top of page

10 შეცდომა - საქონლის მარკეტფლეისებზე პოპულარიზაციისთვის


ამ სტატიაში განვიხილავთ იმ შეცდომებს, რომლებსაც გამყიდველი მხარე უშვებს რეკლამის ჩაშვების დროს და ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორ უნდა ავიცილოთ მსგავსი რამ თავიდან.



შეცდომა № 1. უხარისხო საქონლის რეკლამირება

 

უხარისხო პროდუქტის რეკლამირებას მოაქვს ხანმოკლე ეფექტი: სანამ მომხმარებელი არ მიიღებს მას, ის შეიძლება ტოპში იყოს. მაგრამ, როგორც კი მყიდველი მიხვდება, რომ ის უხარისხოა, დაიწყება მისი დაბრუნება, შეკვეთების გაუქმება და ნეტაგიური გამოხმარუებების წერა, რაც თავის მხრივ, საქონლის ბარათს წინა პოზიციებიდან გააქრობს.

 

რა უნდა ვქნათ: აკონტროლეთ საქონლის ხარისხი, შეამოწმეთ ახალი პარტია და მოიძიეთ მომწოდებლები, რომლებსაც ხარვეზიანი საქონლის დაბრუნებაზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი ექნებათ.

 

შეცდომა № 2. მარკეტფლეისის ინსტრუმენტების უგულებელყოფა რეკლამისთვის

 

არ ღირს გარე რეკლამის დაკვეთა იმ შემთხვევაში, თუ ჯერ მარკეტფლეისის შიდა სარეკლამო რესურსი სრულად არ ამოგიწურავთ, რადგან გარე რესურესები, შიდა რესურსებისგან განსხვაებით, გაფართოვებულ სტატისტიკას არ იძლევიან სარეკლამო კამპანიის დროს.

 

რა უნდა ვქნათ: პროდუქტის რეკლამირება და განვითარება ყოველთვის დაიწყეთ შიდა რესურსების გამოყენებით, რაც მარკეტფლეისს გააჩნია. ეს გაცილებით ეფექტურია გაყიდვების გაზრდისა მაღაზიის განვითარების სასურველი სტატისტიკის მიღებისთვის.


შეცდომა № 3. საქონლის არაოპტიმიზირებული ბარათის რეკლამირება

რეკლამირება უნდა გაუკეთოთ საქონლის მხოლოდ ხარისხიანად დამუშავებულ საინფორმაციო ბარათებს. მომხმარებლებს, რომლებიც სარეკლამო ბმულზე გადმოვლენ, უნდა დახვდეთ გასაგები აღწერა, საქონლის ხარისხიანი ფოტო ყველა მხრიდან, გამოყენების ინსტრუქცია, შემადგენლობა და მახასიათებლები. რაც უფრო ნაკლები შეკითხვები და ეჭვები დარჩება მომხმარებელს ბარათის ნახვის შემდეგ, მით უფრო მაღალია შენაძენის გაკეთების ალბათობა.

 

რა უნდა ვქნათ: რეკლმაის ჩაშვებამდე, საჭიროა დაამუშაოთ საქონლის აღწერა, განაახლოთ ფოტო, დაამატოთ ვიდეო ან ე.წ. რიჩ-კონტენტი და თავი მოუყაროთ დადებით გამოხმაურებებს. მხოლოდ ამის შემდეგ ღირს საქონლის საინფორმაციო ბარათის ფასიანი რეკლამის ჩაშვება.


შეცდომა № 4. საქონლის ბარათში ზედმეტი საკვანძო სიტყვების ჩასმა

SEO — უფასო განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ასეთი ოპტიმიზაციის წყალობით, შესაძლებელია საქონლის საინფორმაციო ბარათის ნახვების გაზრდა. საქონელს იყიდიან, თუკი მნახველების მოლოდინი გამართლდება და პირიქით.

 

რა უნდა ვქნათ: გამოიყენეთ მხოლოდ შესაფერისი საკვანძო სიტყვები და მათი შერჩევა მოახდინეთ თქვენი პროდუქტის თავისებურებების გათვალისწინებით. არ დაამატოთ ზედმეტი ინფორმაცია მაშინაც კი, თუკი მათი გამოყენება პოპულარულია.


შეცდომა № 5. სეზონურ საქონელზე რეკლამის ნაადრევად ჩაშვება

ბევრი საქონელი კარგად იყიდება კონკრეტულ სეზონზე. მაგალითად: თხილამურები და საახალწლო დეკორაციები - ზამთარში, საცურაო კოსტუმები და მატრასები - ზაფხულში. ასეთი საქონლის რეკლამირება სეზონის დაწყებამდე ძალიან ადრე საჭირო არ არის.

ზოგიერთი გამყიდველი თვლის, რომ სჯობს საზაფხულო საქონლის ბარათის რეკლამის ჩაშვება ზამთრიდანვე დაიწყოს, რადგან სეზონის მოსვლისას ის ტოპ-ჩვენებებში იქნება და რეკლამაზე ბევრი აღარ დაეხარჯება.

 

რა უნდა ვქნათ: თუ სეზონურ საქონელს ყიდით, რეკლამის ჩაშვება გონივრულია სეზონის დაწყების წინ ან შუა სეზონზე. ეს ცოტა ძვირი დაჯდება, მაგრამ ეფექტი გაცილებით უკეთესი იქნება.


შეცდომა № 6. რეკლამის ყიდვა არაპროფილურ ბლოგერთან

ბლოგერებთან ინტეგრაცია — გარე რეკლამის და განვითარების ერთ-ერთი საშუალებაა. ინფლუენსერი აჩვენებს საქონელს თავის სტრიმზე ან მასთან ერთად ფოტოს დებს სოციალურ ქსელებში. გამომწერები, რომლებიც ბაძავენ ბლოგერს ან ენდობიან მას და იზიარებენ მის მოსაზრებებს, აუცილებლად მოინდომებენ აღნიშნული საქონლის შეძენას.

 

რა უნდა ვქნათ: სანამ გარე რეკლამას დაუკვეთავთ, შეისწავლეთ ლოგერის პოსტები. დარწმუნდით, რომ ის კარგად ერკვევა თქვენი საქონლის კატეგორიაში და ხშირად საუბრობს მათზე. უკეთესია, თუ ბლოგერს უკვე დარეკლამებული აქვს კონკურენტების პროდუქცია ან რაიმე თქვენი ნიშიდან. ასეთ დროს ინტეგრაცია სწორია და გამომწერების რეაქციაც ადეკვატური იქნება.


შეცდომა № 7. რეკლამის ეფექტურობის უკონტროლობა

მარკეტფლეისზე არსებული ყველა პროცესის მონიტორინგი და ანალიზი უნდა განახოციელოთ და არც რეკლამა არის გამონაკლისი, რადგან ის, რაც გუშინ მუშაობდა და ეფექტური იყო, დღეს შეიძლება პირიქით - ვერაფერს აკეთებდეს.

 

რა უნდა ვქნათ: თვალი ადევნეთ სარეკლამო ბმულზე გადასვლების რაოდენობას, კონვერსიას, ბარათის სტატისტიკას სარეკლამო კამპანიის დროს და შეადარეთ ეს ყველაფერი წინა პერიოდის აქტივობასთან. ასე შეძლებთ გაარკვიოთ, რომელ რეკლამას მოაქვს მეტი გაყიდვები და ბიუჯეტი მასზე გადაამისამართოთ.

 

შეცდომა № 8. საბაზროზე მაღალი ფასის დაწესება

რეკლამა შეიძლება ძვირი ღირდეს და ბევრ გამყიდველს სურს, რომ მალე ამოიღოს მასზე გაწეული ხარჯები. ამის გამო, ისინი ხშირად ფასს ზრდიან რეკლამის ჩაშვებისთანავე. ასეთ დროს, ბარათის ნახვები უფრო მეტია, ხოლო გაყიდვები - ნაკლები. ზოგიერთი მარკეტფლეისი პირდაპირ ბარათში აჩვენებს ფასებს ანალოგიურ საქონელზე და თუ თქვენი ფასი სხვებთან შედარებით მაღალი იქნება, მყიდველები წავლენ კონკურენტებთან.

 

რა უნდა ვქნათ: ფასი დაიჭირეთ კონკურენტების დონეზე, რათა ერთი და იმავე საქონელზე ძალიან ძვირი ან იაფი ფასის გამო, მომხმარებლებში არ გაჩნდეს ეჭვები და უნდობლობა - ეს გაყიდვებს არანაირად არ წაადგება.


შეცდომა № 9. იუნით-ეკონომიკის ანგარიშის არარსებობა

როცა გამყიდველმა იცის რა მოგება მოაქვს ერთეულ საქონელს, გაცილებით მარტივია იმის გაგება, რა ხარჯის გაწევა შეუძლია რეკლამაზე. მაგალითად: გამყიდველმა დაითვალა ე.წ. იუნით-ეკონომიკა საქონლისთვის და დაინახა თითოეულის მარჟინალურობა. კბილების ჯაგრისს — 3% აქვს, საბავშვო კონსტრუქტორს კი — 51%. შესაბამისად, ჯაგრისის რეკლამაში თანხის დახარჯვა არ არის საჭირო, რადგან მაინც მინუსში წავა. ხოლო კონსტრუქტორის რეკლამაზე საჭიროა ბიუჯეტის გამოყოფა.

 

რა უნდა ვქნათ: სერლერმა ყოველთვის უნდა აწარმოოს იუნით-ეკონომიკის დათვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გაყიდვების გაზრდის, ისე ბიუჯეტის სწორად გადანაწილებისა და სარეკლამო კამპანიიის წარმატებით დაგეგმვისთვის.


შეცდომა № 10. ნარჩენის არასწორად მართვა და განაწილება

საქონლის სიახლოვე საბოლოო მომხმარებელთან - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საინფორმაციო ბარათის რეკლამირებისას. თუ ყველა დანარჩენი პარამეტრები სელერბის თანაბრად აქვთ, გაყიდვადი იქნება იმის საქონელი, რომელისაც უფრო მალე მიეწოდება მომხმარებელს.

ამის გათვალისწინება საჭიროა ასევე საინფორმაციო ბარათების ფასიანი რეკლამირებისას. თუ რეკლამას ერთი ქალაქის მასშტაბით ჩაუშვებთ, ხოლო მთელი საქონელი ფიზიკურად სხვა ლოკაციაზე იქნება, ეფექტი ძალიან დაბალი იქნება, რადგან მომხმარებელი გადავა ბარათზე და როგორც კი ნახავს, რომ მიწოდებას დრო სჭირდება, წავა იმ კონკურენტთან, რომლისგანაც უფრო სწრაფად მიღებას შეძლებს.

 

რა უნდა ვქნათ: საქონლის ბარათის რეკლამაში ჩაშვებამდე, საჭიროა საწყობში არსებული მარაგები გადაანაწილოთ იმ ლოკაციებზე, სადაც საქონლის გაყიდვებს გეგმავთ.

ecommerce association georgia logo tr 2_edited.png
იქომერს ასოციაცია - საქართველო

ჩვენ ხელს ვუწყობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოში ელექტრონული კომერციისა და ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას.

Email: info@ecag.ge 

Phone: +995 599 99 20 30

  • Facebook
  • LinkedIn
მიიღე ჩვენი სიახლეები

მადლობა!

პარტნიორები

 © 2025 by eCommerce Association Georgia

bottom of page