eCommerce ლექსიკონი
ALL
R
A
S
B
T
C
U
D
V
E
W
F
X
G
Y
H
Z
I
J
K
L
M
N
O
P
Q
ALL
ს
ა
ტ
ბ
უ
გ
ფ
დ
ქ
ე
ღ
ვ
ყ
ზ
შ
თ
ჩ
ი
ც
კ
ძ
ლ
წ
მ
ჭ
ნ
ხ
ო
ჯ
პ
ჰ
ჟ
რ
A/B ტესტირება / A/B Testing
მეთოდი, რომელიც ადარებს ვებგვერდის, აპლიკაციის ან მარკეტინგული კამპანიის ორ ვერსიას (A და B), რათა განისაზღვროს, რომელი მუშაობს უკეთ კონკრეტული მიზნისთვის (მაგალითად, დაკლიკების მაჩვენებლის გაზრდისთვის). ორ ვერსიას შორის იცვლება მხოლოდ ერთი ელემენტი (მაგალითად, ღილაკის ფერი ან ტექსტი), ხოლო მომხმარებლები შემთხვევითად იყოფიან ორ ჯგუფად, რათა თითოეულმა ჯგუფმა ნახოს მხოლოდ ერთი ვერსია.
ონლაი ნ მაღაზიამ გააკეთა A/B ტესტირება – ერთ ვერსიაში ღილაკი იყო მწვანე, მეორეში – წითელი. მწვანე ღილაკმა 15%-ით მეტი შეკვეთა მოიტანა.
AI სავაჭრო ასისტენტი / AI Shopping Assistant
ხელოვნური ინტელექ ტის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის პოვნასა და შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
AI სავაჭრო ასისტენტმა უპასუხა ზომის კითხვებს და შესთავაზა შესაბამისი ნივთები.
AOV (Average Order Value) / შეკვეთის საშუალო ღირებულება
მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს საშუალოდ რა თანხას ხარჯავს მომხმარებელი ერთ შეკვეთაზე
ჩვენს მაღაზიაში AOV გაიზარდა 20%-ით ფასდაკლებების შემდეგ.
API (აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისი) / API (Application Programming Interface)
პლატფორმამ გამოიყენა API გადახდის პროცესის ინტეგრაციისთვის.
ელექტრონული კომერციის პლატფორმა ინტეგრირდება Payment Gateway-სთან API-ის საშუალებით
AWS (ამაზონის ვებ სერვისები) / AWS (Amazon Web Services)
პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სერვერებს, სადგომს, მონაცემთა ბაზებს და სხვა სერვისებს.
სტარტაპი მასპინძლობს თავის აპლიკაციებსა და მონაცემთა ბაზებ ს AWS-ზე.
B&B (წვრილმანი ნივთები) / B&B (Bits and Bobs)
პატარა ნივთები ან სხვადასხვა წვრილმანი დეტალები
საწყობში განთავსებულია წვრილმანი ნივთები.
B2A (ბიზნესი ადმინისტრაციას) / B2A (Business to Administration)
ბიზნესისა და ადმინისტრაციის ურთი ერთქმედება
კომპანიები ადმინისტრაციული ფორმალობების შესრულებისთვის მთავრობას მიმართავენ.
B2B (ბიზნესი ბიზნესს) / B2B (Business to Business)
ურთიერთქმედება ბიზნესებს შორის
კომპანიის მიერ სხვა ბიზნესისთვის საქონლის მიწოდება B2B გარიგებაა.
B2C (ბიზნესი მომხმარებელს) / B2C (Business to Consumer)
კომერციული მოდელი, სადაც კომპანია პირდაპირ ყიდის პროდუქტებს ან სერვისებს საბოლოო მომხმარებელზე
ონლაინ მაღაზიები, რომლებიც ფიზიკურ პირებზე ყიდიან, მუშაობენ B2C მოდელით
BE (სერვერის მხარე) / BE (Back End)
აპლიკაციის ან ვებგვერდის სერვერზე მომუშავე ნაწილი, რომელიც მართავს ლოგიკას, მონაცემთა ბაზას და სერვერის კონფიგურაციას.
დეველოპერებმა განაახლეს Back End შეკვეთის გაფორმების სიჩქარის გასაუმჯობესებლად.
BOFU (შესყიდვის მომზადების ეტაპი) / BOFU (Bottom-of-the-Funnel)
BOFU არის მარკეტინგული ეტაპი, სადაც პოტენციური მომხმარებელი უკვე მზად არის შეძენის გადაწყვეტილების მისაღებად. ამ ეტაპზე ის იცნობს პროდუქტს/სერვისს და ადარებს ვარიანტებს, აფასებს ღირებულებას და ეძებს საბოლოო დამაჯერებელ ფაქტორებს (მაგ. შეფასებები, დემო, ფასდაკლება).
მომხმარებელი, რომელმაც უკვე შეისწავლა რამდენიმე eCommerce პლატფორმა, იღებს შეზღუდული დროის ფასდაკლების შეთავაზებას და მომხმარებელთა შეფასებებს, რაც უბიძგებს მას შეძენის დასრულებისკენ.
C2A (მომხმარებელი ადმინისტრაციასთან) / C2A (Consumer to Administration)
მოდელი, სადაც მოქალაქეები ონლაინ გზით ურთიერთობენ სახელმწიფო უწყებებთან — მაგალითად, იყიდიან მომსახურებას, ავსებენ განაცხადებს ან ახორციელებენ გადახდებს
მოქალაქემ ჯარიმა ონლაინ პლატფორმაზე გადაიხადა — ეს არის C2A ურთიერთობის მაგალითი
C2B (მომხმარებელი ბიზნესს) / C2B (Customer to Business)
ურთიერთქმედება მომხმარებლებსა და ბიზნესს შორის
მომხმარებელი სთავაზობს სერვისს კომპანიას (მაგ., ფოტოს გადაღება).
C2C (მომხმარებელი მომხმარებელთან) / C2C (Consumer to Consumer)
კომერციული მოდელი, სადაც მომხმარებლები ერთმანეთთან ყიდიან ან ცვლიან პროდუქტებს ონლაინ პლატფორმის საშუალებით
Phubber და MyMarket არიან პლატფორმები, რომლებიც C2C მოდელით ფუნქციონირებენ
CAC (Customer Acquisition Cost) / კლიენტის მოზიდვის ღირებულება
საშუალო თანხა, რომელსაც ბიზნესი ხარჯავს ერთი ახალი კლიენტის მოსაზიდად
თუ მარკეტინგზე დაიხარჯა 1,000 ლარი და მივიღეთ 50 ახალი კლიენტი, CAC არის 20 ლარი
CCTLD (ქვეყნის კოდის ტოპ დომენი) / CCTLD (Country Code Top-Level Domain)
ორნიშნა დომენის კოდი კონკრეტული ქვეყნისთვის.
საქართველოში გამოიყენება .ge დომენი.
CLV (მომხმარებლის სასიცოცხლო ციკლის ღირებულება) / CLV (Customer Lifetime Value)
მთლიანი ღირებულება (შემოსავალი), რომელიც მომხმარებელს მოაქვს კომპანიისთვის ბრენდთან ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. მისი გამოთვლა ეფუძნება განმეორებით შესყიდვებსა და მომხმარებლის ლოიალობას ბრენდის მიმართ.
თუ მომხმარებელი წელიწადში საშუალოდ 500 ლარს ხარჯავს და 5 წელი რჩება ერთგული, მისი CLV იქნება 2,500 ლარი.
CRM (მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა) / CRM (Customer Relationship Management)
პროგრამული უზრუნველყოფა ან სისტემა, რომელიც გამოიყენება მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვისთვის, რაც მოიცავს შესყიდვების ისტორიას, საკონტაქტო ინფორმაციას დ ა სხვა მონაცემებს.
კომპანიამ CRM სისტემაში შეინახა მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია და შესყიდვების ისტორია.
CS (მომხმარებელთა სერვისი) / CS (Customer / Client Services)
მომხმარებლის მხარდაჭერა შეძენამდე, შეძენის პროცესში და შემდგომ.
მომხმარებელმა მიიღო სწრაფი მხარდაჭერა CS–დან.
CSEs (ფასების შესადარებელი პლატფორმები) / CSEs (Comparison Shopping Engines)
ვებგვერდები ან აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მოძებნონ და შეადარონ პროდუქტები და ფასები სხვადასხვა საცალო მოვაჭრეს თუ სავაჭრო ობიექტს შორის. ისინი აერთიანებენ ინფორმაციას პროდუქციის ჩამონათვალისა და ფასების შესახებ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიიდან და წარმოადგენენ მათ გვერდიგვერდ, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სწრაფად შეადაროს მსგავსი პროდუქტების მახასიათებლები, სპეციფიკაციები და ფასები.
მომხმარებელმა CSE პლატფორმაზე შეადარა ერთი და იმავე ტელეფონის ფასები სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში.
CSP (კონტენტის უსაფრთხოების პოლიტიკა) / CSP (Content Security Policy)
CSP არის ვებუსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც ახდენს ისეთი შეტევების პრევენციას, როგორიცაა Cross-Site Scripting (XSS) და მონაცემების მითითებით, რომელი წყაროების კონტენტი (სკრიპტები, გამოსახულებები, სტილები და სხვა) შეიძლება ჩატვირთოს ვებსაიტზე.
ვებსაიტმა დაამატა CSP–ის დაცვის მექანიზმი.
CX (მომხმარებლის გამოცდილება) / CX (Customer Experience)
მომხმარებლის საერთო გამოცდილება ბრენდთან ან სერვისთან ურთიერთობისას.
კომპანიის CX გაუმჯობესდა მიწოდების დროის დაჩქარებით.
Churn Rate / კლიენტების დაკარგვის მაჩვენებელი
პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს რამდენი კლიენტი წყვეტს მომსახურების გამოყენებას ან ტოვებს პლატფორმას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
თუ თვეში კლიენტების 5% შეწყვეტს მომსახურებას, Churn Rate შეადგენს 5%-ს
D2C (პირდაპირი გაყიდვები მომხმარებელზე) / D2C (Direct-to-Consumer)
ბიზნეს მოდელი, რომლის დროსაც კომპანია არ იყენებს შუამავლებს, როგორიცაა საცალო და საბითუმო მოვაჭრეები, და საკუთარ პროდუქციას ან მომსა ხურებას პირდაპირ მომხმარებელს ჰყიდის. მთლიანი პროცესის კონტროლით, კომპანიას შეუძლია შესთავაზოს კლიენტებს უფრო დაბალი ფასები და მათზე მორგებული პროდუქტები.
ტანსაცმლის ბრენდი ყიდის პროდუქტებს მხოლოდ საკუთარ ვებსაიტზე, შუამავლების გარეშე.
Headless კომერცია / Headless Commerce
არქიტექტურა, რომელიც განცალკევებს ვებსაიტის ვიზუალურ ნაწილს ელექტრონული კომერციის უკანა სისტემისგან.
Headless კომერციამ დეველოპერებს საშუალება მისცა, აეშენებინათ საკუთარი მაღაზიის დიზაინი უკანა სისტემის შეხების გარეშე.
KPI (შესრულების ძირითადი მაჩვენებლები) / KPI (Key Performance Indicators)
მეტრიკები, რომლებიც გამოიყენება ბიზნესის წარმატების გასაზომად.
გაყიდვების ზრდა არის მნიშვნელოვანი KPI გუნდისთვის.
OOO (ოფისის გარეთ) / OOO (Out Of Office)
სტატუსი, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი არ იმყოფება სამსახურში
ჯონ ი მიმდინარე კვირაში არ იმყოფება სამსახურში
OR (გახსნის მაჩვენებელი) / OR (Open Rate)
კამპანიის ფარგლებში გახსნილი/წაკითხული ელ-ფოსტის პროცენტული მაჩვენებელი.
გაზეთს 45%-იანი გახსნის მაჩვენებელი (OR) ჰქონდა.
PPC (გადახდა თითო კლიკზე) / PPC (Pay Per Click)
ონლაინ რეკლამის მოდელი, სადაც რეკლამის ავტორი იხდის თანხას ყოველ ჯერზე, როდესაც მის რეკლამას გახსნიან ვიზიტორები.
კომპანია აწარმოებს PPC კამპანიას Google-ის რეკლამებზე
ROAS (რეკლამის შემოსავალი) / ROAS (Return on Ad Spend)
მეტრიკა, რომელიც ზომავს, შემოსავალს იმ თანხიდან, რომელიც იხარჯება რეკლამაზე.
თუ კომპანია დახარჯავს $1,000 რეკლამაზე და მიიღებს $5,000 გაყიდვებიდან, რეკლამის შემოსავალია 5:1
ROI (Return on Investment) / ინვესტიციის ამონაგები
მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს რამდენად მომგებიანი იყო ინვესტიცია — რა მოგება მოიტანა ჩადებულ თანხასთან შედარებით
სარეკლამო კამპანიამ 200%-იანი ROI აჩვენა, ანუ ინვესტიცია სრულად გაამართლა
ROI (ინვესტიციის დაბრუნება) / ROI (Return on Investment)
მეტრიკა, რომელიც ზომავს ინვესტიციის მომგებიანობას ნეტ შემოსავლისა და თავდაპირველი ინვესტიციის შეფარდებით. აჩვენებს, რამდენ შემოსავალს მიიღებს ბიზნესი დახარჯული თანხიდან.
თუ კომპანია დებს $10,000 ინვესტიციას პროექტში და მიიღებს $15,000 მოგებას, ROI შეადგენს 50%.
SAAS (პროგრამული უზრუნველყოფა სერვისის სახით) / SAAS (Software as a Service)
პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მიწოდებულია ინტერნეტით, სერვისის სახით.
Slack პოპულარულია SaaS გუნდის კომუნიკაციისთვის.
SEM (საძიებო სისტემის მარკეტინგი) / SEM (Search Engine Marketing)
ონლაინ მარკეტინგის ფორმა, რომელიც ზრდის ვებსაიტის გამოჩენას საძიებო სისტემების შედეგებში (SERP) გადახდილი რეკლამებისა და ოპტიმიზაციის ტექნიკების გამოყენებით.
კომპანია აწარმოებს SEM კამპანიებს Google-ზე უფრო მეტი ვიზიტორის მოსაზიდად
SERP (ძიების შედეგების გვერდი) / SERP (Search Engine Results Page)
გვერდი, რომელიც საძიებო სისტემა აჩვენებს მომხმარებელს საკვანძო სიტყვების შეყვანის შემდეგ
როდესაც Google-ში ეძებთ “best coffee shops in Tbilisi”, SERP აჩვენებს რუკას ადგილებით და რამდენიმე რეკლამას გვერდის ზედა ნაწილში.
TAM (სამიზნე ბაზარი) / TAM (Total Addressable Market)
მთლიანი შემოსავლის შესაძლებლობა პროდუქტის ან სერვისისათვის, თუ ის მიაღწევს 100% ბაზრის წილს.
სმარტფონების მწარმოებელი ითვლის TAM-ს, იმის შეფასებით, თუ რამდენ ადამიანს სჭირდება ახალი ტელეფონი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში.
TCO (მფლობელობის მთლიანის ღირებულება) / TCO (Total Cost of Ownership)
როდუქტის მთლიანად მფლობელობის ღირებულება, რომელიც მოიცავს შეძენის ფასს, მოვლას, ოპერირებას და სხვა ხარჯებს მისი ექსპლუატაციის განმავლობაში.
პრინტერის $500-ად შეძენა შესაძლოა იაფად მივიჩნიოთ, მაგრამ მფლობელობის მთლიანი ღირებულება საღებავისა თუ მოვლის გათვალისწინებით, 5 წლის განმავლობაში დაჯდება $1,200.
TOFU (მარკეტინგის საწყისი ეტაპი) / TOFU (Top-of-the-Funnel)
მარკეტინგის პირველი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ვიზიტორების მოზიდვას და ცნობადობის შექმნას პროდუქტის ან მომსახურების შესახებ
ბლოგ პოსტი ან სოციალური მედიის ვიდეო, რომელიც ავრცელებს ახალ სერვისის შესახებ ინფორმაციას
UI (მომხმარებლის ინტერფეისი) / UI (User Interface)
ვიზუალური ელემენტები, რომლებსაც მომხმარებლები იყენებენ ვებგვერდზე ან აპლიკაციაში.
მომხმარებელთა ინტერფეისი განახლდა მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
UX (მომხმარებლის გამოცდილება) / UX (User Experience)
მომხმარებლი ს საერთო გამოცდილება პროდუქტის ან სისტემის გამოყენებისას.
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებამ გაზარდა კონვერსიის მაჩვენებელი.
UX დიზაინი (მომხმარებლის გამოცდილებ ის დიზაინი) / UX Design (User Experience Design)
პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესი, მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად
UX დიზაინის გაუმჯობესების შედეგად ვებგვერდზე ნავიგაცია გამარტივდა, რის შედეგადაც მომხმარებლები უფრო სწრაფად პოულობენ სასურველ პროდუქტებს და შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა.
VTC (ნახვის საფუძველზე კონვერსია) / VTC (View Through Conversion)
VTC ხდება მაშინ, როცა მომხმარებელმა იხილა რეკლამა, არ დააკლიკა მასზე პირდაპირ, თუმცა მოგვიანებით შეასრულა სასურველი მოქმედება (მაგალითად, ყიდვა ან რეგისტრაცია).
მომხმარებელი ნახავს სარეკლამო ბანერს ახალი პროგრამისთვის, თუმცა არ დააკლიკებს. ორი დღის შემდეგ კი პირდაპირ ვებსაიტზე შედის და პროგრამას ყიდულობს. ეს ითვლება VTC-ად.
WEBHOOK (ავტომატური შეტყობინება) / WEBHOOK
საშუალება, რო მლითაც აპლიკაცია ან სერვისი ავტომატურად აგზავნის რეალურ დროში მონაცემებს ან შეტყობინებებს სხვა სისტემაში კონკრეტული მოვლენის მოხდენისას.
როდესაც ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდება ვებსაიტზე, ავტომატური შეტყობინება გაიგზავნა CRM სისტემაში
YOY (წლიდან წლამდე) / YOY (Year on Year)
YOY ამოწმებს ერთი პერიოდის შედეგებს გასულ წლის შესაბამის პერიოდთან, ზრდის ან კლების განსაზღვრისთვის.
კომპანიის შემოსავალი 2026 წლის მარტში არის $120,000, შედარებით 2025 წლის მარტთან - $100,000. ეს არის 20%-იანი წლიდან წლამდე ზრდა.
ადაპტირებადი ვებგვერდი / Responsive Website
ვებგვერდი, რომელიც ავტომატურად ერგება სხვადასხვა მოწყობილობის ეკრანის ზომას.
ადაპტირებადი ვებგვერდი სწორად მუშაობს როგორც კომპიუტერზე, ისე მობილურზე.
ადგილზე გადახდა (COD) / COD (Cash on Delivery)
გადახდის მეთოდი, სადაც მომხმარებელი ნაღდი ფულით იხდის შეკვეთის მიღებისას.
ბევრ მომხმარებელს რეგიონში ჯერ კიდევ ურჩევნია ადგილზე გადახდა ონლაინ გადახდას.
ავთენტიფიკაცია / Authentication
უსაფრთხოების პროცესი, რომლის დროსაც ხდ ება მომხმარებლის ვინაობის დადასტურება (მაგ. პაროლის, SMS კოდის ან ბიომეტრიის გამოყენებით).
სისტემაში შესვლისას მომხმარებელმა გაიარა აუთენტიფიკაცია SMS კოდის შეყვანით.
ავტორ იზაცია / Authorization
უსაფრთხოების პროცესი, რომლის დროსაც სისტემა ადასტურებს, რომ მომხმარებელს აქვს უფლება გამოიყენოს კონკრეტული სერვისი ან განახორციელოს მოქმედება (მაგ. გადახდა)
ონლაინ გადახდისას ბანკის სისტემა ახდენს ავტორიზაციას, რათა დაადასტუროს ტრანზაქცია
აფილიატი / Affiliate
პირი ან კომპანია, რომელიც ეწევა სხვა კომპანიის პროდუქტებისა თუ მომსახურების პოპულარიზაციას (რეკლამირებას) გაყიდვებიდან მიღებული საკომისიოს სანაცვლოდ.
ბლოგერი გახდა აფილიატი და იღებს 10% საკომისიოს თითოეულ გაყიდვაზე, რომელიც მისი ბმულიდან განხორციელდა.
აქცია / Promotion
სპეციალური შეთავაზება, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ფასდაკლებას ან დამატებით სარგებელს.
მაღაზიამ დაიწყო აქცია შერჩეულ პროდუქტებზე 20%-იანი ფასდაკლებით.
ბანდლინგი / Bundling (პროდუქტების დაჯგუფება)
მარკე ტინგული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ერთ პაკეტად შეთავაზებას მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შესაქმნელად. როგორც წესი, ასეთი პაკეტის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე მასში შემავალი თითოეული ნივთის ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
მაღაზიამ გაყიდა შამპუნი და კონდიციონერი ერთად სპეციალურ ფასად, რაც ცალკე შეძენაზე იაფი გამოვიდა.
ბარათის გამომშვები ბანკი / Issuer / Issuing Bank
ბანკი, რომელიც გასცემს მომხმარებლის გადახდის ბარათს და ამტკიცებს მის ტრანზაქციებს.
ბარათის გამომშვებმა ბანკმა ტრანზაქცია უკმარი თანხის გამო უარყო.
ბოლო მილის მიწოდება / Last-Mile Delivery
მიწოდების პროცესის ბოლო ეტაპი, როდესაც გზავნილი ცენტრიდან პირდაპირ მომხმარებლამდე მიაქვთ.
ბოლო მილის მიწოდება ხშირად გზავნილის პროცესის ყველაზე ძვირი ნაწილია.
ბოუნს რეითი / Bounce Rate (უარყოფის მაჩვენებელი)
მაჩვენებელი, რომელიც ზომავს იმ ვიზიტორების რაოდენობას, რომლებიც ტოვებენ ვებგვერდს მხოლოდ ერთი გვერდის ნახვის შემდეგ, ყოველგვარი დამატებითი ქმედების (მაგალითად, ბმულზე დაწკაპუნება ან სხვა გვერდზე გადასვლა) გარეშე. იგი გამოითვლება ერთი გვერდის ნახვით დასრულებული ვიზიტების რაოდენობის გაყოფით ვებგვერდზე შემოსულ ვიზიტორთა საერთო რაოდენობაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში.
თუ 1,000 ვიზიტორიდან 600 მხოლოდ მთავარ გვერდს ნახავს და გავა, Bounce Rate იქნება 60%.
გადავადებული შეკვეთა / Backorder
შეკვეთა პროდუქტზე, რომელიც დროებით არ არის მარაგში, მაგრამ შესრულდება მარაგის შევსების შემდეგ.
მომხმარებელმა გააფორმა გადავადებული შეკვეთა და ნივთს მარაგის შევსების შემდეგ მიიღებს.
გადასახადები / Taxes
დამატებითი გადასახადები, რომლებიც პროდუქტზე კანონმდებლობით არის დაწესებული.
გადასახადები ავტომატურად ითვლება გადახდის ეტაპზე.
გადასახადის გარეშე / FOC (Free of Charge)
გადასახადის გარეშე
სატესტო ნიმუშები უფასოდ გაეგზავნა კლიენტებს.
გადახდა თითო ნახვაზე / PPV (Pay Per View)
ვიდეო რეკლამის ფასების მოდელი, სადაც გადახდა ხდება ყოველი ნახვისას.
ვიდეო კამპანიამ გამოიყენა PPV მოდელი YouTube-ზე.
გადახდის დამმუშავებელი / Payment Processor
კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ ფინანსური ტრანზაქციების დამუშავებას.
გადახდის დამმუშავებელი ამოწმებს ტრანზაქციას თანხის გადარიცხვამდე.
გადახდის პლატფორმა / Payment Gateway
ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ გადახდების უსაფრთხო დამუშავებას.
ვებგვერდი იყენებს გადახდის პლატფორმას ბარათით გადახდისთვის.
გადახდის სერვისის პროვაიდერი (PSP) / PSP (Payment Service Provider)
კომპანია, რომელიც ბიზნესებს ელექტრონული გადახდების მიღების შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მეთოდით.
მაღაზიამ ინტეგრირება გაუკეთა PSP-ს ბარათების, საფულეებისა და საბანკო გადარიცხვების მისაღებად.
გამორჩეული პროდუქტები / Featured Products
ონლაინ მაღაზიაში გამორჩეული პროდუქტები მათი ხილვადობის გასაზრდელად.
მთავარი გვერდი აჩვენებს გამორჩეულ პროდუქტებს, რომლ ებიც განსაკუთრებით პოპულარულია.
გამოსახულების ფორმატები / JPEG & PNG
პიქსელზე დაფუძნებული სურათის ფორმატები ფიქსირებული განზომილებით.
ლოგოს ატვირთვა შესაძლოა JPEG ან PNG ფორმატში.
გამოყენების სიმარტივე / Usability
რამდენად მარტივია მომხმარებლისთვის ვებგვერდის გამოყენება და ნავიგაცია.
ბესაიტის გამოყენების სიმარტივე ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას.
გამოწერის სერვისი / Subscription Service
ბიზნეს მოდელი, სადაც მომხმარებლები რეგულარულად იხდიან პროდუქტის ან სერვისის გამოყენებისთვის.
კომპანია მომხმარებლებს ყოველთვიურ გამოწერის სერვისს სთავაზობს.
გამყიდველი / Seller
ინდივიდი ან ბიზნესი, რომელიც პროდუქტებს ყიდის, ხშირად ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
მარკეტფლეისმა ყველა გამყიდველი შეამოწმა პროდუქციის განთავსების უფლების მინიჭებამდე.
განაცხადის გაუქმება / Opt-out
პროცესი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი წყვეტს მარკეტინგული შეტყობინებების მიღებას.
თითოეულ საინფორმაციო წერილს აქვს გამოწერის გაუქმების ბმული.
განმეორებითი შესყიდვის მაჩვენებელი / Repeat Purchase Rate
მომხმარებელთა პროცენტული წილი, რომლებიც ერთზე მეტ შესყიდვას აკეთებენ მაღაზიაში.
განმეორებითი შესყიდვის მაჩვენებლის ზრდა მომხმარებელთა ლოიალობის ზრდაზე მიუთითებდა.
გაყიდვების ძაბრი / Sales Funnel
მარკეტინგული მოდელ ი, რომელიც აღწერს მომხმარებლის მოგზაურობას საწყისი ეტაპიდან (ინტერესის გაჩენა) საბოლოო შესყიდვამდე.
გაყიდვების ძაბრის თითოეული ეტაპის ოპტიმიზაცია აუცილებელია კონვერსიის გასაზრდელად.
გაყიდული საქონლის მთლიანი ღირებულება (GMV) / GMV (Gross Merchandise Value)
პლატფორმის მეშვეობით გაყიდული საქონლის მთლიანი ღირებულება განსაზღვრულ პერიოდში, ხარჯების გამოკლებამდე.
მარკეტფლეისმა დღესასწაულების სეზონზე GMV-ის ძლიერი ზრდა დააფიქსირა.
გვერდზე გამოჩენილი ფანჯარა / DRAWER
სლაიდერი, რომელიც ჩნდება ვებგვერდზე კონტენტის მისაწვდომად (მაგ. მინი კალათა, ვალუტის გადამრთველი).
ვებსაიტმა გამოიყენა ფანჯარა კალათის წინასწარი ნახვისთვის.
გვერდის ნახვები / Page Views
ვებსაიტის გვერდების ჩატვირთვის ან ნახვის საერთო რაოდენობა.
გვერდის ნახვები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბლ ოგპოსტი სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
გზავნილის თვალთვალის ნომერი / Tracking Number
გზავნილისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც მომხმარებელს მიწოდების სტატუსის მონიტორინგ ის საშუალებას აძლევს.
მომხმარებელმა გზავნილის თვალთვალის ნომერი გამოიყენა პაკეტის სტატუსის ონლაინ თვალყურის დევნებისთვის.
გუნდის პლატფორმა / TW (Teamwork platform)
ონლაინ პლატფორმა, რომელიც ეხმარება გუნდებს თანამშრომლობაში, პროექტების მართვაში, დავალებების დანიშვნაში და პროგრესის თვალყურის დევნებაში ერთ ცენტრალურ სივრცეში.
მარკეტინგის გუნდი იყენებს ფლატფორმას, კამპანიების დაგეგმვისა და ვადების კონტროლისთვის.
დაბრუნების პოლიტიკა / Return Policy
წესები და პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს პროდუქტისა და თანხის დაბრუნებას.
დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია 14 დღეში.
დამატებითი გაყიდვა / Upselling
გაყიდვის ტექნიკა, როცა მომხმარებელს სთავაზობენ უფრო ძვირ ან გაუმჯობესებულ ვერსიას იმ პროდუქტის, რასაც უკვე აპირებს რომ იყიდოს.
კლიენტის დარწმუნება, რომ შეიძინოს უკეთესი პროდუქტი, "სტანდარტული" პროდუქტის ნაცვლად.
დაწკაპუნების მაჩვენებელი / CTR (Click Through Rate)
პროცენტული მაჩვენებელი იმ ადამიანებისა, რ ომლებმაც დააკლიკეს რეკლამაზე მას შემდეგ, რაც ნახეს რეკლამა.
ელექტრონული ფოსტის კამპანიამ მიაღწია 8%-იან CTR-ს.
დროპშიპინგი / Dropshipping
ბიზნეს მოდელი, რომლის დროსაც საცალო მოვაჭრე (რითეილერი) არ ინახავს პროდუქციას საწყობში. ამის ნაცვლად, შეკვეთის მიღებისას, ის პროდუქტს პირდაპირ მომწოდებლისგან მომხმარებელთან აგზავნის.
ონლაინ მაღაზია იღებს შეკვეთას, აგზავნის ინფორმაციას მომწოდებელთან და პროდუქტი პირდაპირ მომხმარებელთან იგზავნება საწყობის გარეშე.
ევროპული პროდუქტის ნომერი / EAN (European Article Number)
უნიკალური რიცხვითი კოდი (შტრიხკოდი/ბარკოდი), რომელიც ენიჭება პროდუქტს საერთაშორისო იდენტიფიკაციისთვის.
პროდუქტის შტრიხკოდი არის მისი EAN.
ელ.ფოსტის სერვისის მიმწოდებელი / ESP (Email Service Provider)
პლატფორმა, რომელიც აგზავნის მასობრივ ელ-ფოსტებს და მართავს ელ-ფოსტის მარკეტინგულ კამპანიებს.
Mailchimp პოპულარული ელექტრონული ფოსტის სერვისია
ელექტრონული კომერცია / eCommerce
ეს არის პროდუქციისა ან/და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტის საშუალებით.
ინტერნეტ მაღაზიიდან ტანსაცმლის შეძენა ელექტრონული კომერციის მაგალითია.
ელექტრონული კომერციის მეტრიკები / Ecommerce Metrics
ინდიკატორები, რომლებიც გამოიყენება ონლაინ მაღაზიის მუშაობის შესაფასებლად (კონვერსია, ტრეფიკი და სხვ.).
მარკეტინგის გუნდი ყოველდღიურად აკვირდება ელექტრონული კომერციის მეტრიკებს გაყიდვებისა და მომხმარებელთა ქცევის გასაანალიზებლად.
ერთი დაწკაპუნების ღირებულება / CPC (Cost Per Click)
CPC არის ციფრული რეკლამის მეტრიკა, რომელიც აჩვენებს, რამდენს უხდის რეკლამატორი თითოეულ მომხმარებელზე, რომელმაც დააკლიკა რეკლამა.
კომპანია მართავს Google Ads კამპანიას ახალი პროდუქტისათვის. თითოეული კლიკი რეკლამაზე ღირს $0.50. თუ 200 ადამიანი დააკლიკავს, საერთო CPC ხარჯი იქნება $100.
ერთი იყიდე, მიიღე ერთი უფასოდ / BOGOF (Buy One, Get One Free)
პრომოაქცია, სადაც კლიენტი დამატებით ნივთს უფასოდ იღებს ერთი ნივთის შეძენისას.
მაღაზიამ ჩაატარა BOGOF პრომოაქცია სასმელებზე. მომხმარებლებმა შეიძინეს ერთი სასმელი და მიიღეს მეორე უფასოდ.
ერთიანი კომერცია / Unified Commerce
სტ რატეგია, რომელიც აერთიანებს ყველა გაყიდვების არხსა და უკანა სისტემას ერთ დაკავშირებულ პლატფორმაში.
ერთიანმა კომერციამ პერსონალს ერთიანი ხედვა მისცა მარაგზე ყველა მაღაზიასა და ვებსაიტზე.
ექვაირინგი / ექვაიერი / Acquiring / Acquirer
ბანკი ან ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მოვაჭრის სახელით ამუშავებს ბარათით გადახდებს.
მოვაჭრის ექვაიერმა დღის ბარათის ტრანზაქციები მეორე დღეს დილით დაასრულა.
ექსპრეს მიწოდება / Express Delivery
მიწოდების უფრო სწრაფი, ხშირად პრემიუმ ვარიანტი, რომელიც შეკვეთას სტანდარტულზე უფრო სწრაფად აწვდის.
მომხმარებლებმა დამატებით გადაიხადეს ექსპრეს მიწოდებაზე, რათა შეკვეთა 24 საათში მიეღოთ.
ვებ დიზაინი / Web Design
ვებგვერდის ვიზუალური სტრუქტურისა და დიზაინის შექმნის პროცესი.
კარგი ვებ დიზაინი ზრდის მომხმარებლის ჩართულობას.
ვებგვერდის უსაფრთხოება / Site Security
ზომები და პროტოკოლები, რომლებიც იცავს ვებგვერდს უსაფრთხოების საფრთხეებისგან.
ძლიერი ვებგვერდის უსაფრთხოება იცავს მომხმარებლის მონაცემებს.
ვერტიკალური ბაზრები / Vertical Marketplaces
ონლაინ პლატფორმები, რომლებიც კონკრეტულ ინდუსტრიაზე ან პროდუქტის კატეგორიაზე სპეციალიზდება.
ვერტიკალური ბაზრები კონკრეტულ ნიშურ ბაზრებს ემსახურება.
ვექტორული გამოსახულება / SVG
ვექტორული სურათის ფორმატი, რომელიც ინარჩუნებს სიმკვეთრეს ნებისმიერ ზომაზე.
ლოგოები მიეწოდება SVG ფორმატში, რათა შესაძლებელი იყოს მათი ზომის შეცვლა ხარისხის დაკარგვის გარეშე
ვიზუალური ძიება / Visual Search
საძიებო მეთოდი, რომელიც მომხმარებელს ფოტოს ატვირთვით ან გადაღებით პროდუქტის პოვნის საშუალებას აძლევს საკვანძო სიტყვების აკრეფის გარეშე.
ვიზუალურმა ძიებამ მყიდველებს ფოტოს ატვირთვით მსგავსი ფეხსაცმლის პოვნის საშუალება მისცა.
თანხის დაბრუნება / Refund
მომხმარებლისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება, ჩვეულებრივ დაბრუნებული ან გაუქმებული შეკვეთისთვის.
მაღაზიამ თანხის დაბრუნება დაბრ უნებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაამუშავა.
თანხმობის გაცემა / Opt-in
მომხმარებლის მიერ გაცემული ნებართვა მარკეტინგული კომუნიკაციების მისაღებად.
მომხმარებელმა უნდა გასცეს თანხმობა სარეკლამო წერილების მისაღებად.
თაღლითობის გამოვლენა / Fraud Detection
სისტემები და პროცესები, რომლებიც გამოიყენება თაღლითური ტრანზაქციების იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილებისთვის.
პლატფორმის თაღლითობის გამოვლენის სისტემამ არასტანდარტული შესყიდვის ნიმუში დააფიქსირა.
თვეების განმავლობაში ცვლილება / MOM (Month on Month)
მეტრიკა, რომელიც გამოიყენება ერთი თვის მონაცემების შედარებისთვის წინა თვის მონაცემებთან, რათა დაითვალოს ზრდა, ტენდენციები ან ცვლილებები.
კომპანიის გაყიდვები იანვარში იყო $50,000, ხოლო თებერვალში $55,000. თვიური (MOM) ზრდა არის (($55,000 - $50,000) ÷ $50,000) × 100 = 10%.
თიზერი / Teaser
მოკლე ვიდეო ან ვიზუალი, რომელიც ინტერესს იწვევს პროდუქტთან ან ღონისძიებასთან დაკავშირებით.
თიზერმა პროდუქტის გამოშვებამდე დიდი ინტერესი გამოიწვია.
იმავე დღეს მიწოდება / Same-Day Delivery
მიწოდების ვარიანტი, როდესაც შეკვეთა იმავე დღეს ბარდება მომხმარებელს, როცა გაფორმდა.
იმავე დღეს მიწოდება პოპულარული გახდა ბოლო წუთის საჩუქრის მყიდველებში.
ინფლუენსერ მარკეტინგი / Influencer Marketing
მარკეტინგული მიდგომა, რომელიც პროდუქტების პოპულარიზაციისთვის სოციალურ ქსელებში გავლენიან პირებს იყენებს.
ბრენდის ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიაში სამი პოპულარული ლაიფსტაილ შემქმნელი მონაწილეობდა.
იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით (BNPL) / BNPL (Buy Now, Pay Later)
გადახდის ვარიანტი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის დაუყოვნებლივ მიღებისა და თანხის განვადებით გადახდის საშუალებას აძლევს.
BNPL-მა ძვირადღირებული ავეჯი უფრო ხელმისაწვდომი გახადა ყოველთვიური გადახდების მეშვეობით.