"eCommerce Day Georgia 2025" - ის სპიკერების პირველი ნაწილი ცნობილია
- guntsadze
- Oct 13
- 1 min read
Updated: Oct 22
31 ოქტომბერს, თბილისში, "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" ყოველწლიური ღონისძიება " eCommerce Day 2025" მესამედ გაიმართება.
“იქომერსის დღე” უკვე დამკვიდრდა როგორც წამყვანი პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში აერთიანებს. სფეროში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას და ახალი პროფესიული კავშირების დამყარებას.
წლევანდელი კონფერენციის სპიკერების ნაწილი უკვე ცნობილია. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი გლობალური და ადგილობრივი კომპანიების
წარმომადგენლები, როგორებიც არიან:
მატიას უნდურაგა – კორპორატიული ტექნოლოგი, Amazon Web Services (AWS);
ირმა პაპალეო – ვებსაიტებისა და ციფრული ოპერაციების ხელმძღვანელი. Amadeus; აკადემიური დირექტორი IE Tech School;
რობერტ მულე – ციფრული ბიზნესის ვიცე-პრეზიდენტი, Avianca;
არტემ კოლოსიუკი – გენერალური მენეჯერი კავკასიაში, Glovo;
კატო პეტრიაშვილი – ბრენდებთან პარტნიორობის ხელმძღვანელი კავკასიაში, Glovo;
ლუკა ხალაძე – დამფუძნებელი, Web Features; Web Hoster;
ქეთევან ვაჩიბერიძე – აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, Storera;
ანა შაქარიშვილი – უფროსი პროდაქტ ოუნერი, საქართველოს ბანკი;
ღონისძიების მთავარი თემებია:
ხელოვნური ინტელექტი იქომერსში
ლაივ და სოც მედია იქომერსი
ონლაინ სერვისების პლატფორმები
მთავარი პარტნიორი: Bank of georgia Business ინოვაციების პარტნიორი: Visa პარტნიორები: AWS, Aversi, BDO Digital, Cellfie, CityPay, Dasta Records Management, Delivo, Elit, Acer, Glovo, Melo.Delivery, Storera, Tech School / IE, Web Features
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.


