

Networking Events
„Networking Event“-ები წარმოადგენს „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დინამიკურ ინიციატივას, რომელიც შექმნილია ექსკლუზიურად წევრი კომპანიებისთვის.
ღონისძიებები ტარდება წელიწადში რამდენჯერმე და ქმნის პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოს, სადაც წევრებს შესაძლებლობა აქვთ, დაამყარონ ახალი კონტაქტები, გააღრმავონ არსებული კავშირები და ჩამოაყალიბონ ახალი პარტნიორობები.
„Networking Event“ - ებში მონაწილე კომპანიებს საშუალება აქვთ წარადგინონ პრეზენტაციები, გააზიარონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ღონისძიება იქცევა სივრცედ, სადაც მონაწილეები:
იცნობენ ასოციაციის წევრ კომპანიებს ახლო, არაფორმალურ გარემოში
პოულობენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და შესაძლო კოლაბორაციებს
იღებენ რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას
ზრდიან საკუთარი ბრენდის ხილვადობას
მონაწილეობენ ინოვაციურ და ინსპირაციულ შეხვედრებში
„Networking Event“ -ებში მონაწილე კომპანიებს მუდმივად აქვთ წვდომა იქომერს სექტორში მიმდინარე სიახლეებზე, ტენდენციებზე და საუკეთესო პრაქტიკებზე, რაც მათ აძლევს საშუალებას მუდმივად იყვნენ კონკურენტუნარიანნი.
ჩვენი „Networking Event“ - ები არის ადგილი, სადაც იბადება იდეები, მყარდება კავშირები და პარტნიორობები რეალობად იქცევა —პლატფორმა, რომელიც აძლიერებს როგორც ინდივიდუალური კომპანიების, ისე მთელი ასოციაციის ეკოსისტემას.





