ვიზიო ჯგუფის შექმნის ისტორია ეფუძნება იდეას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის
წარმომადგენლებს ჰქონდეს შესაძლებლობა დაამყაროს მომხმარებელთან უწყვეტი
კომუნიკაცია მათთვის სასურველი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით და მისცენ მათ
ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილება. ჩვენი მთავარი მიზანია თითოეულ კომპანიას მივცეთ შანსი ისარგებლონ უცხოური ძვირადღირებული პროგრამული
უზრუნველყოფების ქართული ალტერნატივით ხელმისაწვდომ ფასად, რომელიც მათ
ბიზნეს-პროცესებს გახდის მოქნილს და თანამედროვე ციფრულ სამყაროსთან
ადაპტირებულს. ვიზო ჯგუფი გთავაზობთ მშობლიურ ენაზე და ქართულ ბიზნეს-
პროცესებზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას და კონსალტინგს, რომელიც
დაგეხმარებათ დასახული მიზნების მარტივად და სწრაფად მიღწევაში, რაც მთავარია საერთაშორისო KPI მაჩვენებლების მიხედვით.
ჩვენი სერვისებია:
ქოლ-ცენტის პროგრამული უზრუნველყოფა
კონტაქტ-ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფა
დისტანციური გაყიდვების მოდული
საკომუნიკაციო არხები: ლაივ-ჩატი, მესენჯერი, ვოთსაპი, ვაიბერი და ა.შ
დავალებების მოდული
კონსალტინგი მომხმარებლებთან ეფექტური კომინიკაციისათვის,
თანამშრომლების ტრეინინგი, რეტრენინგი, მიმდინარე მდგომარეობის აუდიტი,
საერთაშორისო KPI მაჩვენებლების დანერგვა კომპანიაში.
ჩვენი კომპანია დაინტერესებულია „იქომერს ასოციაცია საქართველოს“
წევრობით, რადგან ვთვლით, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ინოვაციური
გამოცდილებით და ტექნოლოგიებით შევიტანთ წვლილს ასოციაციის პროექტებში
და ელექტრონული კომერციის სფეროს განვითარებაში, ასევე ძალიან
მნიშვნელოვანია ის ბენეფიტები, რომლებიც ასოციაციის წევრობასთან არის
დაკავშირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც სამომავლო პარტნიორობა,
ასევე აქტიური მონაწილეობა ინიციატივებში, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ
გავუზიაროთ ჩვენი ღირებულებები და ამავდროულად დავხარჯოთ რესურსები
ჩვენი კომპანიის და მთლიანი ინდუსტრიის განვითარებისთვის.
ვითანამშრომლოთ წევრ ორგანიზაციებთან ახალი ტექნოლოგიური
გადაწყვეტილებების დანერგვაში.