IMPEX- ელ. კომერციის პროექტის მენეჯერი
- guntsadze
- May 13
- 2 min read
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 110-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 25 წლიანი გამოცდილება.
დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ციფრული გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და KPI სამიზნეების მიღწევა;
ელ. კომერციის ოპერაციების მართვა, რესურსების ეფექტურად გამოყენება;
ძირითადი პროცესების გამართვა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;
ელ. კომერციის განვითარების გუნდის ჩამოყალიბება და ეფექტური მართვა;
პროდუქტის კატეგორიების პორტფოლიოს მენეჯმენტი და კონტენტის მართვა;
გაყიდვების ზრდასა და კონვერსიის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა (CRO);
ეფექტური თანამშრომლობა კომპანიის შიდა გუნდებთან;
მიწოდების სერვისების პროვაიდერებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა;
აქციებზე მოლაპარაკება მომწოდებლებთან, კატეგორიის და ბრენდ მენეჯერებთან ერთად;
ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა და ინოვაციური იდეების გენერირება;
ფინანსური პროცესების მართვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესება;
ბაზრის ანალიზზე დაფუძნებული ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
ელ. კომერციის ტენდენციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაცია;
საიტის ანალიტიკის გამოყენება UX/UI გაუმჯობესებისთვის;
KPI მეტრიკების მუდმივი მონიტორინგი, გაუმჯობესება და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელ. კომერციის მართვის მიმართულებით;
ციფრული მარკეტინგის საფუძვლიანი ცოდნა;
მომხმარებლის გამოცდილების (UX/UI) ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
სტრატეგიული აზროვნება და დაგეგმვის უნარი;
ბიუჯეტის მართვის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
ტენდენციების ანალიზის უნარი;
კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
ლიდერული უნარები;
პროფესიული თვითგანვითარებაზე ზრუნვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ელ. კომერციის პროექტის მენეჯერი.
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, ასევე მიმდინარე ან სამომავლო პერიოდში პირის სამსახურში აყვანის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა/განადგურება, გთხოვთ მოგვმართოთ წერილობით ან ელ. ფოსტაზე (vacancy@myimpex.ge) განცხადების ფორმით.
გისურვებთ წარმატებას!