ვაკანსიის აღწერა:
შეუერთდი TNET ის ციფრული ეკოსისტემის მარკეტინგის გუნდს Brand Manager-ის პოზიციაზე!
შენი როლი თინეთში:
ბრენდის სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
სტრატეგიაზე დაფუძნებული მარკეტინგული გეგმის შემუშავება და აღსრულება;
კონტენტ გეგმის შემუშავება და შესაბამისი პირების კოორდინირება;
ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ბიუჯეტის ეფექტური მართვა მარკეტინგული გეგმისა და კონტენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
კონკურენტების ანალიზი;
საჭიროებისამებრ სააგენტოებთან ურთიერთობა და კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება, მართვა;
ბიზნესის გუნდთან მჭიდრო ურთიერთობა და პროდუქტის განვითარებაში ჩართულობა;
ყოველთვიური რეპორტინგი განხორციელებულ აქტივობებზე დაინტერესებულ პირებთან.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
· ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგული კომუნიკაციების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
· ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
· გამოცდილება მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელებაში;
· გამოცდილება სააგანეტოებთან ურთიერთობაში.
თინეთში დაგხვდება:
· მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
· ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
· ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
· სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
· ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
· კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
· მოქნილი სამუშაო გარემო. www.tnet.ge