროს.

გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელს მარტივად უნდა შეეძლოს სასურველი პროდუქტის მოძებნა “ზე” და “ქვე” კატეგორიებშიც, ამიტომ, ყოველთვის დააკავშირეთ განშტოებები მთავარ - “ყველა კატეგორია”-ს მონაცემებთან.


ზრდის რეიტინგს საძიებო სისტემაში

არის თუ არა თქვენი N1 მიზანი ონლიან-მაღაზიის რეიტინგის გაზრდა საძიებო სისტემაში? - წესით პასუხი უნდა იყოს კი. ყველა სერლერს უნდა ესმოდეს, რომ რაც უფრო მაღალი რეიტინგი გექნებათ Google-ში, მით მეტ ტრაფიკს და კონვერსიას მიიღებთ. სწორედ აქ ჩნდება პროდუქტის კატეგორიზაციის როლი, რომელიც საშუალებას აძლევს Google-ს, თავის საძიებო სისტემაში უფრო სწრაფად წაწიოს წინ თქვენი საიტი და ინდექს-გვერდები.


საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

პროდუქტის კატეგორიზაცია საშუალებას გაძლევთ შეგექმნათ წარმოდგენა - რა მუშაობს და რა არა. მაგალითად:

  • რომელი პროდუქტი იყიდება უფრო მეტად და რომელია ჩაწოლილი?

  • მომხმარებლების რა რაოდენობა გადადის კატეგორიის გვერდიდან ყიდვბის გვერდზე? 

  • რამდენი მათგანი არ გადადის პროდუქტის ძიების პირველი გვერდიდან?

  • რომელი კატეგორიები აჩვენებს მეტ ნახვებს და რომლებზე არ არის ინტერესი?

ამ მონაცემების გამოყენებით, შეძლებთ შეამოწმოთ თქვენი ვებ-გვერდის პრობლემები, რომელბიც ხელს უშლიან გაყიდვებს. მაგალითად:

  • შეამოწმებთ ვებ-გვერდის არქიტექტურას, როგორიცაა კატეგორიების და ქვეკატეგორიების განლაგება.

  • შეძლებთ სორტირების და ფილტრაციის ღილაკების გააქტიურებას თქვენი პროდუქციის გვერდზე - დაწყებული ახალი მიღებული საქონლით და დამთავრებული საუკეთესო სელერით და ა.შ.

  • გექნებათ ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა კონვერსიის გაზრდის სხვადასხვა ხერხების გამოყენებით, რაც დაგეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში.


დაწყებული თქვენი გუნდის დახმარებით, რაც გამოიხატება მომხმარებლის შეკთვაზე ჩათში სწრაფად პასუხით და დამთავრებული მარკეტფლეისზე მარაგების სწორად გადანაწილებით, პროდუქტის კატეგორიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ბიზნესის საოპერაციო პროცედურები


bottom of page