რა არის ბრენდზონა მარკეტფლეისზე და რატომ არის ის აუცილებელი?
- guntsadze
- 4 days ago
- 2 min read
წარმოიდგინეთ, რომ სრულყოფილად შეასრულეთ სელერის პროგრამით გათვალისიწნებული პროცედურები მარკეტფლეისზე: ოპტიმიზიაცია გაუკეთეთ საინფორმაციო ბარათებს და დაამატეთ ხარისხიანი გამოსახულებები, მოამზადეთ ვიდეო-რგოლები, ინფოგრაფიკა და თითოეული პროდუქტის უპირატესობების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ამის შემდეგ, კანონზომიერად ჩნდება შეკითხვა: კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ორგანული განვითარებისთვის და რა მიდგომების გამოყენებაა ეფექტური?
პასუხი: შემდეგი ნაბიჯია - ბრენდზონა.
რა არის ბრენდზონა?
ბრენდზონა - ეს არის საკუთარი ინტერნეტ-მაღაზია მარკეტფლეისზე. თქვენ არ გჭირდებათ რაიმეს დაპროგრამება: არსებული კონსტრუქტორის ელემენტები სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ შექმნათ ნებისმიერი ამოცანისთვის საჭირო ბრენდზონა. არც გვერდის გაფორმება და მასზე საქონლის განთავსება სასურველი კატეგორიებით არ წარმოადგენს რაიმე პრობლემას. შეგიძლიათ სტატიები და ვიდეოებიც კი გამოაქვეყნოთ ბრენდის სახელით.
მომხმარებელი ბრნედირებულ მაღაზიაში ხვდება მის დასახელებაზე ან ლოგოტიპზე დაკლიკვით, რომელიც მითითებულია საქონლის საინფორმაციო ბარათში.
ვისთვისაა საჭირო ბრენდზონა?
● სელერებისთვის, რომლებმაც უკვე გამოიყენეს განვითარების ყველა საშუალებები მარკეტფლეისზე. მათ ბრენდზონა დაეხმარებათ დამატებითი აუდიტორიის მოზიდვასა და ბრენდის მიმართ ნდობის გაძლიერებაში;
● მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც საქონლის ფართო ასორტიმენტი აქვთ. ბრენდზონა მათ დაეხმარება პროდუქცია გაანაწილონ კატეგორიების მიხედვით და ამით გაზარდონ გაყიდვები;
● კომპანიებს, რომლებიც წარმოადგენენ ახალ ბრენდს: მარკეტფლეისზე მათი მხრიდან საკუთარი მაღაზიის გახსნა, მომხმარებლების მხრიდან აღიქმება, როგორც სანდოობის და ხარისხის ნიშანი. ბრენდზონა სელერებს ეხმარება როგორც ნდობის მოპოვებაში, სე კონვერსიის გაზრდაში.
როგორ უნდა გაფორმდეს ბრენდზონა?
ბრენდზონის შექმნას აზრი აქვს დიდ მარკეტფლეისებზე, სადაც საქონლის ასორტიმენტი ძალიან ფართოა და სხვა სელერებისგან გამორჩევა, სულ უფრო რთულდება.
ბრენდზონის პროექტირებასთან მიდგომა რეკომენდირებულია ზუსტად ისე, როგორც ინტერნეტ-მაღაზიის შექმნასთან - საჭიროა ბლოკების განლაგების მოფიქრება მთავარ გვერდზე, ლოგიკურად დაჯგუფება კატეგორიების მიხედვით და ა.შ. ყურადღება უნდა დაეთმოს გამოსახულების ადაპტაციას და საფირმო სტილის შემადგენელ სხვა ელემენტებს, პლატფორმის ტექნიკური მოთხოვნების ფარგლებში.
ბრენდირების ძირითადი ელემენტები
საფირმო გვერდი
ეს არის მაღაზიის მთავარი გვერდი, სადაც შესაძლებელია მთავარი პროდუქციის დამატება, სტატიების და ფასდაკლებებზე ინფორმაციის განთავსება. მაგალითად, ცხოველების კვების მწარმოებლის მთავარ გვერდზე, შესაძლებელია განთავსდეს ექსპერტების სტატიები ცხოვრელების ძირიტად დაავებებზე. ყოველი მასალის ბოლოს კი ისაუბრონ იმაზე, თუ რომელი საკვებია ყველაზე შესაფერისი შინაური ცხოველისთვის სიტუაციის შესაბამისად.
ასევე, მთავარ გვერდზე შესაძლებელია საქონლის კატეგორიების მენიუს განთავსება იმისათვის, რომ მომხმარებლებს გაუადვილდეთ ასორტიმენტში ორიენტაცია. მაგალითად, ძაღლების, კატების და სხვა ცხოველების საკვების კატეგორიებად დაყოფა.
საფირმო სტილი მაღაზიისთვის, რეკომენდირებულია საფირმო ლოგოტიპის და ფერთა პალიტრის გამოყენება იმისათვის, რომ შეიქმნას ბრენდის ერთიანი ვიზუალური სახე, გაიზარდოს ცნობადობა და მოხდეს ხარისხსთან და საიმედოობასთან ასოციაციის ფორმირება.
ბრენდზონაში შესაძლებელია საქონლის სეფუთვაზე არსებული ელემენტების გამოყენება. თუ თქვენი საქონლის შეფუთვაზე განმეორებადი ელემენტია, შესაძლებელია მისი გამოტანა ბანერებზე და ამთ ბრენდთან ასოციაციის კიდევ უფრო გამყარება.
ნავიგაცია
მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ ინტერნეტ-მაღაზიის თავისუფლად მოხმარება, ამიტომ, ნავიგაციას უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება. რეკომენდირებულია, მთავარი გვერდის ზედა ნაწილში გამოიტანოთ ბანერები, რომლებზეც მითითებული იქნება ძირითადი კატეგორიების დასახელებები, მათ ქვემოთ კი განათავსოთ ინფორმაცია ახალ, ყველაზე გაყიდვად და სეზონურ პროდუქციაზე.
დასკვნა
ბრენდზონა საჭიროა იმ სელერებისთვის, რომლებმაც უკვე გამოიყენეს ტექატური და ვიზუალური კონტენტი, საინფორმაციო ბარათები და სრუთ ორგანულად ზრდა-განვითარება. ასევე, ბრენდებისთვის, რომლებსაც საქონლის ფართო ასორტიმენტი აქვთ და სურთ ყველაფერს თავი მოუყარონ ერთ სივრცეში და დაალაგონ კატეგორიების მიხედვით.
ბრნედზონა ხელს უწყობს მომხმარებლის უფრო მჭიდროდ დაკავშირებას ბრენდთან, მისი ღირებულებების წარმოჩენას, ლოიალური მომხმარებლების ბაზის ფორმირებას და გაყიდვების გაზრდას. მასშტაბურ მარკეტფლეისებზე მისი გაკეთება - არსებითად მნიშვნელოვანია!