top of page

როგორ გავზარდოთ საქონლის მარჟა რამოდენიმეჯერ, თუ უკვე გასული ხართ მარკეტფლეისზე


ზოგიერთ სელერს მიაჩნია, რომ ზრდა-განვითარება არ არის საჭირო მას შემდეგ, რაც გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ. არადა მეტის გამოსამუშავებლად საჭიროა ასორტიმენტის გაფართოვება ან სხვა პლატფორმაზე გასვლა. თუმცა, არსებობს სხვა მეთოდებიც - არსებული საქონელის მარჟის გაზრდისთვის.

ამ სტატიაში განვიხილოთ სად შეიძლება მოიძებნოს ფარული რეზერვი და გამოვიმუშაოთ უფრო მეტი არსებულ საქონელზე.

მეთოდი № 1. კონკურენტების ანალიზის ჩატარება

გამოიყენეთ მარკეტფლეისების ანალიტიკის სხვადასხვა სისტემები, რათა გქონდეთ დამატებითი სტატისტიკა. ასეთ სერვისებს შეუძლიათ გაჩვენონ, როგორ გაიზრდება შემოსავალი, თუკი მეტს გაყიდით ან ფასს გაზრდით, ნახოთ კონკურენტების ფასების დინამიკა ან პირდაპირ შეადაროთ საინფორმაციო ბარათები და გამოკვეთოთ სხვაობები ან გაარკვიოთ რა გაქვთ გამოსასწორებელი კონკურენტებს რომ აჯობოთ.


მეთოდი № 2. მიმდინარე მარჟის სწორად დათვლა

საჭიროა მარჟის სწორად დათვლა იმისათვის, რომ გაიგოთ, რა თანხას ხარჯავთ საქონლით თითოეული პარტიასა და ერთეულზე. ასეთი გათვლა, საშუალებას მოგცემთ დაარეგულიროთ ფასნამატი და არ გახვიდეთ მინუსში გარკვეულ პოზიციებში. რეკომენდირებულია, საერთოდ უარი თქვათ დაბალი მარჟის მქონე საქონლის გაყიდვაზე, მათ დაბალი გაყიდვების სეზონზე, შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ გამყიდველს.


მეთოდი № 3. ნარჩენი საქონელის გადანაწილება

აწარმოეთ საქონლის შესყიდვის ანალიზი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში და გამოკვეთეთ პერსპექტიული რეგიონები, სადაც საქონელი მიაწოდეთ. დარჩენილი ნაწილი კი ისეთ საწყობებში გადაანაწილეთ, სადაც გადაზიდვის ნაკლები ხარჯი გექნებათ. ამით, თქვენი საქონლის საინფორმაციო ბარათი, ბონუსის სახით წინ წაიწევს საძებო სისტემაში.

მეთოდი № 4. საქონელბრუნვისთვის თვალის დევნება

ბრუნვა დაითვალეთ ყველა ტიპის საქონელთან მიმართებაში, რათა გაიგოთ თითოეულ მათგანზე დაფიქსირებული საშუალო მაჩვენებელი. თუკი ბრუნვა საშუალოს ტოლი ან მასზე ნაკლებია - ყველაფერი რიგზეა. როცა ბრუნვა მაღალია, საქონელი დიდხანს არ იყიდება, მაშინც რაღაც არასწორად მიდის და აუცილებელია ამის მიზეზების გამოვლენა. მაგალითად, რამოდენიმე ერთეული საქონელი გაიჭედა და თვეებია არ იყიდება რომელიმე მოშორებით მდებარე საწყობიდან - აღმოაჩენთ, რომ ასეთ დროს, უმჯობესია მათი აღწერა და უტილიზაცია ჩაატაროთ, ვიდრე თანხა იხადოთ მათ დასაწყობებაში ან სხვა საწყობში გადაზიდვაში.

მეთოდი № 5. საინფორმაციო ბარათის ოპტიმიზაცია

საინფორმაციო ბარათი განაახლეთ მინიმუმ ერთხელ სეზონზე. ჯერ შეისწავლეთ კონკურენტები და ახალი ტრენდები მარკეტფლეისებზე, შესაძლოა, აღმოაჩინოთ რამე ახალი კონტენტი მომხმარებლისთვის ან პოპულარული ნფოგრაფიკა. შემდეგ, ბარათში ეტაპობრივად გადაამოწმეთ საქონლის დასახელების, აღწერის, ფოტოს და სხვა შემადგენელი ელემენტების სისწორე.

მეთოდი № 6. ხარვეზიანი საქონლის გადარჩევა

ამის გაკეთება ყველაზე მარტივია დიდი შეკვეთის გაკეთება და დამოუკიდებლად ან თანამშრომლების დახმარებით, ხარვეზიანი ერთეულების გადარჩევა. ამრიგად, საწყობის მარაგებში გაიგზავნება ხარისხიანი პარტია, რომელსაც დაბრუნების მაჩვენებელი ნაკლები ექნება. როცა შედეგებს გააანალიზებთ, შემდეგ შეძლებთ განხარვეზების, როგორც მუდმივი პროცესის მოწესრიგებას.

მეთოდი № 7. საქონლის ნაკრებებად გაყიდვა და ბარათის მუდმივად განახლება

შეისწავლეთ საკუთარი საქონლის ასორტიმენტი და გააერთიანეთ ჯგუფებში ის საქონელი, რომლებიც შეძლება ერთად გაიყიდოს. გააერთიანეთ ასეთი საქონლის საინფორმაციო ბარათები მარკეტფლეისის პირად კაბინეტში. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ პროდუქტის განვითარების ხარჯები, მიაბათ ახალი საქონელი უკვე გარეკლამებულს, გაზარდოთ ნახვების დრო და საშუალო ჩეკი.

მეთოდი № 8. შიდა ტრაფიკის მოზიდვა

მოძებნეთ ტრაფიკის ახალი წყაროები მარკეტფლეისის გარეთ. რაც უფრო მეტი მომხმარებელი ნახავთ თქვენი საქონლის საინფორმაციო ბარათს, მით მეტ გაყიდვებს მიიღებთ. ტრაფიკი ამ დროს, უნდა იყოს ხარისხიანი. რეკლამის დაკვეთა გონივრული იქნება მხოლოდ იმ პლატფორმებზე, სადაც თქვენი სამიზნე აუდიტორიაა. მაგალითად, თუ სასკოლო ფორმას ყიდით - საქონელი დაარეკლამეთ მშობლების ჩატებში ან სასკოლოდ მოსამზადებელ ჯგუფებში.

მეთოდი № 9. ხარჯების შემცირება

როცა სელერი ითვლის ე.წ. იუნით-ეკონომიკას (ერთეულის ეკონომიკა), ის ხედავს ყველა ხარჯს, რომლის გაწევაც უწევს საქონლის გაყიდვისთვის. ამ ინფორმაციის ცოდნა, საშუალებას იძლევა, საგრძნობლად შემცირდეს რიგი ხარჯები და გაიზარდოს მარჟინალურობა. მაგალითად, საქონლის დიდი პარტიის შემოტანა, მისი აქტიურად დარეკლამება გრძელვადიან პერიოდზე და ფასდაკლებით, საქმის ნაწილის თავად შესრულება და ამ ოპერაციების ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა.

ecommerce association georgia logo tr 2_edited.png
იქომერს ასოციაცია - საქართველო

ჩვენ ხელს ვუწყობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოში ელექტრონული კომერციისა და ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას.

Email: info@ecag.ge 

Phone: +995 599 99 20 30

  • Facebook
  • LinkedIn
მიიღე ჩვენი სიახლეები

მადლობა!

პარტნიორები

 © 2025 by eCommerce Association Georgia

bottom of page