top of page

E-commerce მარკეტინგის ხელმძღვანელი


„დრესაპ ჯგუფი“ 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.


კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.


Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ. კომერციის მარკეტინგის ხელმძღვანელს.


თუ მზად ხარ გამოწვევებისთვის, გიყვარს მოდის სფერო და გინდა იყო ელ. კომერციის განვითარებაში მნიშვნელოვანი მოთამაშე - ეს პოზიცია შენთვისაა!

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:


  • Dressup.ge-ის მარკეტინგული სტრატეგიების განსაზღვრა, დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი;

  • დამტკიცებული მარკეტინგული გეგმის შესაბამისად თვის/კვარტლის ჭრილში მარკეტინგული კამპანიების/ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;

  • ციფრული მარკეტინგული არხების (SEO, Google Ads, სოციალური მედია, Email Marketing) ოპტიმიზაცია და მართვა ციფრულ მარკეტერებთან ერთად;

  • საიმიჯო კონტენტზე ზრუნვა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება კრეატიულ გუნდთან ერთად;

  • ახალი იდეებისა და პროექტების ინიცირება, დაგეგმარება და განხორციელება; მონაცემთა ანალიზი და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შეფასება;

  • Dressup.ge-ის მარკეტინგის გუნდის მართვა და გუნდის წევრების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

  • მარკეტინგული ტენდენციებისა და ტექნოლოგიების თვალის დევნება და მათი დანერგვა;

  • ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;

  • Dressup.ge-ის ახალი პროდუქტებისთვის მარკეტინგული გეგმის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;

  • გუნდის წევრების მოტივაციასა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.


შენგან კი დაგვჭირდება:


  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით (სასურველია MBA ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით);

  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;

  • ელ. კომერციის მარკეტინგის მიმართულებით მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;

  • Facebook Ads Manager-ისა და Meta Business Suite-ის საფუძვლიანი ცოდნა;

  • Google Ads-ისა და Analytics -ის ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;

  • გამოცდილება მარკეტინგული ბიუჯეტების მართვასა და ROI-ის ანალიზში.

  • ძლიერი ტექნიკური ცოდნა Google Ads, Facebook Ads, SEO, Email Marketing და ანალიტიკის პლატფორმებში (Google Analytics, BI და სხვა);

  • სასურველია, გამოცდილება ან განსაკუთრებული ინტერესი მოდის სფეროში.


სამუშაო პირობები:


  • ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის #19.

კანდიდატთა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 5 აპრილის  ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს „ჰელიო აი“ (ს/კ: 406404163), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.


"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


bottom of page