top of page

E-commerce ციფრული რეკლამის უფროსი სპეციალისტი

5 days ago
2 min read

სამუშაო განაკვეთი: სრული


„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidasდა სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს E-commerce ციფრული რეკლამის უფროს სპეციალისტს.

 

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;

  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;

  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;

  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;

  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;

  • სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მედია გეგმის მომზადება ბიზნესისა და მარკეტინგული მიზნების შესაბამისად;

  • სარეკლამო კამპანიების დამოუკიდებლად აწყობა და მართვა სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე;

  • კამპანიების ყოველდღიური მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;

  • სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და ეფექტიანობის მუდმივი კონტროლი;

  • ძირითადი მაჩვენებლების ROAS, CAC/CPA, Conversion Rate, Revenue და სხვა KPI-ების ანალიზი;

  • კამპანიების სტრუქტურის, აუდიტორიების, კრეატივების, bidding-ისა და placement-ების ტესტირება და ოპტიმიზაცია;

  • Tracking-ისა და მონაცემების სისწორის კონტროლი, მათ შორის GA4-ის, Pixel-ის/Conversion Tracking-ისა და UTM-ების გამართულობის მონიტორინგი და პრობლემების იდენტიფიცირება;

  • პერიოდული რეპორტინგი, შედეგების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება;

  • ციფრული რეკლამის ახალი შესაძლებლობებისა და ტრენდების მოძიება, შეფასება და დანერგვა;

  • Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • ციფრული რეკლამის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • E-commerce/Performance Marketing-ის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;

  • Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის მაღალ დონეზე ცოდნა და კამპანიების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;

  • Google Analytics 4-ის ცოდნა და მონაცემების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;

  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • Tracking-ისა და attribution-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

  • უპირატესობად ჩაითვლება დამატებით სარეკლამო და ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებას!


 
 
bottom of page