Ecommerce-მომხმარებლების მოლოდინზე გავლენის მქონე ფაქტორები
- guntsadze
- Jul 14
- 2 min read
იქედან გამომდინარე, რომ მომხმარებელს არ შეუძლია ფიზიკურად შეეხოს პროდუქტს ან უშუალო დახმარება ითხოვოს სელერისგან ინტერნეტ-მაღაზიაში, საჭიროა, რომ შექმნათ უნაკლო და მარტივი გამოცდილება თქვენი მომხმარებლისთვის.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენენ ინტერნეტ-მაღაზიის მიმართ მომხმარებლების მოლოდინზე:
1. ვებ-გვერდის მუშაობა
სწრაფი ჩატვირთვა და პლატფორმის სტაბილურობა, უმთავრესი მომენტებია კარგი სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად. ვებ-გვერდები, რომელბიც გაუმართავია და ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის სწრაფი ძიების პროცესს, მასში იმედგაცრუებას იწვევენ და იძულებულს ხდიან დატოვონ ვებ-გვერდი და შეწყვიტონ შოპინგი. ვებ-გვერდის ფუნქციონალურობის გასაუმჯობესებლად, ბიზნესს შეულია:
გამოიყენოს ქეშირების მეთოდი, ხშირად გამოყენებული მონაცემებისთვის, ძიების დროის სესამცირებლად.
მოახდინოს ვიზუალური მასალის ოპტიმიზაცია, რათა დარწმუნებული იყოს, რომ ისინი მოყვანილია შესაბამის ზომებში და ინარჩუნებენ ხარისხს.
შექმნან ისეთი დიზაინი, რომელიც ოპტიმალურია როგორც მობილური აპლიკაციებისთვის, ისე სხვა მოწყობილობებისთვის, რათა მოიზიდონ კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი.
2. უწყვეტი ნავიგაცია
ინტუიტიური ნავიგაცია, არის მთავარი რამ, რაც ეხმარება მომხმარებელს იპოვოს ზუსტად ის, რასაც ეძებს - მარტივად და სწრაფად. შესაძლებლობები, როგორიცაა გასაგები მენიუ, მომხმარებლის ინტერფეისში არსებული ნავიგაციის საშუალებები და ძიების მოსახერხებელი ფუნქცია, საშუალებას იძლევა შოპინგი უფრო სასიამოვნო პროცესი გახდეს.
3. გადახდის პირობები
გადახდის მრავალფეროვანი მეთოდების შეთავაზება, მომხმარებელს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს და უზრდის ნდობას შესყიდვების მიმართ. უსაფრთხო სისტემები, როგორიცაა PayPal, Stripe და Digital wallets - წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, დაცული ტრანზაქციების განსახორციელებლად, რაც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
4. პროდუქტის პრეზენტაცია
ის, თუ როგორ არის წარმოდგენილი პროდუქცია ecommerce ვებ - გვერდზე , უდიდეს გავლენას ახდენს შენაძენის გაკეთების გადაწყვეტილებაზე. წარმოგიდგენთ რამოდენიმე შემადგენელს, რომელიც სრულყოფილს ხდის გასაყიდი საქონლის/მომსახურების პრეზენტაციას:
უმაღლესი ხარისხის ფოტოები, რომლებიც წარმოაჩენენ პროდუქტს სხვადასხვა რაკურსში.
დეტალური აღწერა, რომელიც გასაგებად გადმოსცემს პროდუქტის ყველა მახაიათებელს.
მაღალი ვიზუალური კონტენტი, როგორიცაა ვიდეო ან ინტერაქტიული ელემენტები, რაც წარმოადგენს პროდუქტის მოძრავ პრეზენტაციას.
5. მოხმარებელთა გამოხმარუებები
სხვა მომხმარებლების გამოხმაურებები, უდიდეს გავლენას ახდენს ახალ მყიდველთა გადაწყვეტილებებზე. კომენტარები, რომლებიც შეიცავს პოზიტიურ გამოხმაურებებს და დადებითად ახასიათებს პროდუქტს და ბრენდს, ხელს უწყობს ახალი მყიდველების მოზიდვას, ბრენდის მიმართ ნდობის და ავტორიტეტის გაზრდის საფუძველზე.
6. მომხმარებლის მხარდაჭერა
ხელმისაწვდომი მხარდაჭერის არხების ქონა, როგორიცაა ჩათები, ჩათ-ბოტები, ელ-ფოსტა, ტელეფონ-ასისტენტი და ა.შ. გადამწყვეტ გავლენას ახდენს იმ პრობლემატური საკითხების გადაჭრაში, რაც მომხმარებლს შოპინგ-გამოცდილების დროს გაუჩნდება. დროული და ხარისხიანი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა კი იწვევს საერთო კმაყოფილებას.


