Delivo, Trendyol-ის პარტნიორი გახდა!
- guntsadze
- Jul 7
- 1 min read


Trendyol-დან შენს კარამდე! იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრი, საფოსტო-საკურიერო კომპანია Delivo, Trendyol-ის პარტნიორი გახდა! დელივო — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეორში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ახლახანს კი Delivo და Trendyol პარტნიორები გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მომხმარებლებს შეუძლიათ იშოპინგონ ტრენდიოლზე და საკუთარი გზავნილი სახლის კარამდე მიიღონ. ამ საკითხზე Delivo-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლუკა ტუღუშს გავესაუბრეთ: „მოხარულები ვართ, რომ საქართველოში მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად იშოპინგონ იქომერს პლატფორმებზე. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეუკვეთონ Trendyol-ზე სასურველი პროდუქცია და მიიღონ იგი როგორც სახლში, ასევე მათთვის მოსახერხებელ სერვის ცენტრებში. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჩვენი ახალი კამპანიაც — ‘Trendyol-დან შენს კარამდე’,“ — განაცხადა ლუკა ტუღუშმა თანამშრომლობის ფარგლებში, Delivo სთავაზობს ახალ მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს: 50%-იანი ფასდაკლება პირველ გადაზიდვაზე Trendyol-დან. ეს შეთავაზება განკუთვნილია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება გამოსცადოს ახალი პარტნიორობის უპირატესობები. როგორ ისარგებლოთ შეთავაზებით? პირველ გადაზიდვაზე ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელს სჭირდება: დარეგისტრირდეს trendyol.delivo.ge-ის პლატფორმაზე გაიქატიუროს Cargo User ID. Trendyol-ზე შეუკვეთოს სასურველი პროდუქცია პირად კაბინეტში გამოიყენოს პრომო კოდი: HELLO. “დელივოს ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს. Trendyol-თან პარტნიორობით Delivo კიდევ ერთხელ ამტკიცებს საკუთარ ხედვას — გახდეს ქართული ლოჯისტიკის სფეროს ინოვაციური კომპანია, რომელიც არა მხოლოდ გზავნილების მიწოდებას უზრუნველყოფს, არამედ მომხმარებლის ციფრულ კომფორტზეც ზრუნავს.” - გვითხრა ლუკა ტუღუშმა. Delivo-სა და Trendyol-ის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც კომპანიისთვის, ისე ქართველი მომხმარებელთათვის, რომელთათვისაც გადაზიდვები თურქული ბაზრიდან გაცილებით მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდება.


