1️⃣ SEO (Search Engine Optimisation) -საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის. ის გამოიყენება ვებ-გვერდზე წვდომის გასაუმჯობესებლად და მასზე ტრაფიკის გასაზრდელად. ამ სისტემის მიზანია, ვებ-გვერდი მოხვდეს Google-ის საძიებო სისტემის პირველივე გვერდზე, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ სამიზნე აუდიტორიას მიწვდებით.
2️⃣ PPC (Pay Per Click) - განცხადებაზე დაკლიკებით გადახდა. ეს არის ინტერნეტ-მარკეტინგის ტიპი, რომელიც იზიდავს რეკლამის დამკვეთებს, ყოველ ჯერზე, მათ სარეკლამო ბანერზე დაკლიკვის შემთხვევაში გადახდით. მარტივად რომ ავხსნათ, ბრენდი იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სარეკლამო განცხადებას დააკლიკავენ. რეალურად, ეს არის თქვენს საიტზე ვიზიტორთა “ყიდვის” მეთოდი, რომლის შედეგადაც, ფიქსირდება ორგანული ტრაფიკი.
3️⃣ CTR (Clickthrough rate) - კლიკაბელურობის კოეფიციენტი. ეს მეთოდი გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად მუშაობს თქვენს მიერ ჩაშვებული რეკლამა და ე.წ. ქივორდები. უფრო კონკრეტულად: CTR არის თქვენი რეკლამის მიერ დაგროვებული კლიკების რაოდენობა გაყოფილი რეკლამის ჩვენების რაოდენობაზე.
4️⃣ ROI (Return on investment) - ინვესტიციის უკუგება. ეს არის ინვესტიციის ფულადი ღირებულების და მისი ფასის შედარებითი კალკულაცია. ROI-ს ფორმულა არის შემდეგი: (შემოსავალს-ღირებულება) / ფასზე. მაგალითად, თუ თქვენ მიიღეთ $10,000 შემოსავლის სახით $1,000 ინვესტიციით, თქვენი საინვესტიციო უკუგება (ROI) იქნება 0.9, ან 90%.
5️⃣ Content Marketing - ღირებული კონტენტის შექმნის სტრატეგია. ის ითვალისწინებს აუდიტორიის დაინტერესებას და მოზიდვას ხარისხიანი და სასარგებლო კონტენტის შეთავაზებით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სტატიები, ვიდეო, პოდკასტი და ა.შ. ასეთი მიდგომა ამყარებს ექსპერტულ გამოცდილებას, ზრდის ბრენდის ცნობადობას და თქვენს ბიზნესს უნარჩუნებს ცნობადობას, როცა დგება იმ პროდუქტის/მომსახურების შეძენის დრო, რომელსაც თქვენ ყიდით.
6️⃣ Social Media Marketing - განვითარება სოც-ქსელების გამოყენებით. ეს მეთოდი გულისხმობს სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებას, როგორიცაა instagram, X (ყოფილი Twitter) და Facebook - ბრენდის რეკლამირებისა და პროდუქტის/სერვისის შეთავაზებისთვის.
7️⃣ Lead Generation - პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა. ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს პოტენციური მომხმარებლების ინსტერესის წინასწარ გაღვივებას სამომავლო გაყიდვების მიმართ. აღსანიშნავია, რომ LG წარმოადგენს გაყიდვების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს ბევრ კომპანიაში, სადაც “lead” (ლიდი) არის ის, ვინც ავლენს ინტერესს კომპანიის პროდუქტის/სერვისის მიმართ, მაგრამ ჯერ არ არის მზად მის შესაძენად.
8️⃣ Conversion Rate - საიტზე დაფიქსირებული კონვერსიის პროცენტი. ის იანგარიშება “კონვერტირებული” მომხმარებლების (მაგალითად, რომლებიც ნახულობენ რეკლამას) რაოდენობის გაყოფით აუდიტორიის სრულ რაოდენობაზე და წარმოდგენილია პროცენტული მაჩვენებლით.
9️⃣ A/B Testing - რეკლამის ეფექტურობის შედარება (ასევე ცნობილია, როგორც სპლიტ ტესტირება ან სეგმენტური ტესტირება). ეს არის მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება ვებ-გვერდის ან აპლიკაციის ორი ვარიანტის შესადარებლად, რათა მოხდეს საუკეთესოს გამოვლენა.
🔟 CRM - მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა. ეს არის პროცესი, რომელიც ტესტავს CRM software სისტემის ფუნქციონალურობას, მუშაობის პროცესს, უსაფრთხოების პირობებს და გამოყენების შესაძლებლობებს. CRM ტესტირების მთავარი მიაზნია შეამოწმოს, რომ სისტემა გამართულად მუშაობს, ბიზნესის მოთხოვნებს შეესაბამება და საბოლოო ობიექტს - მომხმარებელს, უქმნის პოზიტიურ სამომხმარებლო გამოცდილებას.
ამ ტერმინების ცოდნა, დაგეხმარებათ ელექტრონულ კომერციაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გაგებასა და სწორად დაგეგმვაში!
Comments