Terms & Conditions
თანახმა ვარ, შენახულ იქნას ჩემი ბარათის ინფორმაცია მომავალი შესყიდვებისთვის და განმეორებითი გადახდებისთვის. ამ ველის მონიშვნით, ვაძლევ უფლებას უსაფრთხოდ შეინახოს ჩემი ბარათის დეტალები მოსახერხებელი და შეუფერხებელი ტრანზაქციებისთვის
წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს კერძო სამართლის იურიდიული პირის, იქომერს ასოციაცია - საქართველოს (საიდენტიფიკაციო კოდი: 405388085; მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა, N24, ბინა 90)
ასოციაციის ვებსაიტზე წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკას, წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია, ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. “იქომერს ასოციაცია - საქართველო” (შემდგომში ასოციაცია) -
ნიშნავს ecag.ge-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად
1.1.3. გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელისა და ასოციაციის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე.
1.1.4. ვებ-გვერდი - ნიშნავს ecag.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება.
1.1.5. მომხმარებელი (ასოციაციის წევრი) - იურიდიული პირი, რომელიც
აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს ecag.ge-ს პლატფორმის საშუალებით ჰქონდეს წვდომა ავტომატური გადახდაზე
1.1.6. ანგარიში - ნიშნავს მომხმარებელის ან საკონდიტრო ასოციაციის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს.
1.1.7. მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს ecag.ge პლატფორმაზე
რეგისტრირებულ მომხმარებელს.
1.1.8. მხარეები - ნიშნავს ასოციაციას და მის მომხმარებლებს.
1.1.9. ecag.ge პლატფორმა - ecag.ge -ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ასოციაციის ვებ-გვერდს.
1.1.10. ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
1.1.11. უნივერსალური იდენტიფიკატორები - ecag.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ავტომატური გადახდით
1.1.12. წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ecag.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
1.1.13. ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და ecag.ge-ს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2.განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.1. მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის
უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2.2. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები.
2.3. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
2.4. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში).
2.5. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
2.6. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ecag.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ecag.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული.
2.7. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.
2.8. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ecag.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2.9. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ecag.ge-ს ყველა იმ
გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
2.10. ecag.ge ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა,
გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ecag.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული მოსახურეობებზე (ვებ-გვერდზე არსებული სარგებლები საჭირო
ინფორმაცია...) ცალმხრივი უარის სათქმელად.
2.11. მომხმარებელსა და ასოციაციას შორის პლატფორმის საშუალებით შეთანხმების მიღწევისას იდება შეთანხმება, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
2.12. მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
2.12.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას.
2.12.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში.
3.მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
3.1. მომხმარებელის მომსახურებებით სარგებლობის წესი:
3.1.1. ecag.ge-ს მომსახურებით მომხმარებელის მიერ სარგებლობისათვის:
• მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე ecag.ge; • რეგისტრაციისთვის
მომხმარებელი უთითებს სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტას, ქვეყანას, ქუჩის დასახელებას, ქუჩის ნომერს, მისამართს, ქალაქსა და საფოსტო კოდს, ასევე, საბანკო ბარათის მონაცემებს.
• რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი,
რომ ეთანხმება ecag.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების წესებს და პირობებს.
• რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებ გვერდზე იღებს ავტომატური გადახდას
• თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვა ecag.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება დირექტორს, ან გააგზავნის მისთვის საიტერესო კითხვებს წერილობით საიტზე მითითებულ ასოციაციის ელ. ფოსტაზე.
3.1.2. ecag.ge-ს მომსახურებით სარგებლობისთვის:
3.2. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
3.3. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით
განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. ასოციაცია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის
მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.4. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ
დაუკავშირდეს ecag.ge-ს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის
პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
3.5. პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი
ვალდებულია დაიცვას ecag.ge-ს ინტერესები და აუნაზღაუროს ecag.ge-ს ყველა
ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად.
3.6. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული
ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. ecag.ge არ იქნება პასუხისმგებელი
მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. ecag.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
4.იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური
იდენტიფიკატორები
4.1. მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია.
4.2. პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, ecag.ge -ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.
4.3. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.4. მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი.
4.5. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
5. ავტორიზაცია
5.1. ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
5.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
6. ecag.ge-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება
6.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
6.2. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის ასოციაცია/ecag.ge.
6.3. ecag.ge მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი
პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს ტექნიკური სპეციალისტთა გუნდის მეშვეობთ.
6.4. მომხმარებელი ecag.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:
• VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე https.ecag.ge
7. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
7.1. ecag.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე
გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება,
ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
7.2. იმ შემთხვევაში, თუ ecag.ge საფუძვლიანი მიზეზით დახურავს ანგარიშს ან
შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
7.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ecag.ge
პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
8. ecag.ge-ის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა ასოციაციის ვებ-გვერდითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
8.2 ასოციაცია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-გვერდზე წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
8.3 ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე
გაუფრთხილებობით ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან.
8.4 ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
8.5 თქვენ ადასტურებთ, რომ ასოციაცია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში.
8.6. ასოციაცია პასუხისმგებელია:
8.6.1. პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ სისწორეზე და ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
8.7. ასოციაცია არ აგებს პასუხს:
8.7.1. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
8.8. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით.
9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
9.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლა ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთანავე.
9.2. მომხმარებელის მიერ ამ პირობებით ასოციაციის თვიური საწევრო თანხის გადახდა ხორციელდება ecag.ge-ის საბანკო გვერდიდან ან მის გარეშე ასოციაციის პირად ანგარიშზე პირდაპირი გადმორიცხვის გზით. საწევრო თანხის გადახდა წარმოადგენს მომხმარებლის ფულად ვალდებულებას, რომელიც ძალაშია გადახდიდან 1 თვის განმავლობაში.
9.3. საწევრო გადასახადი ავტომატურად ჩამოიჭრება რეგისტრაციის დღეს და შემდეგ ყოველი თვის 20 რიცხვში.
10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
10.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
10.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
10.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
11. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
11.1. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება ecag.ge-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა.
12. ერთიანი ხელშეკრულება
12.1. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
13. ასოციაციის წევრობის უფლების შეძენა და მიღების წესი
13.1. მომხმარებელი ecag.ge-ს პლატფორმაზე ავტომატური გადახდის საშუალებით შეიძენს ასოციაციის 1 თვიან წევრობის სტატუსს, რაც მისცემს მას უფლებას სრული წვდომა იქონიოს ბენეფიტებზე.
13.2. შეძენილი 1 თვიანი სტატუსის შესახებ ინფორმაცია, ვადის გასვლის
გამაფრთხილებელი ინფორმაცია და სხვა საჭირო ინფორმაცია მომხმარებელს ექნება ვებ- გვერდზე ავტორიზაციის შემდეგ.
13.3. საწევრო 1 თვიანი გადასახადი ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ecag.ge-ს პლატფორმაზე ავტომატური გადახდის საშუალებით ყოველი თვის 20 რიცხვში.
13.3.1. იმ შემთხვევაში თუ წევრს სურს უნაღდო ანგარიშსწორება ასოციაციის ანგარიშზე გადმორიცხვის მეთოდით, ინვოისით და არ სურს ავტომატური გადახდის გამოყენება ვებსაიტიდან, უნდა აცნობოს ასოციაციას მითითებულ მეილზე.
13.4. ecag.ge უფლებას იტოვოს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ
წევრობის სტატუსი, თუ პიროვნება არ შეესაბამება ზემოთ მითითებულ ასოციაციის წევრობის კრიტერიუმებს.
14. გარდამავალი დებულებები
14.1. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ecag.ge-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც ecag.ge მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
14.2. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
14.3. ecag.ge უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს ecag.ge-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, ecag.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
14.4. მომხმარებელი, ecag.ge -სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის
უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
14.5. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.
15. საკონტაქტო ინფორმაცია
კერძო სამართლის იურიდიული პირი, იქომერს ასოციაცია - საქართველო მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@ecag.ge, ან/და ასოციაციის ცხელი ხაზის ნომერზე: +995 599 99 20 30.
© 2024 by eCommerce Association Georgia | Privacy Policy