top of page

Westore.ge – ელექტრონული კომერციის ინოვაციური, ეფექტური და ოპტიმალური გადაწყვეტა საქართველოში


თუ თქვენ ოპერირებთ ელექტრონული კომერციის სფეროში და ეძებთ მარტივ, ეფექტურ და ხელმისაწვდომ გზას თქვენი ბიზნესის საოპერაციო/ლოჯისტიკური მიმართულების გაუმჯობესებისთვის, Westore.ge არის ის, რაც გჭირდებათ.

Westore.ge,როგორც წამყვანი 

ლოჯისტიკური(fulfilment) სერვისის  პროვაიდერი საქართველოში, გთავაზობთ მომსახურებას,რომელიც  პასუხობს თანამედროვე ბიზნესის  საჭიროებებს, ხელს უწყობს მის  ოპტიმიზაციას და ოპერაციების გამარტივებულ და ეკონომიურ გადაწყვეტებს. ჩვენი სერვისები დაგეხმარებათ თქვენი პროდუქციის შენახვაში, შეკვეთების დამუშავებასა და მიწოდებაში, ისე, რომ თქვენ შეძლოთ მხოლოდ გაყიდვებზე ფოკუსირება.

რა ხდის Westore.ge-ს განსხვავებულს?

Westore.ge-ს მომსახურება შექმნილია იმისთვის, რომ მეწარმეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ან არ სურთ ძვირადღირებული კომერციული ფართის ქირაობა და დამატებითი ხარჯების გაღება, შესთავაზონ მარტივი, ბიუჯეტური, კომფორტული და უსაფრთხო სერვისი:

რას გთავაზობთ Westore.ge :

  1. ეკონომიურობა და მოქნილობა • მინიმალური ფართის (1 კვ/მ) ქირაობის შესაძლებლობა მხოლოდ 1.68 ლარად დღეში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.

  2. ყოველდღიური დარიცხვის სისტემა რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს დაამატოთ ან შეამციროთ თაროებისრაოდენობა.

  3. მარტივი რეგისტრაცია და პირადი კაბინეტი • რეგისტრაციის პროცესი მარტივი და სწრაფია როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი იღებს პერსონალურ კაბინეტს, საიდანაც შეუძლია აკონტროლოს ყველა ოპერაცია ონლაინ (მართოს თავისი მარაგები, გამოაგზავნოს შეკვეთები და თვალი ადევნოს მიმდინარე შეკვეთების პროცესს, გაფილტროს და მიიღოს პროცესების სრული სტატისტიკა).


  4. პროდუქციის ეფექტური მართვა  თითოეულ პროდუქტს ენიჭება უნიკალური კოდი და დასახელება, რაც ამარტივებს ინვენტარიზაციას. პროდუქტები განთავსდება თქვენთვის გამოყოფილ თაროებზე ორგანიზებულად, რაც ამცირებს შეცდომის რისკებს.


  5. შეკვეთების დამუშავება • თქვენს მიერ რეგისტრირებული შეკვეთის მიღებისას ხდება პროდუქციის აგროვება, შეფუთვა, დასტიკერება (მისამართი, საკონტაქტო მონაცემები და სხვა). 


  6. მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით • გთავაზობთ 3 ტიპის მიწოდების სერვისს:

    1) სტანდარტული

    2) იმავე დღეს

    3) ექსპრეს მიწოდება


  7. უსაფრთხოება •  საწყობი დაცულია სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ, გარდა ამისა, მიმდინარეობს 24/7 ვიდეო მონიტორინგი, ხოლო პროდუქცია დაზღვეულია, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის უსაფრთხოებას.


  8. გლობალური ხელმისაწვდომობა • Westore.ge გაძლევთ საშუალებას მართოთ თქვენი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ჩვენი პლატფორმა მარტივ და საიმედო გზას ქმნის თქვენი ბიზნეს ოპერაციების დისტანციური მართვისათვის, რაც გადამწყვეტია გლობალური ბაზრის პირობებში.

Westore.ge-ის ფინანსური სარგებლიანობა თქვენი ბიზნესისთვის

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ:

  • კომერციული ფართის საიჯარო ხარჯების შემცირებას.

  • თანამშრომლების მომსახურების ანაზღაურების შემცირებას.

  • კომუნალური ხარჯების შემცირებას.

  • დროის დაზოგვას, რაც თანამედროვე ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ს ი ა ხ ლ ე :

WooCommerce პლაგინი - თქვენი შეკვეთების სინქრონიზატორი westore-თან

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ შეიქმნა Westore-ის WP პლაგინი, რომელიც სპეციალურად არის განკუთვნილი WordPress (WooCommerce) ონლაინ მაღაზიებისთვის.

რა ფუნქციები აქვს?

·       შეკვეთების ავტომატური გადაგზავნა: როგორც კი შეკვეთა დაფიქსირდება თქვენს ვებგვერდზე, ის ავტომატურად იგზავნება Westore-ის საწყობში.

·       პარამეტრების მართვა: გაგზავნისას შეგიძლიათ მიუთითოთ მიწოდების ტიპი, ქალაქი, COD და სხვა მონაცემები.

·       დროის დაზოგვა: აღარ არის საჭირო მონაცემების ხელით შეყვანა ან ფაილების ატვირთვა. შეკვეთები ავტომატურად იგზავნება ჩვენს სისტემაში, რაც ამცირებს შეცდომების ალბათობას.

·       კლიენტების კმაყოფილების ზრდა: შეკვეთების სწრაფი და ეფექტური დამუშავება უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მიწოდებას, რაც ზრდის კლიენტების კმაყოფილებას და ერთგულებას.


Westore.ge-ის სერვისი არის ხელსაყრელი გადაწყვეტილება ყველა ბიზნესისთვის, ვინც აფასებს ეკონომიას, მოქნილობას და უსაფრთხოებას.

თუ თქვენ ეძებთ ინოვაციურ და მარტივ გზას თქვენი ლოჯისტიკისა და პროდუქციის მართვის ოპტიმიზაციისთვის - Westore.ge თქვენი შესანიშნავი პარტნიორია!

დაგვიკავშირდით

·       ტელეფონი: +995 595 34 21 22

·       ვებგვერდი: www.westore.ge

bottom of page