იმისათვის, რომ ბიზნესმა შეძლონ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება სწრაფად ცვალებად ბაზარზე, მნიშვნელოვანია აქტუალური ტრენდების საქმის კურსში ყოფნა: ტენდენციებისთვის თვალის დევნება და გაანალიზება, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს კომპანიის განვითარებაზე. სწორედ ამ პროცესს ეწოდება - ტრენდვოთჩინგი.
რატომ არის საჭირო ტრენდებისთვის თვალის დევნება, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად და ონლაინ-ბიზნესსა და მარკეტინგში რა მიმართულბებით უნდა გამოვიყენოთ, რომ გავზარდოთ გაყიდვების მაჩვენებელი?
შევეცდებით თანმიმდევრულად ვუპასუხოთ ამ შეკთხვებს.
რა არის ტრენდვოთჩინგი და რაში გვჭირდება ის?
ტრენდვოთჩინგი (trendwatching) — ეს არის სხვადასხვა სფეროებში არსებულ, ახალ და მომავალ ტენდენციებზე დაკვირვება, ანალზი და ინტერპრეტაცია.
ტენდენცია — ეს არის საერთო მიმართულება რაიმეს განვითარების ან ცვლილებების მხრივ, დროის გარკვეულ პერიოდში. ზოგჯერ ტენდენცია ჩნდება და ქრება. თუმცა, ამავდრულად, ის შეიძლება გადაიზარდოს ტრენდში.
ტრენდი — ეს არის ცვლილების სწორხაზოვანი ტრაექტორია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რაიმეს ზრდის, ვარდნის ან სტაბილურობის მყარი ტენდენცია. როგორც წესი, ტრენდი ხდება პოპულარული და რჩება ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე.
ტრენდვოთჩინგის მიზანი — ამ მიზანს წარმოადგენს იმის გამოვლენა და გაგება, თუ რომელი ცვლილებები და სიახლეები მოახდენენ გავლენას მომხმარებლების ქცევაზე, ბაზრის პირობებზე და ბიზნეს-სტრატეგიაზე. ასეთი პრაქტიკა კომპანიებს და სპეციალისტებს საშუალებას აძლევს იყვნენ ერთი ნაბიჯით წინ კონკურენტებთან შედარებით, გამოიცნონ მომხმარებლების მოთხოვნები და ადაპტირდნენ ბაზრის ცვალებად პირობებთან.
ტრენდვოთჩინგის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ისევე როგორც სხვა სფეროებს, ტრენდვოთჩინგსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მათი ცოდნით, შესაძლებელია, დაკვირვებებით მიღებული შედეგების უფრო ეფექტურად გამოყენება და რისკების მინიმიზაცია.
“+”-ები
● აქტუალური ინფორმაციის ფლობა
● კონკურენტული უპირატესობის მოპოვება
● საფუძვლიანი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება
● შესაძლებლობების იდენტიფიცირება
“-”-ები
● განსაზღვრულობის არარსებობა და შესაძლო რისკები
● ინფორმაციის ნაკლებობა
● დამკვიდრების სირთულე
ტრენდვოთჩინგის დონეები
ტრენდვოთჩინგში გამოყოფენ ტენდენციების ანალიზის სამ ძირითად დონეს: მიკროტრენდებს, მაკროტრენდებს და მეგატრენდებს. ყოველი მათგანი მოიცავს სხვადასხვა მასშტაბს და დროის ჰორიზონტს, ასევე, გააჩნია თავისი სპეციფიკური ნიშან-თვისებები. განვიხილოთ უფრო დეტალურად: მიკროტრენდები — ეს არის მოკლევადიანი და ლოკალური ცვლილებები, რომლებიც ხდება რამოდენიმე თვის ან წლის მანძილზე. ისინი შეიძლება ეხებოდეს ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებს, ზოგიერთ ბაზარს ან ნიშურ სეგმენტებს.
მიკროტრენდების მაგალითები:
● მოდა — კონკრეტული სტილის ტანსაცმლის ან აქსესუარების პოპულარობა ერთი სეზონის მანძილზე;
● ტექნოლოგიები — ახალი ფუნქციების დანერგვა სმარტფონებში ან ახალი პოპულარული სოც-ქსელის ჩაშვება;
● სამომხმარებლო ქცევა — გარკვეულ პროდუქტებზე ფასის დროებითი ზრდა (მაგალითად: ორგანული პროდუქტები ან სუპერფუდები).
მაკროტრენდები — ეს არის ცვლილებები, რომლებიც მოიცავენ უფრო ფართო და გრძელვადიან ცვლილებებსაც. ისინი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წლის ან ათწლეულების მანძილზე. მაკროტრენდები გავლენას ახდენენ მთელ სფეროებზე ან ადამიანების დიდ ჯგუფებზე. Ხშირად, ისინი წარმოადგენენ მიკროტრენდების ერთობას.
მაკროტრენდების მაგალითი:
● ეკონომიკაში — e-commerce სფეროს ზრდა და ციფრულ გაყიდვებზე გადასვლა;
● ტექნოლოგიებში — AI-ს ფართო გავრცელება და სხვადასხვა სფეროების ავტომატიზაცია;
● სოციალური ცვლილებები — დასაქმებული ქალების რაოდენობის ზრდა.
მეგატრენდები — ეს არის გლობალური და გრელვადიანი ცვლილებები, რომლებიც გრძელდება ათწლეულების მანძილზე. ისინი დიდ გავლენას ახდენენ ცხოვრების ყველა ასპექტსა და საზოგადოებაზე. Მეგატრენდებმა შეიძლება განსაზღვრონ მთელი რიგი რეგიონების და მსოფლიო საზოგადოების განვითარებაც კი.
მეგატრენდების მაგალითები:
● დემოგრაფიული ცვლილებები — მოსახლეობის დაბერება განვითარებულ ქვეყნებში და მოსახლეობის მატება განვითარებად ქვეყნებში;
● კლიმატის ცვლილება — გლობალური დათბობა და მისი გავლენა ეკოსისტემებზე, ეკონომიკასა და ადამიანების ყოფა-ცხოვრებაზე;
● გლობალიზაცია — ეკონომიკური, კულტურული და ტექნოლოგიური გავშირების გაღრმავება მსოფლიოს ქვეყნებსა და რეგიონებს შორის.
ტრენდვოთჩინგის ყოველი დონე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრატეგიულ დაგეგმვასა და პროგნოზირებაში. Მიკროტრენდებმა შეიძლება აჩვენონ დიდი ცვლილებების საწყისი ნიშნები. მაკროტრენდები ეხმარება ბიზნესს გაიგოს განვითარების გრძელვადიანი მიმართულებები. მეგატრენდები განსაზღვრავენ გლობალურ ცვლილებებს, რომლებთანაც ბიზნესს სჭირდება ადაპტირება.
ტრენდვოთჩინგის ინსტრუმენტები
ეფექტური ტრენდვოთჩინგისთვის, შესაძლებელია სხვადასხვა მიდგომების და ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც საშუალებას იძლევა თვალი ადევნოთ, გააანალიზოთ და პროგნოზირება გაუკეთოთ მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებს. მაგალითად:
● სოციალური ქსელების ანალიზი
● სიახლეების და მედია მონიტორინგი
● კვლევები და ექსპერტების მოსაზრებები
● კონკურენტებისთვის თვალის დევნება
● თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობა
● ონლაინ გმოკითხვები
სხვადასხვა მეთოდების კომპლექსურად გამოყენება, საშუალებას იძლევა სამომავლო ტრენდებთან დაკავშირებით უფრო სრული და ზუსტი სურათის მისაღებად. Ეს კი ხელს უწყობს უფრო ეფექტურ დაგეგმვას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
ტრენდვოთჩინგის მარკეტინგში გამოყენება
ტრენდვოთჩინგი შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი მარკეტინგისთვის. ის კომპანიებს ახალი შესაძლებლობების გამოვლენის, ცვლილებებთან ადაპტირების და კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნის საშუალებას აძლევს. Ქვემოთ ჩამოთვლილია რამოდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრენდვოთჩინგის მარკეტინგში გამოყენება.
● მომხმარებლების მოთხოვნების ანალიზი
● ახალი პროდუქტის/მომსახურების შემუშავება
● ბაზრის სეგმენტაცია
● მარკეტინგული კამპანიების ადაპტაცია
● საკომუნიკაციო არხების ოპტიმიზაცია
● კონკურენტების ანალიზი
● პროგნოზირება და დაგეგმვა
რა უნდა გავითვალისწინოთ ტრენდვოთჩინგის გამოყენებისას?
გრძელვადიანი ტრენდების გარჩევა დრობითისგან - ხშირად ხდება, როცა აჟიოტაჟი აღიქმება აღმავალ ტენდენციად. რეალურად, ეს დროებითი მოვლენაა და მალე გაივლის. იმისათვის, რომ გავარჩიოთ ტრენდი და აჟიოტაჟი, საჭიროა განვსაზღვროთ, რამდენად აკმაყოფილებს ტენდენცია მომხმარებლების ძირითად მოთხოვებს. ასეთ დროს, კარგია მასლოუს მოთხოვნების პირამიდის გამოყენება.
ტენდენციებზე დაკვირების შეთავსება ანალიტიკასთან - ტრენდის გამოვლენისას, არ არის საჭირო მაშინვე მის დანერგვაზე გადასვლა. Სჯობს მათი შედეგების შესწავლა, ვინც უკვე იყენებს ტენდენციას. ასევე იმის ნახვა, თუ რა ტიპის სტარტაპები ჩნდება ამ მიმართულებით და როგორ ვითარდებიან. შესწავლა სჭირდება ტრენდის განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებშიც. თუ ციფრების ანალიზი აჩვენებს ზრდას, მაშინ ღირს ტრენდის დანერგვაზე გადასვლა.
კულტურული განსხვავებების გათვალისწინება -
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს ტრენდების დანერგვა, როცა მისი გადმოტანა განსხვავებული კულტურული სოციუმებიდან ხდება. შესაძლოა, ის რაც პოპულარულია ერთ კონკრეტულ კულტურას მიკუთვნებულ საზოგადოებაში, საერთოდ არაპოპულარული იყოს სხვაგან.
ტრენდების ტესტირება სასურველი შედეგის გაგებასთან - ტრენდის დანერგვამდე ტესტურ რეჟიმში, მოახდინეთ ჰიპოთეზის მკაფიო ფორმირება. უნდა გესმოდეთ, რისი მიღება გსურთ შედეგად. Ზუსტი მაჩვენებლების ქონა, დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად წარმატებული იყო ჰიპოთეზა.
ტრენდებზე დაკვირვება კომპანიებს ეხმარება დააკმაყოფილონ კლიენტების სურვილები და მოთხოვნები. ასევე, ტენდენციების ცოდნა სასარგებლოა პირადი კარიერის განვითარებისა და ინდივიდუალური პროფესიული საქმიანობის დაგეგმივსთვის. თუ იცით, როგორ გამოიყენოთ ტრენდებზე დაკვირვება საკუთარ ბიზნესში, ყოველთვის სწორ გზაზე იქნებით მიზნების მიღწევის მხრივ.