top of page

რატომ უნდა ჩადოს ინვესტიცია eCommerce ბიზნესმა SEO სტრატეგიაში?


მარკეტერები მუდმივად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია SEO (Search Engine Optimization) სტრატეგია ონლაინ ბიზნესის სწორად განვითარებისთვის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, როცა ელექტრონულ კომერციაში ჩართული სელერები ბიზნესის აწყობით და მისი დამკვიდრებით არიან დაკავებული, ეს საკითხი ყურადღების მიღმა რჩებათ - განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რამდენად კომპლექსურია ეს სფერო. 


ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რომლებიც დაგეხმარებათ, კარგად დაინახოთ, რამდენად კრიტიკულია SEO თქვენი eCommerce ბიზნესის წარმატებისთვის.


SEO ეხმარება თქვენს ბიზნესს, იძებნებოდეს ონლაინ

ფუნქციონალური ონლაინ მაღაზიის გახსნა ძალიან კარგია, თუმცა როცა მას ვერავინ პოულობს, ნებისმიერი მცდელობა წყალში გეყრებათ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ, ინვესტიცია ჩადოთ მარკეტინგში, რათა ბრენდის სახელი ცნობადი გახადოთ, მაგრამ როგორც ფიზიკურ მაღაზიას სჭირდება იყოს ხალხმრავალ და დასანახ ადგილზე, რომ მომხმარებლებმა ადვილად მიაგნონ, სწორედ ასეა ონლაინ მაღაზიის შემთხვევაშიც - მას სჭირდება გამართული საიტი, რომლის მოძებნაც ინტერნეტში იქნება მარტივი და მომხმარებლების მხრიდან ე.წ. “ტრაფიკი” ხშირად დაფიქსირდება. ონლაინ ასეთ ვიზიტებს “ორგანული ტრაფიკი” ეწოდება. 

კვლევებმა აჩვენა, რომ ვებ-გვერდის ტრაფიკის 53% სწორედ ორგანული ძიების შედეგია და 71.33% ონლაინ ძიების, რომელიც Google-ში სხვადასხვა გზით ხდება. 


SEO ხდის თქვენს ბიზნესს უფრო კონკურენტუნარიანს

მძლავრი SEO სტრატეგია უფრო კონკურენტუნარიანია, როგორც საძიებო სისტემისთვის, როგორიცაა Google და/ან Bing - ასევე მომხმარებლებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ონლაინ შოპინგით.

საძიებო სისტემები მუშაობს სწორედ ძიების შედეგების გაზრდაზე, რომელსაც წარადგენენ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ან საქონელი იპოვონ სწრაფად და სამომავლოდაც დაბრუნდნენ ახალი შენაძენისთვის. გარდა ამისა, გამართული SEO სტრატეგია ხელს უწყობს მომხმარებელში ლოიალურობისა და ნდობის გაჩენას თქვენი ბრენდისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის დახმარებით, გაიზრდება თქვენი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე.


SEO იძლევა ფასეულ ინფორმაციას მომხმარებლის ქცევაზე

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სარგებლობა აქვს გამართულ SEO სტრატეგიას, არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი - მისი დახმარებით, სელერი იღებს ისეთ ინფორმაციას მომხმარებლის ქცევაზე, რომლის ნახვა სხვაგან შეუძლებელია. მაგალითად, გიჩვენებთ თუ რას და როგორ ეძებენ მომხმარებლები, რაც საშუალებას გაძლევთ ისე ააწყოთ ვებ-გვერდი, რომ მასზე პროდუქტის მოძებნა იყოს სწრაფი და მარტივი. მომხმარებლების ქცევაზე ინფორმაციის ქონა და დაკვირვება, დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის ახალი შესაძლებლობების დანახვასა და პერსპექტივის სწორად განსაზღვრაში.


SEO უფრო იაფია, ვიდრე რეკლამა

ყველასათვის ცნობილია, რომ ფასიანი რეკლამა, საუკეთესო საშუალებაა ბიზნესის ცნობადობის გასაზრდელად და მომხმარებლებისთვის მასზე ინფორმაციის მისაწოდებლად. მაგრამ მასში ჩადებულ ინვესტიციას, ყოველთვის არ აქვს სათანადო უკუგება. SEO კი სრულიად უფასოა, რადგან ის სპეციფიურადაა მიბმული ვებ-გვერდზე განხორციელებულ ცვლილებებზე. მაშინაც კი, როცა წარმატებას აღწევთ ამ მეთოდის გამოყენებით, თქვენ არ გიწევთ ექსტრა თანხის გადახდა, როგორც მაგალითად ე.წ. pay-per-click-ის გამოყენებისას. გარდა ამისა, SEO-ს ვებ-გვერდზე აწყობის შემდეგ, საიტის აქტივობის დაპაუზების შემთხვევაშიც კი, აქტივობა გაგრძელდება.

ერთადერთი, რაშიც ფული უნდა გადაიხადოთ, ეს არის მონიტორინგის ხელსაწყოები, და ასევე დრო და ენერგია, რომელიც იხარჯება სწორი სტრატეგიის შემუშავებასა და აუდიტზე, რომელსაც დაქირავებული თანამშრომელი ასრულებს.


SEO ზრდის შემოსავალს

და ბოლო მიზეზი, თუ რატომ არის SEO არსებითად მნიშვნელოვანი კომპონენტი eCommerce ბიზნესისთვის არის ის, რომ  მისი, როგორც ერთი მარტივი ხელსაწყოს დახმარებით, თქვენს ბიზნეს შეუძლია გაცილებით მეტი თანხა გამოიმუშაოს. მეტი ონლაინ ხილვადობით მოდის მეტი ონლაინ ვიზიტორი და მათ თან მოყვება მეტი შესაძლებლობები და გაყიდვები.

რაც უფრო მეტი გაყიდვები გაქვთ, მით უფრო დიდია თქვენი ბიზნესის განვითარების პოტენციალი და მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილების დაგროვების შანსი. კმაყოფილი მომხმარებლები კი გაცილებით ხშირად მოვლენ განმეორებით შესაძენად და კიდევ უფრო მეტი თანხის დასახარჯად.

コメント


bottom of page