საოპერაციო დირექტორი
- Mar 15
- 1 min read
საოპერაციო დირექტორი
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციზიაზე ქ. თბილისში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ფუნქციები და მოვალეობები:
კომპანიის საქმიანობის ოპერაციული კოორდინაცია და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა - კომპანიის ოპერაციული საქმიანობის სტაბილური, უწყვეტი და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა მაღაზიათა ქსელში, სასაწყობე მეურნეობაში, ოფისსა და ელ. კომერციის მიმართულებაში, ბიზნეს პროცესების სრული ციკლის კოორდინაცია;
ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია - კომპანიის მასშტაბით ოპერაციული პროცესების აღწერის, სტანდარტიზაციის და გაუმჯობესების (BPM) პროცესების ხელმძღვანელობა, SOP-ების შექმნისა და დანერგვის, პროცესების ეფექტიანობის ზრდის, დუბლირების შემცირებისა და რესურსების რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა;
ოპერაციული გარემოს მართვა და მხარდაჭერა - კომპანიის ყველა ბიზნეს ობიექტის ტექნიკურ და ოპერაციულ მზადყოფნაზე პასუხისმგებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების, ტექნიკურ მომსახურებისა და ოპერაციული მხარდაჭერის მართვა მაღაზიებში, ოფისსა და საწყობში;
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას და დაცვა - ოპერაციული სამუშაო გარემოს მოქმედ კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა რეგულაციებთან შესაბამისობაზე, შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური რისკების შეფასებაზე, პრევენციული ღონისძიებების დაგემვასა და უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა - მაღაზიებში, საწყობსა და ოფისში.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა - ახალი მაღაზიების, ოფისისა და საწყობის გახსნის/განახლების პროექტებს სრული ციკლის (ლოკაციის შეფასებიდან ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე) ხელმძღვანელობა. საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ცენტრებთან და მეიჯარეებთან ურთიერთობა;
ოპერაციული ბიუჯეტის მართვა - ოპერაციული ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 10 აპრილის ჩათვლით. [Link]
გისურვებთ წარმატებას!

