top of page

"ჩექ-ლისთი" e-commerce ვებ-გვერდის კონვერსიის გასაძლიერებლად



ვებ-გვერდის დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება:


  1. მორგებული დიზაინი: დარწმუნდით, რომ თქვენი ვებ-გვერდი მოსახერხებელია მობილურ ტელეფონებზე გამოსაყენებლად და ასევე მორგებულია ყველა სახის მოწყობილობაზე.

  2. ზუსტი ნავიგაცია: გაუმარტივეთ მომხმარებლებს პროდუქტის და ინფორმაციის მოძიება, კარგად სტრუქტურირებული მენიუს დახმარებით.

  3. ჩატვირთვის სისწრაფე: განახორციელეთ გამოსხულების ოპტიმიზაცია და კოდის მინიმიზაცია იმისათვის, რომ გაზარდოთ გვერდის ჩატვირთვის სისწრაფე.

  4. ინტუიციურად გასაგები განლაგება: განათავსეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მოქმედებისკენ მოწოდება (CTAs) მთავარი მენიუს თავზე.

  5. გამარტივებული შეკვეთა: შეძლებისდაგვარად გაამარტივეთ შეკვეთის გაკეთების პროცესი რამოდენიმე საფეხურიანი სისტემით.

  6. ნდობის სიგნალები: თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ სანდოობის დამადასტურებელი ნიშნები, ლოგოები, მომხმარებლების უკუკავშირი და უსაფრთხო გადახდის სისტემების მაჩვენებლები.

პროდუქტის პრეზენტაცია:

  1. მაღალი ხარისხის გამოსახულება: გამოიყენეთ მაღალი რეზოლუციის მქონე ფოტომასალა, რათა მომხმარებელმა შეძლოს პროდუქტის დეტალურად დათვალირება ფოტოს გადიდებით ისე, რომ არ დაიკარგოს ხარისხი.

  2. დეტალური აღწერა: წარმოადგინეთ პროდუქტის მოკლე, გასაგები და ინფორმატიული აღწერა.

  3. ფასის გამჭვირვალობა: გარკვევით მიუთითეთ ფასი, ფასდაკლება და მიწოდება-ტრანსპორტირების ღირებულება.

  4. პროდუქტის განხილვები: წაახალისეთ მომხმარებელი შენაძენის განხილვების დასაწერად და გაასაჯაროვეთ მათ მიერ გაკეთებული შეფასებები.

მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაცია:

  1. პერსონალიზაცია: გამოიყენეთ მომხმარებელთა მონაცემები, რეკომენდაციებისა და რჩევების პერსონალიზაციისთვის.

  2. ფუნქციონალური საძიებო: შექმენით დახვეწილი და ფუნქციონალური საძიებო სისტემა, ფილტრებით და ავტომატური შეთავაზებებით.

  3. მრავალფეროვანი პროდქუტი: გაამარტივეთ სხვადასხვა ზომის, ფერის და დანიშნულების პროდუქტის შერჩევის პროცესი.

  4. სტუმარ-მომხმარებლის მიერ შეძენა: გახადეთ შესაძლებელი პროდუქტის შეძენა საიტზე რეგისტრაციის და ანგარიშის გაუხსნელად.

  5. კალათში შენახვა: მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახადეთ არჩეული და კალათში დამატებული პროდუქტის შენახვა, მისი სამომავლოდ შეძენის მიზნით.

  6. პროგრესის ინდიკატორები: მომხმარებელს აჩვენეთ პროდუქტის შეძენის რა ეტაპზე არიან (მაგ., "ნაბიჯი 1, 2, 3...").

ნდობა და უსაფრთხოება:

  1. უსაფრთხო კავშირის სერთიფიკატი (SSL Certificate): დარწმუნდით, რომ თქვენს ვებ-გვერდს აქვს ასეთი სერთიფიკატი, რათა მონაცემთა გადაცემა ყოველთვის იყოს უსაფრთხო.

  2. კონფიდენციალურობა: წარმოადგინეთ ჩამოყალიბებული და გასაგები კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მომხმარებელთა მონაცემებზე დაყრდნობით.

  3. პროდუქტის დაბრუნება: გარკვევით ჩამოაყალიბეთ და წარმოადგინეთ შენაძენის და თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა.

  4. გადახდა: მომხმარებელს შესთავაზეთ სანდო და მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები.

  5. საკონტაქტო ინფორმაცია: მომხმარებელს შესთავაზეთ თქვენს გუნდთან კავშირის სხვადასხვა გზები.

კალათის და შეკვეთის ოპტიმიზაცია:

  1. შეჩერებული შეკვეთის შეხსენება: დანერგეთ შეჩერებული შეკვეთების ავტომატური შეხსენების ფუნქცია, მომხარებლის მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით.

  2. სტუმარ-მომხმარებლის მიერ შეძენა: გახადეთ შესაძლებელი პროდუქტის შეძენა საიტზე რეგისტრაციის და ანგარიშის გაუხსნელად.

  3. გადახდის სხვადასხვა მეთოდი: შესთავაზეთ მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვანი შესაძლებლობა.

  4. მიწოდების პირობები: წარმოადგინეთ მიწოდების სისწრაფის და ფასის შერჩევის შესაძლებლობა.

  5. პრომო-კოდი: გაუმარტივეთ მომხმარებლებს ფასდაკლებებზე წვდომა და მისი გამოყენების შესაძლებლობა.

  6. შეკვეთის შედეგი: მომხმარებელს აჩვენეთ განხორციელებული შეკვეთის პირობები, მის საბოლოო გაფორმებამდე.

შეკვეთის შესრულების თვალყურის დევნება და ანალიზი:

  1. ანალიტიკა: გამოიყენეთ ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა Google Analytics-ი იმისათვის, რომ განახორციელოთ ვებ-გვერდზე აქტივობის მონიტორინგი.

  2. კონვერსიის არხები: დააყენეთ კონვერსიის არხები იმისათვის, რომ მოახდინოთ აქტივობის ჩაშვების ადგილების იდენტიფიკაცია.

  3. A/B ტესტირება: უწყვეტად აწარმოეთ ამ ტიპის ტესტირება, რომელიც გულისხმობს მომხმარებლისთვის ორი ან მეტი ვებ-გვერდის ვარიაციის ჩვენებას პერიოდულად და საშუალებას იძლევა მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტების ოპტიმიზაცია, როგორიცაა მოქმედებისკენ მოწოდებები (CTAs), ფერი და განლაგება.

  4. “თბური რუკები”: გამოიყენეთ “თბური რუკები” მომხმარებლის ქცევისა და ინტერაქციის გასაგებად.

  5. მომხმარებელთა კვლევა: შეაგროვეთ მომხმარებელთა უკუკავშირი სუსტი ან პრობლემური მხარეების გამოსავლენად.

მომხმარებელთა მხარდაჭერა და პოსტ-შესყიდვის ეტაპი:

  1. საპასუხო მხარდაჭერა: უზრუნველყავით მომხარებლისთვის პასუხის სწრაფი გაცემის პირობები, მათ მიმართ მხარდაჭერის მაღალი დონის საჩვენებლად.

  2. შეკვეთის კონტროლი: შექმენით შეკვეთის კონტროლის შესაძლებლობის და განახლებული ინფორმაციის ელ-ფოსტაზე მიწოდების სისტემა.

  3. შეკვეთის შემდგომი კავშირი: გააგზავნეთ შესყიდვის შემდგომი წერილი ელ-ფოსტაზე, რათა მიიღოთ მომხმარებლის უკუკავშირი და პროდუქტის შეფასება-განხილვა.

  4. დამატებითი და ჯვარედინი გაყიდვები: შესთავაზეთ მომხმარებელს შენაძენის მსგავსი პროდუქტები, შეკვეთის დასრულების შემდეგ.

მობილური მოწყობილობის ოპტიმიზაცია:

  1. მობილური - მთავარი მიდგომა: პრიორიტეტული გახადეთ მობილური ვერსიის დიზაინი და გამოყენების პირობები.

  2. მობაილ-გადახდები: ხელმისაწვდომი გახადეთ ელ-საფულეს ყველა ფუნქცია, როგორიცაა, მაგალიდად: Apple Pay დაGoogle Pay.

  3. სწრფი გვერდი: მოახდინეთ მობილური ვერსიის გვერდის სიჩქარის ოპტიმიზაცია მისი სწრაფად ჩატვირთვისთვის.

გახსოვდეთ, რომ ელ-კომერციის კონვერსიის მაჩვენებლების გაუმჯობესება არის უწყვეტი პროცესი. რეგულარულად გადაამოწმეთ და გააანალიზეთ თქვენი ვებ-გვერდის წარმადობის მაჩვენებელი, ჩაატარეთ მომხმარებელთა ტესტირება და ყოველთვის იყავით სფეროს ტენდენციების კურსში, რათა მუდმივად მოახდინოთ მისი დახვეწა.

 

bottom of page