Product Owner
- guntsadze
- Nov 6
- 1 min read
შემოუერთდი TNET ის ციფრულ ეკოსისტემას Swoop.ge-ის Product Owner-ის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი:თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი:სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00
შენი როლი თინეთში:
პროდუქტის სტრატეგია/მიზნების განსაზღვრა (1 წლის ან გრძელვადიან ჭრილში) და მისი ეტაპობრივი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება;
სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე კონკრეტული და გაზომვადი მიზნების ჩამოყალიბება, რაც პროექტის ფარგლებში უნდა იქნას მიღწეული;
პროდუქტების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და დამტკიცებული მიზნების ეფექტურად განხორციელება;
პრიორიტეტული დავალებების ჩამოყალიბება/განსაზღვრა;
Backlog management, iteration planning, user stories განვითარების უზრუნველყოფა;
პროდუქტთან დაკავშირებული რეპორტინგი სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან, ბაზრის და კონკურენტი კომპანიების რეგულარული კვლევა/ანალიზი;
პროდუქტის შესახებ (ახალ ფუნქციონალზე ან ნებისმიერი სხვა ტიპის მოდიფიკაციაზე) დაინტერსებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება;
ახალი ინოვაციური პროდუქტების/მახასიათებლების და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა;
კოორდინაცია გაუწიოს და ხელი შეუწყოს გუნდში არსებული სხვადასხვა რგოლებს შორის სწორ კომუნიკაციას და პროექტის ეფექტურად მართვას.
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
გაქვს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გაქვს უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების, პროექტების მენეჯმენტში, ან/და მომიჯნავე სფეროში);
იცი ინგლისური ენა B2 დონეზე;
გაქვს Agile მეთოდოლიგიით მუშაობის გამოცდილება;
გაქვს JIRA-ში მუშაობის გამოცდილება.
თინეთში დაგხვდება:
ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
ჯანმთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:
გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge
შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


