საქართველოს ეროვნული ბანკი - ელექტრონული კომერციის ინოვაციური შესაძლებლობა ღია ბანკინგით, ციფრული ეკოსისტების გაძლიერებისთვის.
- guntsadze
- May 1
- 2 min read

ციფრულმა ტრანსფორმაციამ შეცვალა ფინანსური სერვისების მიწოდებისა და
მიღების ტრადიციული მექანიზმები, რომელიც შეეხო ფინანსურ სექტორსაც და
ფინანსური ბაზრის მონაწილეები დაავალდებულა მასთან შენახული -
მომხმარებლის თანხების და ინფორმაციის მართვის შესაძლებლობის მოქნილობა
მიეცა მომხმარებლისთვის, რაც „ღია ბანკინგის“ სახელით არის ცნობილი. ღია ბანკინგი უკვე დამკვიდრდა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება
ფინანსურ ეკოსისტემაში - ის ხელს უწყობს ინოვაციური, მომხმარებელზე
მორგებული და მონაცემებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას.
ღია ბანკინგი ქმნის ტექნოლოგიურ ჩარჩოს, რომელიც ბანკებს, ფინანსურ
ინსტიტუტებს და ფინტექ კომპანიებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელთა
თანხმობით, უსაფრთხო და სტანდარტიზებული არხებით გაცვალონ თავიანთი
ფინანსური მონაცემები და სახსრები სხვადასხვა მიზნობრიობით.
ღია ბანკინგი საფინანსო სექტორს — ბანკებს, ფინტექ კომპანიებსა და სხვა
არასაბანკო სუბიექტებს — აძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელთა ფინანსური
მონაცემები და და სახსრები გააზიარონ უსაფრთხო, სტანდარტიზებული
არხებით, მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით. ეს ხელშემწყობი ჩარჩო ხსნის
ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ისეთ სწრაფად მზარდ სფეროში,
როგორიცაა ელექტრონული კომერცია.
აღსანიშნავია განვითარებული ქვეყნების გარკვეულ ნაწილში, მათ შორის დიდ
ბრიტანეთში, უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა, სადაც ღია ბანკინგი
ფართოდ გამოიყენება როგორც კომერციულ, ისე საჯარო სერვისებში, რაც ზრდის
გადახდების სისწრაფეს და შესაბამისად აჩქარებს ფინანსური ტექნოლოგიების
განვითარებას. საქართველოში ეს პროცესი ქმნის არამარტო ფინანსური
სერვისების გაციფრულების ახალ სტანდარტს, არამედ ინოვაციების
განვითარების საფუძველია.
რეგულატორის როლი
საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ღია ბანკინგის ეკოსისტემის
გაძლიერებაზე და თანამშრომლობს როგორც ფინანსურ ინსტიტუტებთან, ისე
ტექნოლოგიურ პროვაიდერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან —
იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ინოვაციური და კონკურენტუნარიანი
ფინანსური გარემო — რაც მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორის
განვითარებისთვის.
სებ-ის თანხმობის საფუძველზე ღია ბანკინგში უკვე ჩართულია ოთხი
არასაბანკო სუბიექტი. მათი ჩართულობა, წინგადადგმული ნაბიჯია ღია
ბანკინგის პრაქტიკული დანერგვის გზაზე და ადასტურებს ბაზრის მზაობას
ინოვაციური ფინანსური სერვისების გასავითარებლად.
რას ქმნის ღია ბანკინგი ელექტრონული კომერციისთვის?
ელექტრონული კომერციისთვის ღია ბანკინგი გამორჩეული შესაძლებლობაა.
მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ღია ბანკინგმა ელექტრონული კომერციის
განვითარებას შეუწყო ხელი, რაზეც დაფუძნებული გადახდის სერვისები
ფართოდ გამოიყენება ონლაინ პლატფორმებზე, რაც ამცირებს ხარჯებს, აჩქარებს
ანგარიშსწორებას და ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას. იქმნება
პერსონალიზებული შეთავაზებები და ინტეგრირებული ფინანსური სერვისები —
რაც პირდაპირ ზრდის ელექტრონული კომერციის ეფექტიანობას.
მთავარი შესაძლებლობები, რასაც ღია ბანკინგი მოიტანს ელექტრონული
კომერციისთვის:
მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა, შესაბამისი თანხმობით — ეს აძლევს
ბიზნესს შესაძლებლობას უკეთ შეისწავლოს მომხმარებლის ქცევა, გაიგოს
მათი საჭიროებები და მაქსიმალურად პერსონალიზებული გახადოს
შეთავაზებები.
დამოუკიდებელი გადახდის არხები — მომხმარებელი შეძლებს
გადახდების დაინიციირებას, ელექტრონული კომერციის მონაწილე პირის
აპლიკაციის მეშვეობით უშუალოდ ანგარიშიდან ანგარიშზე.
ნდობა და გამჭვირვალეობა — მომხმარებლის თანხმობის, უსაფრთხოების