top of page

ციფრული რეკლამის სპეციალისტი

  • guntsadze
  • Nov 11
  • 1 min read

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.


კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.


Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ციფრული რეკლამის სპეციალისტს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ბრენდის ციფრულ არხებზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და მართვაზე.


ჩვენ გთავაზობთ:


  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას;

  • მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას;

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • „ფიტპასის“ მომსახურებას;

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე.


სამუშაო პირობები:


  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;

  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;

  • სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.


ფუნქციები და მოვალეობები:


  • გეგმის მიხედვით სარეკლამო კამპანიების ჩაშვება Google Ads-სა და Meta Ads Manager-ის პლატფორმებზე;

  • ციფრული კამპანიების გეგმის მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

  • ციფრული ტრენდების ანალიზი და სიახლეების დანერგვა;

  • მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;

  • ციფრული კამპანიების ყოველთვიური რეპორტების მომზადება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

  • ციფრული სარეკლამო და ანალიტიკური პლატფორმების ცოდნა - Google Ads, Meta Business Suite, Ads Manager, Google Analytics;

  • ციფრების/რიცხვების მიმართ მარტივი აღქმისა და ანალიზის უნარი;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

  • დამატებითი სარეკლამო და ანალიტიკური პლატფორმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


კანდიდატთა შერჩევა


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 
 
bottom of page