2024 წელს, ნოემბრის ბოლოს, გაიმართა ქალთა სამეწარმეო ვორქშოფი,რომელიც მიზნად ისახავდა ქალ მეწარმეთა შესაძლებლობების გაფართოებასა და ხელშეწყობას. ამ პროცესში ჩართული იყო „იქომერს ასოციაცია საქართველო.“
ასოციაციამ ღონისძიებაზე ლექტორად მიიწვია ლევან მოლაშვილი, რომელმაც ჩაატარა სემინარი თემაზე: ელექტრონული კომერცია - ბიზნესის კატალიზატორი.
სემინარზე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ელექტრონული კომერციის პოტენციალის გამოყენებაზე, რაც ქალ მეწარმეებს ბიზნესის გაფართოების, ახალი ბაზრების ათვისებისა და ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს აძლევს. ღონისძიებაზე მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ბიზნესის მდგრადი განვითარებისკენ.
ქალთა მეწარმეობის ექსპო არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებას ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში.
2021 წელს დაწყებული ეს ინიციატივა არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და Yıldız Holding-ის თანამშრომლობით შექმნილი პროგრამის ნაწილი.
საქართველოს ექსპო გაიმართა თბილისში, ექსპო საქართველოს სივრცეში. იგი უზრუნველყოფს, ქალი მეწარმეების ფართო შესაძლებლობებს ნეთვორქინგისთვის, იდეების გაცვლისთვის, და ბიზნესის განვითარებისთვის.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მონაწილე ქალი მეწარმეები ჩაერთვებიან მენტორობის პროგრამაში, ონლაინ ტრენინგებში და საბოლოოდ, გამარჯვებულები წარადგენენ თავიანთ პროექტებს რეგიონალურ ინვესტორებთან სტამბულში.
ვორქშოფი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ.