ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ, პორდუქტების გამოძახების სფერო ასე განვითარებული არ იყო. მომხმარებელთა დიდი ნაწილი, ძირითადად რესტორნებიდან იძახებდა საკვებს. თუმცა, საერთაშორისო პანდემიამ სახელად - covid-19, მნიშვნელოვანი კორექტირებები შეიტანა
ბაზარზე და ეს უკანასკნელიც, იძულებული იყო შეცვლილიყო.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც საჭიროა პროდუქტების ეფექტური ონლაინ-მაღაზიის, მისი მუშაობის პროცესის ოპტიმიზაციის და საუკეთესო მიტანის სერვისის შექმნისთვის.
აქტუალური ტექნოლოგიები, პროდუქტის და კულინარიის წარმატებული ინტერნეტ-მაღაზიის შესაქმნელად.
ყველაფერი იწყება ვებ გვერდის შესაქმნელი პლატფორმის არჩევიდან და ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
● ციფრულ გაყიდვებთან და ინტერნეტ-მაღაზიის შექმნასთან დაკავშირებულ ტექნიკურ მონაცემებთან შესაბამისობა;
● მოქნილობა გამოყენების და მართვის მხრივ;
● ე.წ. ფლაგინების დიდი ფულის ქონა ინტერნეტ-მაღაზიისთვის;
● უსაფრთხოების ხარიხსიან სისტემებთან მორგების შესაძლებლობა;
● მასშტაბურობის შესაძლებლობა, რაც საჭიროა მცირედი ბიზნესის მზარდი პოტენციალის დასაკმაყოფილებლად;
● რედაქტირების სიმარტივე და ახალი ფუნქციებისა და ოფციების დამატების შესაძლებლობა.
მობილური აპლიკაცია
თანამედროვე, მობილურ სამყაროში, ტელეფონისთვის განკუთვნილი აპლიკაციის გარეშე, წარმოუდგენელია რომელიმე ბიზნესის სწრაფი და ეფექტური განვითარება, მითუმეტეს კონკურენტუნარიანობა და ბაზარზე ადგილის შენარჩუნება. ამიტომ, მობილური აპლიკაციის შექმნა მომხმარებლებისთვის - უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, მობილური აპლიკაციის გამოყენება, შესაძლებელია ფასდაკლების და ლოიალურობის პროგრამებში მონაწილეობისთვის.
საგადახდო სისტემები
ონლაინ-ბიზნესის განვითარების და მომხმარებლების მოზიდვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია - მოწესრიგებული საგადახდო სისტემების არსებობა. აუცილებელია, რომ ონლაინ-მაღაზიაში არსებობდეს რამოდენიმე გადახდის სისტემა და მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს აირჩიოს მისთვის ყველაზე შესაფერისი, რათა უპრობლემოდ განახორციელოს ანგარიშსწორება.
პროცესების ავტომატიზაცია
გამოიყენეთ AI და ავტომატიზაციის სისტემები მუშა პროცესებისთვის. ეს დაგეხმარებათ ანალიტიკური ნაწილის დაჩქარებაში, მონაცემთა სწრაფად შეგროვებაში და ინფორმაციის სტრუქტურიზაციაში.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელერქტი და ავტომატიზაცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღაზიის მუშაობის სხვადასხვა ასპექტებში, როგორიცაა: პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, შენაძენის ტიპების განსაზღვრა, მომხმარებლების რჩეული პროდუქტის გამოვლენა და ა.შ. ყველაფერი ეს, საბოლოოდ გამოგადგებათ ანალიტიკური პროცესებისა და ბაზრის კვლევისთვის.
მომხმარებლების სურვილების გათვალისწინება
წარმოუდგენელია კულინარიული პროდუქტების მიწოდების ეფექტური საიტის შექმნა, მომხმარებლებთან ურთიერთობის გარეშე, უფრო ზუსტად კი, მათი სურვილების გათვალისწინების გარეშე. თუ თქვენს ინტერნეტ-პროდუქტს შეუძლია კლიენტების საჭიროებების და “ტკივილის” დაკმაყოფილება/მოგვარება - ის ყოველთვის ისარგებლებს დიდი მოთხოვნით და შემოსავლის მომტანი იქნება. სწორედ ამიტომ, პირველი რაც უნდა გაკეთდეს - ეს არის მომხმარებლების სურვილების და საჭიროებების გაგება და მათი გადაჭრის გზების მოძებნა. ამასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას, რაც გაგიმარტივებთ ამ საკითხზე მუშაობას:
პერსონალიზაცია - ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიზნესს ეხმარება მომხმარებელთან ურთიერთობის დალაგებაში. ეს ეხება არამარტო კვების პროდუქტების ნიშას, არამედ ზოგადად, ნებისმიერ სხვა ბიზნესს. პერსონალიზაციით, მომხმარებელი ხედავს მისდამი ინდივიდუალურ მიდგომას კომპანიის/მაღაზიის/ბრენდის მხრიდან, რაც მომენტალურად იწვევს ლოიალურ დამოკიდებულებას მისი მხრიდან.
კითხვარები და ანკეტები - მომხმარებლისთვის კითხვარების და ანკეტების შევსების თხოვნა დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რა აწუხებთ, რა სურთ, რითი არიან კმაყოფილი ან პირიქით - უკმაყოფილო და უკეთ გაიგოთ მათი მოთხოვნები. ეს პროცესი შეიძლება ჩატარდეს როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში.
ჭკვიანი ფილტრები და საძიებო სისტემა - აუცილებლად დასამატებელი ნაწილია ონლაინ-მაღაზიის მუშაობის პროცესში. რაც მომხმარებელს ეხმარება მისი ინტერესების და საჭიროებების მიხედვით განახორციელოს პროდუქტის მოძიება.
შეტყობინებების მიღების არჩევანი - აუცილებლად გააკეთეთ ისე, რომ მომხმარებელს თავად ჰქონდეს საშუალება აარჩიოს, თუ რა ტიპის შეტყობინებების და ინფორმაციის მიღება სურს თქვენი მაღაზიისგან.
შენაძენების ჩამონათვალი - საშუალება მიეცით მომხმარებლებს, რომ შექმნან და შეინახონ იმ პროდუქტების სია, რომლების შეძენაც სურთ სამომავლოდ შეძენისთვის ან უბრალოდ აინტერესებთ. ამის გაკეთება შესაძლებელია კლიენტის პირად კაბინეტში, ხოლო თქვენ, მსგავსი ინფორმაციის გამოყენება შეგიძლიათ შეთავაზებების პერსონალიზაციის და სწორი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის მხრივ გამოიყენოთ.
ცალკე გვერდი რეცეპტებით და ჯანსაღი კვების შესახებ - აუცილებლად დაამატეთ თქვენს საიტზე ასეთი გვერდი. შეავსეთ სხვადასხვა ტიპის რეცეპტებით, რომლებიც განკუთვნილი იქნება მომხმარებელთა განსხვავებული კატეგორიებისთვის. ეს ნაწილი, გამოდგება კონტენტ-მარკეტინგის წარმატებულად რეალიზაციისთვის, რადგან ყოველ რეცეპტს და სწორ კვებასთან დაკავშირებულ სტატიას, შეგიძლიათ მიაბათ კონკრეტული პროდუქტი, რათა მომხმარებელს არ დასჭირდეს თითოეული ინგრედიენტის ცალ-ცალკე ძებნა და სასარგებლო ინფორმაციის მიღებასთან ერთად, შეძლოს პროდუქტების კომპლექტის შეკვეთა.
გამოხმაურებები და რეიტინგი - მიეცით საშუალება მომხმარებლებს, რომ დატოვონ გამოხმაურებები და შეაფასონ თქვენი მომსახურება, რეცეპტები, ონლაინ-მაღაზიის მუშაობა. ამით, შეძლებთ თქვენ ბრენდთან დაკავშირებული მომხმარებლების ჯგუფის შექმნას და კიდევ უფრო კარგად გაიცნობთ სამიზნე აუდიტორიას.
ყველაფერი ეს, დაგეხმარებათ მომხმარებელთან, მის აზრთან და მოთხოვნებათან სწორად მუშაობაში. მუდმივად იმუშავეთ საიტის ტექნიკურ და ვიზუალურ გაუმჯობესებაზე ახალი ტექნოლოგიების და მეთოდების გამოყენებით, რათა მიიღოთ მაქსიმალურად სრულყოფილი პროდუქტი. ამის შემდეგ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ!
მიუხედავად იმისა, რომ eCommerce-ბაზარზე უკვე არსებობს ბევრი ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც ეწევა საკვები და კულინარიული პროდუქტების მიწოდებას და თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან, თქვენი ბიზნესის ადგილი ყოველთვის მოიძებნება - მთავარია დროულად დაიკავოთ ის და ეცადოთ დაიმკვიდროთ თავი. როგორ? ამაზე უკვე გავეცით პასუხები ზემოთ და კიდევ ერთხელ, მოკლედ რომ გავიმეოროთ - საჭიროა ხარისხიანი, ტექნიკურად გამართული საიტის შექმნა მიმზიდველი და ფუნქციონალური ინტერნეტ-მაღაზიისთვის. ასევე, მობილური აპლიკაციის შექმნა, მომხმარებლების მოთხოვნების და სურვილების შესწავლა-გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება. ყოველივე ეს, ემსახურება მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილების ფორმირებას, მათი ლოიალურობის გაზრდა-გამყარებას თქვენი ბიზნესის მიმართ და რაც მთავარია, ახალი მომხმარებლების მოზიდვას.