გვინდა სიხარულით გაცნობოთ რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Abacus.
კომპანია აბაკუსი არის საბუღალტრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. „აბაკუსი“ დაარსების დღიდან, დღემდე 250-მდე სტარტაპს, მცირე და საშუალო ბიზნესს უწევს საბუღალტრო მომსახურებას, რომლებიც მოიცავენ სხვადასხვა სფეროს. აბაკუსის პროფესიონალების გუნდი ინოვაციური მიდგომებით ეხმარება კომპანიებს მათი ბიზნესის ზრდა-განვითარებაში, სამუშაო პროცესების დახვეწასა და შესაძლო რისკების გამოვლენაში. კომპანია მაქსიმაურად უწყობს ხელს კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც ასევე გულისხმობს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას და მათ დასაქმებას.
აბაკუსის გუნდის მიზანია მომხმარებელის საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდება, რათა დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მაქსიმალურად ეფექტიანად მართონ თავიანთი ბიზნესი, დაზოგონ დრო და ფინანსები, შესაბამისად უზრუნველყონ გრძელვადიანი ბიზნეს წარმატება. „აბაკუსის“ უპირატეობა არის ის, რომ კომპანია არა მხოლოდ საბუღალტრო და ფინანსური კუთხით უწევს მომსახურებას ფირმებს, არამედ უწევს კონსულტაციებს მცირე და საშუალო ბიზნესებს, რათა შეძლონ ბაზარზე თავის დამკვიდრება.
კომპანია „აბაკუსი“ მოხარულია რომ სარგებლობს სანდოობითა და საიმედოობით საკუთარ მომხმარებლებში, რაც კომპანიას აყალიბებს ერთ დიდ გუნდად.
კომპანია „აბაკუსი“ მომხმარებელს შემდეგი სახის მომსახურებას სთავაზობს:
• ბუღალტრული აღრიცხვა და წარმართვა
• ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა და აუდიტი
• ელექტრონული დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება
• წლიური ბალანსის, მოგება-ზარალის შედგენა
• ბუღალტრული აღრიცხვის მუდმივი, დისტანციური ზედამხედველობა
• კონსულტაცია ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
• გადასახადების დაანგარიშება
• შრომის ანაზღაურების დაანგარიშება
• მოწოდებული დოკუმენტაციის დამუშავება
• მონაცემების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში (ORIS,FINA და ა.შ.)
• საგრანტო პროექტების ბიუჯეტის მომზადება და ბუღალტრული აღრიცხვა
• პირველადი დოკუმენტაციის შედგენა-მოწესრიგება
ასოციაციის წევრობა საშულებას გვაძლევს მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს თანამედროვე და პროგრესულ ბიზნეს საზოგადოებასთან. დროულად განვსაზღვროთ მათი მოთხოვნები. არსებული სერვისები მეტად ორიენტირებული გავხადოთ მომხმარებელზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სანდოობა კონკრეტული კომპანიის სერვისის არჩევისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ასოციაცის წევრობა გაზრდის ჩვენს ცნობადობას, საშუალებას მოგვცემს მივიღოთ და გავაზიაროთ მეტი ინფორმაცია, გავეცნოთ სიახლეებს და გავამყაროთ ის ნდობა, რომელიც მომხმარებელს სჭირდება კომპანიის შერჩევისას.
Comments