top of page

Dressup E-commerce მარკეტინგის ხელმძღვანელი



„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:


სამუშაო პირობები:


  • ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის 19


ფუნქციები და მოვალეობები:


·       Dressup.ge-ის მარკეტინგული სტრატეგიების განსაზღვრა, დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი;

·       დამტკიცებული მარკეტინგული გეგმის შესაბამისად თვის/კვარტლის ჭრილში მარკეტინგული კამპანიების/ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;

·       ციფრული მარკეტინგული არხების (SEO, Google Ads, სოციალური მედია, Email Marketing) ოპტიმიზაცია და მართვა ციფრულ მარკეტერებთან ერთად;

·       საიმიჯო კონტენტზე ზრუნვა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება კრეატიულ გუნდთან ერთად;

·       ახალი იდეებისა და პროექტების ინიცირება, დაგეგმარება და განხორციელება; მონაცემთა ანალიზი და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შეფასება;

·       Dressup.ge-ის მარკეტინგის გუნდის მართვა და გუნდის წევრების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

·       მარკეტინგული ტენდენციებისა და ტექნოლოგიების თვალის დევნება და მათი დანერგვა;

·       ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი

·       Dressup.ge-ის ახალი პროდუქტებისთვის მარკეტინგული გეგმის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;

·       გუნდის წევრების მოტივაციასა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


·       უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით (სასურველია MBA ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით);

·       მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;

·       ელ. კომერციის მარკეტინგის მიმართულებით მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;

·       ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;

·       Facebook Ads Manager-ისა და Meta Business Suite-ის საფუძვლიანი ცოდნა;

·       Google Ads-ისა და Analytics -ის ცოდნა;

  • გამოცდილება მარკეტინგული ბიუჯეტების მართვასა და ROI-ის ანალიზში.

  • ძლიერი ტექნიკური ცოდნა Google Ads, Facebook Ads, SEO, Email Marketing და ანალიტიკის პლატფორმებში (Google Analytics, BI და სხვა);

  • შედეგზე ორიენტირებული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

  • ინოვაციური ხედვა და მუდმივი თვითგანვითარების სურვილი;

  • სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება ან განსაკუთრებული ინტერესი მოდის სფეროში.



ecommerce association georgia logo tr 2_edited.png
იქომერს ასოციაცია - საქართველო

ჩვენ ხელს ვუწყობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოში ელექტრონული კომერციისა და ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას.

Email: info@ecag.ge 

Phone: +995 599 99 20 30

  • Facebook
  • LinkedIn
მიიღე ჩვენი სიახლეები

მადლობა!

პარტნიორები

 © 2025 by eCommerce Association Georgia

bottom of page