მარკეტერები მუდმივად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია SEO (Search Engine Optimization) სტრატეგია ონლაინ-ბიზნესის სწორად განვითარებისთვის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, როცა ელექტრონულ კომერციაში ჩართული სელერები ბიზნესის აწყობით და მისი დამკვიდრებით არიან დაკავებული, ეს საკითხი ყურადღების მიღმა რჩებათ.განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად კომპლექსურია ეს სფერო.
სამწუხაროდ, ამ საკითხის ამოვარდნამ, შესაძლოა ძალიან ცუდად იმოქმედოს თქვენი ონლაინ მაღაზიის პოტენციალზე.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე მიზეზს, რომლებიც დაგეხმარებათ კარგად დაინახოთ, რამდენად კრიტიკულია SEO თქვენი ecommerce ბიზნესის წარმატებისთვის.
SEO ეხმარება თქვენს ბიზნესს იძებნებოდეს ონლაინში
ფუნქციონალური ონლაინ-მაღაზიის გახსნა ძალიან კარგია, თუმცა, როცა მას ვერავინ პოულობს, ნებისმიერი მცდელობა წყალში გეყრებათ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ მარკეტინგში, რათა ბრენდის სახელი ცნობადი გახადოთ, მაგრამ, როგორც ფიზიკურ მაღაზიას სჭირდება იყოს ხალხმრავალ და დასანახ ადგილზე, რათა მომხმარებლებმა ადვილად მიაგნონ, სწორედ ასეა ონალინ-მაღაზიის შემთხვევაშიც, მხოლოდ მას სჭირდება გამართული საიტი, რომლის მოძებნა ინტერნეტში იქნება მარტივი და მომხმარებლების მხირდან ე.წ. “ტრაფიკი” ხშირად დაფიქსირდება.
ონლაინში ასეთ ვიზიტებს ეწოდება “ორგანული ტრაფიკი.”
კვლევებმა აჩვნა, რომ ვებ გვერდის ტრაფიკის 53% სწორედ ორგანული ძიების შედეგია და 71.33% ონალინ ძიების, რომელიც ხდება Google-ში სხვადასხვა გზით.
SEO ხდის თქვენს ბიზნეს უფრო კონკურენტუნარიანს
მძლავრი SEO სტრატეგია უფრო კონკურენტუნარიანია, საძიებო სისტემისთვის, როგორიცაა Google და/ან Bing — ასევე მომხმარებლებს შორის, რომლებიც დაინტერესებული არიან ონლაინ-შოპინგით.
საძიებო სისტემები მუშაობს სწორედ ძიების შედეგების გაზრდაზე, რომელსაც წარადგენენ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ან საქონელი იპოვონ სწრაფად და სამომავლოდაც დაბრუნდნენ ახალი შენაძენისთვის. გარდა ამისა, გამართული SEO სტრატეგია, ხელს უწყობს მომხმარებელში ლოიალურობისა და ნდობის გაჩენას თქვენი ბრენდისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის დახმარებით, გაიზრდება თქვენი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე.
SEO იძლევა ფასეულ იფორმაციას მომხმარებლის ქცევაზე
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სარგებლობას იძლევა გამართული SEO სტრატეგია, არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი - მისი დახმარებით, სელერი იღებს ისეთ ინფორმაციას მომხმარებლის ქევაზე, რომლის ნახვა სადმე სხვაგან შეუძლებელია. მაგალითად, გიჩვენებთ , თუ რას და როგორ ეძებენ მომხმარებლები, რაც საშუალებას გაძლევთ ისე ააწყოთ ვებ-გვერდი, რომ მასზე პროდუქტის მოძებნა იყოს სწრაფი და მარტივი. მომხმარებლების ქცევაზე ინფორმაციის ქონა და დაკვირვება, დაგეხმარებათ თქვეინ ბიზნესის ახალი შესაძლებლობების დანახვასა და პერსპექტივის სწორად განსაზღვრაში.
SEO უფრო იაფია, ვიდრე რეკლამა
ყველასათვის ცნობილია, რომ ფასიანი რეკლამა, საუკეთესო საშუალებაა ბიზნესის ცნობადობის გასაზრდელად და მომხმარებლებისთვის მასზე ინფორმაციის მისაწოდებლად. მაგრამ, მასში ჩადებულ ინვესტიციას, ყოველთვის არ აქვს სათანადო უკუგება.
SEO კი სრულიად უფასოა, რადგან ის სპეციფიურად მიბმულია იმ ცვლილებებზე, რომელსაც თქვენს ვებ-გვერდზე ახორციელებთ. მაშინაც კი, როცა წარმატებას აღწევთ ამ მეთოდის გამოყენებით, თქვენ არ გიწევთ ექსტრა თანხის გადახდა, როგორც მაგალითად ე.წ. pay-per-click-ის გამოყენებისას. გარდა ამისა, SEO-ს ვებ-გვერდზე აწყობის შემდეგ, საიტის აქტივობის დაპაუზების შემთხვევაშიც კი, აქტივობა გაგრძელდება.
ერთად-ერთი, რაშიც ფული უნდა გადაიხადოთ, ეს არის მონიტორინგის ხელსაწყოები, და ასევე დრო და ენერგია, რომელიც იხარჯება სწორი სტრატეგიის შემუშავებასა და აუდიტზე, რომელსაც დაქირავებული თანამშრომელი ასრულებს. თუმცა, ეს ყველაფერი თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
SEO ზრდის შემოსავალს
და ბოლო მიზეზეი, თუ რატომ არის SEO არსებითად მნიშვნელოვანი კომპონენტი ecommerce ბიზნესისთვის არის ის, რომ მისი, როგორც ერთი მარტივი ხელსაწოს დახმარებით, თქვენს ბიზნესს შეუძლია გაცილებით მეტი თანხა გამოიმუშაოს. მეტი ონლაინ-ხილვადობით, მოდის მეტი ონლაინ ვიზიტორი და მათ თან მოყვება მეტი შესაძლებლობები და გაყიდვები.
რაც უფრო მეტი გაყიდვები გაქვთ, მით უფრო დიდია თქვენი ბიზნესის განვითარების პოტენციალი და მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილების დაგროვების შანსი. კმაყოფილი მომხმარებლები კი გაცილებით ხშირად მოვლენ განმეორებითი შესაძენად და კიდევ უფრო მეტი თანხის დასახარჯად.