Dressup - ელ.კომერციის პროდუქტის მართვის სპეციალისტი
- guntsadze
- May 15
- 2 min read
„დრესაპ ჯგუფი“ 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს E-commerce პროდუქტის მართვის სპეციალისტს.
თუ გაქვს ანალიტიკური უნარები და შეგიძლია გაყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, ეს პოზიცია შენთვისაა!
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
ჯანსაღი სამუშაო გარემო;
კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
„ფიტპასის“ მომსახურება;
კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
პროდუქტის იმპორტი, შესაბამისი ფოტოს მოძიება და მახასიათებლების გაწერა;
პროდუქტის კონტენტის მართვა, პროდუქტის დეტალური აღწერის დამატება;
საიტზე არსებული უზუსტობის აღმოჩენა/გასწორება;
საიტზე დამატებით საჭირო ინფორმაციის და ინსტრუქციის დამატება: ზომის ცხრილი, ბრენდის, ლოგოს, კატეგორიის, მახასიათებლების დამატება;
განულებული და ნაშთიანი პროდუქციის კონტროლი;
აქტიური კომუნიკაცია შესაბამისი პროდუქტის ბრენდ მენეჯერთან;
პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სასურველია მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 1 ივნისის ჩათვლით
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს „ჰელიო აი“ (ს/კ: 406404163), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.