top of page

Amazon-ის სავაჭრო ომი Temu-სთან და Shein-თან


Temu-ს და Shein-ის დაბალფასიანი ონალაინ-მაღაზიების საპასუხოდ, Amazon-მა წარადგინა Amazon Haul, თავისი ახალი ონლაინ-მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციით ან მობილური ინტერნეტ-საძიებო სისტემით და მომხმარებელს სთავაზობს მასობრივი წარმოების იმ ანალოგიურ პროდუქციას დიდი ფასდაკლებებით, რომელთა უმრავლესობაც იგზავნება ჩინეთიდან.

ეს საკითხი უკავშრდება Amazon-ის, როგორც ყველაზე სწრაფი მიმწოდებლის დიდი ხნის რეპუტაციის შენარჩუნებას. თავად Amazon-საც არ შეუძლია შეამციროს ის დრო, რომელიც აუცილებელია ასეთი ტიპის უცხოური საქონლის მისაღებად. 

 

Amazon Haul-ის მთავარი გვერდი ძალიან გავს Shein-ის და Temu-ს მთავარ გვერდებს თავისი დიზაინითაც კი: პროდუქტები ჩნდება ბადეებში და არა ამაზონის ტიპიური ჩამონათვალის სახით, ხოლო მიწოდების დრო და ვარსკვლავებით შექმნილი რეიტინგი არ ჩანს მანამ, სანამ არ დაკლიკავთ კონკრეტულ პროდუქტზე. ზოგიერთ პროდუქტს აქვს რაკეტის "ემოჯი", რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად წარმოდგენილი iPhone 16 Pro-ს $4.99 ღირებულების ქეისი იყიდება "ძალიან სწრაფად!" ასევე, ნახავთ ცეცხლის ემოჯის, რომელიც აღნიშნავს, რომ 3 ცალ სარეცხის ბადეზე მითითებული ფასი - $2.89 "არანორმალურად დაბალია". ისევე როგორც კონკურენტები, Amazon Haul ყიდის ტანისამოსს ($16 მამაკაცის გოლფის შარვალი, $4.99 ქალის თბილი წინდები 80-იანების სტილში). “Staples”-ს სექციაში, შეგიძლიათ ნახოთ შერეული ტიპის საქონელი, როგორიცაა: ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, სახვევი მასალა, ჰუდები, სილიკონის საბრტყელებელი, წინდები და ა.შ. იმისდა მიუხედავად, რომ Amazon-ი მომხმარებლებს, რომლებიც არიან Prime სერვისში ჩართულები, სთავაზობს 300 მილიონზე მეტი სახეობის პროდუქციისს სწრაფად და უფასოდ მიტანას, მომხმარებლების მხრიდან მაინც არის მოთხოვნა, რომ მათ სურთ შეიძინონ დაბალი ფასის მქონე საქონელი, მაშინაც კი, თუ შეკვეთის მიწოდებას ერთი ან ორი კვირა დასჭირდება», — ვკითხულობთ Amazon-ის ბლოგზე.

 

Temu-ს და Shein-ს ხშირად აკრიტიკებენ მათი გარემოზე ზემოქმედების, საერთაშორისო გადაზიდვებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების და დაგროვილი ნარჩენების გამო, რასაც თან ახლავს “სწრაფ მოდას”. ორივე კომპანია ასევე დაექვემდებარა შემოწმებას მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით ევროკავშირის ტერიტორიაზე, სადაც მარეგულირებელი ორგანოები ახლაც იძიებენ მათი მხრიდან დამოკიდებულების გამომწვევი შაბლონების და არალეგალური პროდუქციის გამოყენების შესაძლო შემთხვევებს.

 

მათ გარშემო წარმოებული დავების მიუხედავად, ეს დაბალფასიანი რითეილერები მაინც ინარჩუნებენ წარმოუდგენელ პოპულარობას Z-თაობაში. კომპანია Appfigures- is  კვლევის თანახმად, რომელიც აწარმოებს აპლიკაციების ანალიტიკას, ყველაზე პოპულარული აპლიკაცია აშშ-ს 18-დან 24 წლამდე მომხმარებლებს შორის, არის - Temu, თითქმის 42 მლნ ჩამოტვირთვით და ეს მონაცემები ეხება 2024 წლის იანვრიდან-ოქტომბრამდე პერიოდს. რაც შეეხება Shein-ს, კვლევით ირკვევა, რომ მისი ჩამოტვირთვების რაოდენობა შეადგენს 14,7 მლნ-ს. ასეთი დიდი სხვაობა აპლიკაციის ჩამოტვირთვებს შორის გამოწვეულია იმით, რომ Z-თაობამ უკვე ჩამოტვირთა Shein, რომელიც Temu-ზე გაცილებით ადრე შეიქმნა.

 

Shein-ის და Temu-თვის მთავარი რისკი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლები შეიძლება დისკომფორტს განიცდიდნენ უცნობი სელერებისგან პროდუქციის შეძენის გამო, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ მათი შეცდომაში შეყვანა. ირკვევა, რომ მომხმარებლებს მეტი ნდობა მაინც Amazon-ის მიმართ აქვთ , მიუხედავად იმისა, რომ კომპანია თანამშრომლობს იგივე ჩინური წარმოშობის მომწოდებლებთან, რომლებიც დაკავებული არიან საქონლის მასიური წარმოებით. ამასთან, Amazon-ი აცხადებს, რომ სელერებს წინასწარ ამოწმებს და თუ მომხმარებლებს ენდომებათ შეკვეთის უკან დაბრუნება, ისინი ამას შეძლებენ 15 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის ფასი აჭარბებს $3-ს.

 

Amazon-თვის ახლა საეჭვოა ასეთ ბიზნეს-მოდელში ინვესტირება იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 60% - იანი გადასახადის დაწესების თაობაზე. თუმცა, ეს სატარიფო გეგმა მოცემულობას არ წარმოადგენს, რადგან პოლიტიკოსები ხშირად ცვლიან საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულ განცხადებებს და გაცემულ პირობებს გამარჯვების შემდეგ.

 

საინტერესოა ფაქტია, რომ ჩინური e-commerce მიწოდების გაზრდილმა პოპულარობამ, ორივე პარტიის ყურადღება მიიქცია. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შესთავაზა კონგრესს ზომების გატარება ჩინური ელექტრონული კომერციის წარმომადგენელი კომპანიების მიერ აშშ-ს ბაზრზე არსებული “de minimis” პირობების “ბოროტად გამოყენების” საკითხთან დაკავშირებით, რადგან სწორედ მისი საშუალებით, აშშ-ში შესაძლებელია დაბეგვრის გარეშე მოხდეს $800-მდე ღირებულების საქონლის შეტანა, რაც ეხმარება ისეთ რითეილერებს, როგორიცაა Temu და Shein, შეინარჩუნონ დაბალი მარჟა.

bottom of page