რა არის სინქრომარკეტინგი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის მომხმარებლის მოთხოვნის მერყეობის დასაბალანსებლად?
- guntsadze
- Oct 16
- 3 min read
ბიზნესისთვის, არასტაბილური მოთხოვნით, სეზონური საქონლით ან მომსახურებით, ძალიან რთულია ბაზარზე არებობა და კალენდარული წლის გადალახვა, რადგან მაღალი მოთხოვნის პერიოდებს, ყოველთვის მოსდევს მოთხოვნის შემცირება და შესაბამისად, ფინანსური შემოსავალის კლება. სწორედ ამიტომ, მოთხოვნის დასაბალანსებლად, გამოიყენება სინქრომარკეტინგის სტრატეგია.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის ეს, რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდს, რა ტიპის შეუსაბამობებია მოთხოვნაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ სტრატეგია საკუთარი ბიზნესისთვის.
რა არის სინქრომარკეტინგი?
სინქრომარკეტინგი - ეს არის მარკეტინგის სახეობა, რომელიც მიმართულია სეზონური და ყველა სხვა სახის მოთხოვნების მერყეობის შემცირებაზე. მოთხოვნის მერყეობა შეიძლება იყოს ნებისმიერ საქონელზე, რომლის შეთავაზების დრო შეიძლება არ ემთხვეოდეს მასზე მოთხოვნის და მისი გამოყენების დროს.
სინქრომარკეტინგის ამოცანებს შორის შეიძლება გამოიყოს:
● ბაზრის მიმდინარე სიტუაციის და განვითარების პროგნოზი;
● არასეზონურ პერიოდში აუდიტორიის მოზიდვის გზების და შესაძლებლობების მოძებნა;
● მარკეტინგული გეგმის აქტუალიზაცია;
● სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთქმედება და მარკეტინგული აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
● გაყიდვების გაზრდის შესაძლებლებების შემუშავება და დანერგვა.
მთავარი მიზანია - მიაღწიოთ საქონლის სტაბილურ ბრუნვას ზედმეტი მერყეობის გარეშე.
მარტივად რომ ვთქვათ, სინქრომარკეტინგი - ეს არის მოთხოვნის სტაბილიზაცია.
სინქრომარკეტინგის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები
მეთოდის დადებით მხარეებად შეიძლება მივიჩნიოთ:
● თანამშრომლების უფრო სტაბილური დატვირთვა, ისინი არც გადატვირთული არიან და არც უსაქმოდ;
● კომპანიის რესურსების ეფექტურად გადანაწილება;
● შემოსავლის თანაბრად მიღება და მისი მკვეთრი ვარდნის ან შემცირების არარსებობა;
● კომპანიის განვითარების დამატებითი გზების მოძიება და პროცესის სტაბილურობა;
● დაბალი მოთხოვნის პერიოდში, მომხმარებლებისთვის აქციების, ფასდაკლებების და სპეციალური წინადადებების შეთავაზების შესაძლებლობა;
● აუდიტორიასთან უფრო მჭირდო ურთიერთობის დამყარება და ბრენდის მიმართ ინტერესის მუდმივად შენარჩუნება.
უარყოფით მხარეებად შეიძლება დასახელდეს:
● სეზონისა და მერყეობის პეროდებისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფის აუცილებლობა;
● მარკეტინგული აქტივობებისა და მომხმარებლების მოზიდვისთვის დამატებითი ხარჯების საჭიროება;
● შედეგის მიღების გარანტიების არარსებობა და ექპსერიმენტების აუცილებლობა.
სინქრომარკეტინგის სტრატეგიები და ინსტრუმენტები
სინქრომარკეტინგის ძირითადი მეთოდია - პროცესის კონტროლი. იმისათვის, რომ პროცესი გააკონტროლოთ, საჭიროა მარკეტოლოგების კომპლექსურად მოქმედება და მათი მხრიდან პროცეცსის კონტროლის ერთი ან რამოდენიმე მეთოდის ერთდროულად გამოყენება.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი მიმართულებები:
ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია
პიკური მოთხოვნის დროს, ორგანიზაციამ შეიძლება ვერ გაართვას თავი შეკვეთების დამუშავებას და იძულებული გახდეს დამატებითი პერსონალი დაიქირაოს. მერყევი ან დაბალი მოთხოვნის დროს კი, შესაძლოა, არსებული თანამშრომლების გათავისუფლება გახდეს საჭირო.
იმისათვის, რომ მსგავსი სიტუაციები აიცილოთ, გაზრდილი მოთხოვნის დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ პროცესის ავტომატიზაციის და ახალი ინსტრუმენტების დანერგვის საკითხებს. მაგალითად, ჩათ-ბოტების დანერგვას გაყიდვების განყოფილებაში ლიდების პირველადი სორტირებისთვის, მომხმარებლების გაფილტვრისა და ნამდვილად დაინტერესებული მყიდველების ოპერატორებთან გადამისამართებისთვის. ჩათ-ბოტებს ასევე შეუძლიათ განაცხადების შეგროვება მენეჯერების დასვენების დღეებში და დაბალი მოთხოვნის არსებობის პერიოდში, რომელთა დამუშავება შემდგომ გაცილებით მარტივია.
წინასწარი შეკვეთების და წინასწარი გაყიდვების დანერგვა
პიკური მოთხოვნისას დატვირთვის შესამცირებლად და შეკვეთების დასაბალანსებლად მოთხოვნის ვარდნის დროს, საჭიროა პრე-შეკვეთების გაფორმება, რომლებზეც მომხმარებლებს ექნებათ სპეციალური ფასები ან უფრო ხელსაყრელი პირობები, ბონუსები და ა.შ.
სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრულ სეგმენტზე ზემოქმედება
აუცილებელი არ არის, რომ პროდუქტი ან მომსახურება მუდმივი და მდგრადი მოთხოვნით სარგებლობდეს აუდიტორიის მხრიდან. მაღალი და დაბალი მოთხოვნის დროს, პროდუქტით შეიძლება დაინტერესებული იყოს აუდიტორიის სრულიად სხვადასხვა სეგმენტი.
მაგალითად, კურორტი, რომელიც ზაფხულში ცხოვრების აქტიური სტილის მქონე ახალგაზრდებს იზიდავს, ზამთარში შესაძლოა საერთოდ არ იყოს მიმზიდველი ამ კატეგორიისთვის და მას სიამოვნებით ეწვიონ ბავშვიანი ოჯახები, ვისთვისაც კურორტი ზაფხულში ზედმეტად ხმაურიანია.
აქციები და ფასდაკლებები
საქონელზე მოთხოვნა შეიძლება დაეცეს სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად: ახალი კოლექციის გამოსვლის, მოდელების განახლების, უფრო ხელსაყრელი ანალოგების და ბევრი სხვა ფაქტორის გამო. ასეთი მერყევი პერიოდების დროს, მარკეტოლოგები ატარებენ აქციებს და ფასებს დაბლა წევენ, რათა შესაძლებელი იყოს ნაკლებად პოპულარული საქონლის რეალიზება.
აქციების მნიშვნელოვანი ნიუანსი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უნდა იყოს დროში შეზღუდული და ჩატარდეს იმ პერიოდში, რომელსაც კორექტირება და მოთხოვნის ზრდის კონტროლი სჭირდება.
მოთხოვნის მერყეობის კომპენსაცია
კომპენსაცია გაყიდვებისგან განსხვავდება აქციებით და ფასდაკლებებით არაპოპულარულ საქონელზე. ის ახდენს გადაწყობას და ახალი ტრენდის გაყიდვას. მაგალითად, ზაფხულში სპორტული მაღაზია აქტიურად ყიდის ბატუტებს, საზაფხულო სპროტის სახეობებისთვის საჭირო აქსესუარებს, აუზებს, ხოლო ზამთარში შეისყიდის თხილამურებს, ციგებს და მსგავს პროდუქციას. როცა ბიზნესმა იცის და თვალს ადევნებს მაღალი მოთხოვნის პერიოდებს, შეუძლია გონივრულად დაგეგმოს რესურსების გადანაწილება და თავიდან აიცილოს საწყობში დაგროვლი ნარჩენი პროდუქცია.
სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა
დაბალი მოთხოვნის დროს საქონლის რეალიზაციისთვის, შესაძლებელია სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა, ერთობლივი აქციების და მარკეტინგული აქტივობების ჩატარება. მაგალითად, კოსმეტიკურ ბრენდს ასეთ პერიოდში შეუძლია კოლაბორაცია ჰქონდეს ინფლუენსერებთან, შეკრას ერთობლივი სასაჩუქრე ყუთები ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქციისგან ან ჩაატაროს ერთობლივი ივენთები სადაც მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობა.
დასკვნა
● სინქრომარკეტინგი - კარგი ინსტრუმენტია გაყიდვების მოცულობის სტაბილიზაციისთვის, სეზონური და სხვა სახის მოთხოვნის მერყეობის შემცირებისთვის.
● სინქრომარკეტინგის სტრატეგიის გამოყენება ბიზნესს ეხმარება უფრო ზუსტად დააორგანიზოს მოთხოვნა, ოპტიმიზაცია გაუკეთოს მარაგებს და ზარალს.
● სინქრომარკეტინგი ამყარებს ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობას: კომპანიებს შეუძლიათ აქტუალური პროდუქციის შეთავაზება საჭირო დროს და მომხმარებელში გაჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.


