top of page

სტაჟირება - კლასტერის მენეჯერი

  • Aug 5
  • 1 min read

Updated: 2 days ago

 "იქომერს ასოციაცია-საქართველო" (eCAG) ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაერთვებიან ელექტრონული კომერციის სექტორის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში - „სექტორის კლასტერი“. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.


 სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური

 სამუშაო განაკვეთი: არასრული, ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად


 ძირითადი მოვალეობები:

  • სექტორული შეხვედრების ორგანიზებაში და კოორდინაციაში დახმარება

  • მონაწილეებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მართვა

  • შეხვედრების მიმდინარეობის პროცესში ჩართულობა

  • პროექტთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ადმინისტრაციული საკითხების მართვაში დახმარება


 რას გთავაზობთ სტაჟირების ფარგლებში?

  • შეხვედრებსა და ნეთვორქინგში მონაწილეობას ელექტრონული კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან

  • ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას ინდუსტრიის პროფესიონალებისგან

  • ელექტრონული კომერციის სფეროს უკეთ გაცნობას და პროფესიული ქსელის გაფართოებას

  • სრულად დისტანციურ სამუშაო გარემოს

  • მოქნილ, არასრულ სამუშაო განაკვეთს


 რას ველით თქვენგან?

  • მოტივაციასა და სწავლის სურვილს;

  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და ორგანიზებულობას;

  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგ უნარებს.


ანაზღაურებადი სტაჟირება განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ განვითარება, ახალი ცოდნის მიღება და ელექტრონული კომერციის ეკოსისტემაში ჩართვა.


გამოგვიგზავნეთ თქვენი CV 11 აგვისტოს ჩათვლით: info@ecag.ge


 
 
bottom of page