top of page

როგორ შევარჩიოთ საქონლის გაყიდვადი სახელწოდება?

მარკეტ ფლეისებზე გასვლამდე, ყველა სელერმა უნდა შეიმუშაოს საქონლის გაყიდვადი დასახელების ფორმულა, რადგან სახელი — ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია, რომელსაც მარკეტ ფლეისების მომხმარებლები ყურადღებას აქცევენ საქონლის შერჩევისას.


ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე წარუმატებელ მაგალითს, რომლებიც საქონლის დასახელების საკითხს ეხება.



მნიშვნელოვანი რამ, რაც საქონლის დასახელებაზე უნდა ვიცოდეთ:


1. დასახელება უნდა იყოს მოქნილი.

ნუ შეეცდებით საქონლის სრული მახასიათებლები შეიტანოთ მასში - ამან შეიძლება

დააფრთხოს მომხმარებლები.

2. ისარგებლეთ მარკეტ ფლეისების რეკომენდაციებით საქონლის სახელწოდებასთან დაკავშირებით, რათა ბარათი წინ წაიწიოს რეიტინგში და ყურადღება მიიქციოს

შეკვეთების დროს.


წარმატებული სახელწოდების ფორმულა:


საქონლის ტიპი + ბრენდი ან მწარმოებელი + ყველაზე მთავარი მახასიათებლები

წარუმატებელი დასახელებები საქონლის სახელწოდება არ უნდა იყოს ძალიან გრძელი ან მოკლე. თუ ის არაინფორმატიულია მომხმარებლისთვის, საქონლის ბარათზე ნაკლებად დააკლიკავენ.


მაგალითად, არ უნდა დაწეროთ ასე:


მობილური ტელეფონის შტატივი 2მ

WALKER შტატივი ფოტოაპარატისთვის, პროექტორისთვის, კამერისთვის, წრიული

სანათისთვის, ვიდეოგანათებისთვის, შავი

—-----------------------------------------------------------------------------------------------

თმის ფენი

—-----------------------------------------------------------------------------------------------

42147 LEGO Technic, თვითმცლელი სათამაშო

—-----------------------------------------------------------------------------------------------


წარმატებული სახელწოდებები ამ მაგალითებში:


საქონლის სახელწოდება ასახავს მათ მთავარ მახასიათებლებს და იწვევს

ბარათზე დაკლიკვის სურვილს მომხმარებლებში, უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად.


მობილური ტელეფონის და ფოტოაპარატის შტატივი

WALKER 2 მეტრი

—-----------------------------------------------------------------------------------------------

თმის ფენი Tuvio, სენსორული მართვის პანელით, ბეჟი

—-----------------------------------------------------------------------------------------------

საბავშვო კონსტრუქტორი LEGO Technic, 543 დეტალი

—-----------------------------------------------------------------------------------------------



コメント


bottom of page