მომხმარებელბების ქცევითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით გააქტიურებულ eCommerce გაყიდვებს 2027 წლისთვის $1.6 ტრილიონის შემოსავალს უწინასწარმეტყველებენ. რაც შეეხება საცალო მოვაჭრეებს, ამ სიტუაციაში კაპიტალიზაცია რომ მოახდინონ და გაზარდონ მაქსიმალურად საკუთარი შემოსავალი, დასჭირდებათ ტექნოლოგიების უტილიზაცია უმაღლესი ხარისხის სამომხმარებლო გამოცდილების მისაწოდებლად იმ დროს, როცა მომხმარებლის მოლოდინები იქნება მაღალი, ხოლო ლოიალურობა დაბალი.
Groupbyinc.com-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ელექტრონული კომერციის მომავალს ეხება, მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე, არსებობს სხვადასხვა ინოვაციები და ადგილები, სადაც საცალო მოვაჭრეებს დასჭირდებათ გაორმაგებული ძალისხმევა ბაზრის წილის შესანარჩუნებლად, შემოსავლის გასაზრდელად და განვითარების გასაგრძელებლად.
მომხმარებლის ქცევა ცვალებადია
მიდგომები, რომლებითაც მომხმარებლები უყურებენ და ირჩევენ პროდუქტს - იცვლება და მოლოდინები წარმოუდგენლად მაღალია, როცა საკითხი ეხება შენაძენის გაკეთების სიმარტივესა და მოხერხებულობას.
დღესდღეობით მომხმარებლები:
● ბრენდის მიმართ ლოიალურობაზე მეტად პრიორიტეტულობას ანიჭებენ დაბალ ფასს და გადახდის მოქნილ პროგრამებს.
● აქტიურად ეძებენ მარკეტფლეისებს, რათა მუდმივი წვდომა ჰქონდეთ დაბალი ფასის მქონე პროდუქტებთან.
● ელიან პერსონალიზებულ შოპინგ-გამოცდილებას, რომელიც უპასუხებს მათ გემოვნებას და არჩევანს.
● ეძებენ მიმზიდველ ონლაინ და ოფლაინ ვარიანტებს, რომლებიც აერთიანებენ ფიზიკურ და დიჯითალ პროდუქციას, რათა შეიქმნან სრულყოფილი შოპინგ-გამოცდილება.
● ითხოვენ უფრო სწრაფ და მოსახერხებელ მიწოდების ვარიანტებს.
● მოელიან ჰიპერ-პერსონალიზებული ძიების შესაძლებლობებს Google-ის ხარისხში, როცა შოპინგობენ სასურველი პროდუქტის სწრაფად და ეფექტურად მოსაძებნად.
ხელოვნულ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტის საძიებო სისტემის წარდგენა, დაგეხმარებადთ მომხმარებლის დაკმაყოფილებაში.
მაშინ, როცა ძალიან რთულია მომხმარებლის მოლოდინებს უპასუხოთ, ყოველთვის გაიხსენეთ, რომ არსებობს უახლესი ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი დახმარება გაგიწიონ!
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული eCommerce-პროდუქტის ძიება, საუკეთესო დამხმარე იქნება იმისათვის, რომ შექმნათ ისეთი პერსონალიზებული შოპინგ-გამოცდილება თქვენი მომხარებლებისთვის, როგორსაც ისინი ელიან სასურველი პროდუქტის სწრაფად პოვნით. ხელოვნური ინტელექტის ახალი თაობის სისტემა იყენებს მომხმარებლის მონაცემებს, კონტექსტურ სიტყვებს და აქედან გამომდინარე, კარგად ესმის მომხმარებლის სურვილები და ინტერესები, რის საფუძველზეც წარუდგენს ძიების ისეთ შედეგებს, როგორიც მომხმარებელს სჭირდება. გარდა ამისა, როცა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემა სინქრონიზებულია რეკომენდაციებთან, სავაჭრო პროცესის კონტროლის ფართო შესაძლებლობასთან და მასში ჩაშენებულია ანალიტიკურ-საანგარიშგებო ფუნქციები. ონლაინ-მოვაჭრის გუნდს შეუძლია მარტივად შექმნას ეფექტური გავლენის მქონე კამპანიები, რომლებიც მოახდენენ მომხმარებლის შოპინგ-გამოცდილების ოპტიმიზაციას და ამით გაზარდოს გაყიდვები და შემოსავალი.
მომხმარებლის შოპინგ-გამოცდილების გაუმჯობესებით, შეძლებთ უპასუხოთ სწრაფად მზარდ და მუდმივად ცვლად სამომხმარებლო აქტივობას, ქცევას, მაღალ მოლოდინებსა და მოთხოვნებს, რომელთა უგულებელყოფას მეორეს მხრივ, შეუძლია ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს თქვენი ბიზნესის ზრდა-განვითარებაზე, გაყიდვებზე და შემოსავალზე.