top of page

როგორ გამოვიყენოთ AI (ხელოვნური ინტელექტი) eCommerce ბიზნესისთვის?



თუ მომხმარებელმა კალათი მიატოვა - ChatGPT დაგეხმარებათ.


კომპანია OpenAI-მ ChatGPT არც ისე დიდი ხნის წინ წარმოადგინა, თუმცა, მან უკვე მოასწრო, თავისი ადგილი ეპოვა თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის eCommerce მიმართულებითაც. ხელოვნური ინტელექტი ამ სფეროს წარმომადგენლებს ეხმარება გაყიდვების გაზრდასა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. ასევე, ის ძალიან ეფექტურია მონაცემთა ბაზების დამუშავების მხრივ. 


ამ სტატიაში ვისაუბრებთ ChatGPT-ის ელექტრონულ კომერციაში გამოყენების იმ 3 მეთოდზე, რომლებიც დაგეხმარებათ რუტინული საქმის გამარტივებასა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზირებაში.


  1. ChatGPT მენეჯერის როლში

თუ მომხმარებელმა დატოვა კალათი - ChatGPT-ის გამოყენება შეიძლება ასისტენტის რანგში, რომელიც გაზრდის მომხმარებლის მიერ შენაძენის დასრულების ალბათობას, კალათის დატოვების შემთხვევაში. ასე მაგალითად: 

  • ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებლებისთვის ავტომატურ რეჟიმში შესახსენებელი შეტყობინებების გაგზავნა, რაც მათ საიტზე დააბრუნებს. ასევე, შესაძლებელია, ასეთ შეტყობინებებში გამოყენებულ იქნას ფასდაკლებებისა და პრომოკოდების შეთავაზება, რათა ყიდვის მოტივაცია გაიზარდოს.

  • დამატებითი ინფორმაციის გაგზავნა პროდუქტთან დაკავშირებით. ChatGPT-ის სწორად მომართვის შემთხვევაში, ის მიაწვდის მომხმარებლებს კალათაში არსებული პროდუქტის შესახებ დამატებით ინფორმაციას, უპასუხებს მათ შეკთხვებს გადახდისა და მიწოდების შესახებ და მისცემს რჩევას შენაძენთან დაკავშირებით.

  • პერსონალიზებული შეთავაზების გაკეთება. ChatGPT-ს შეუძლია, გააანალიზოს მონაცემები მომხმარებლის მიერ გაკეთებულ შესყიდვებთან დაკავშირებით და შესთავაზოს სხვა პროდუქცია, რომელიც მას შესაძლოა მოეწონოს ან აინტერესებდეს. ხელოვნურ ინტელექტს ასევე შეუძლია მოამზადოს სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც სავარაუდოდ გაზრდის გაყიდვებს.

  • კალათის დატოვების მიზეზების გაანალიზება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ფარგლებში შედის, რომლის დროსაც ის ავლენს თუ რის გამო შეწყვიტა მომხმარებელმა შესყიდვის პროცესი. ეძებს პრობლემის აღმოფხვრის გზებს, რომლებიც იწვევს ყიდვაზე უარის თქმას და ამზადებს რეკომენდაციებს შეკვეთა-შესყიდვის პროცესის გასაუმჯობესებლად, რაც ბიზნესს ეხმარება სამომხმარებლო გამოცდილების სრულყოფაში.


  1. მაღაზიის მარაგების მართვა

ChatGPT-ის შეუძლია დაგვეხმაროს eCommerce ბიზნესის მარაგების, ე.წ. სტოკების მართვაში, მოგვაწოდოს სასარგებლო ინფორმაცია მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებისთვის და ა.შ. აღნიშნულ ოპერაციებს შორის არის:

  • მოთხოვნის პროგნოზირება - თუკი ჩატს მივაწვდით შესაბამის ინფორმაციას, ის გააანალიზებს მონაცემებს მოსალოდნელი გაყიდვების, მომხმარებელთა გამოხმაურებებისა და სხვა ფაქტორების შესახებ, რაც გავლენას ახდენს მოთხოვნაზე. დასკვნებზე დაყრნობით, ის მოამზადებს პროგნოზს სამომავლო მოთხოვნაზე და გვირჩევს, რა რაოდენობის მარაგი უნდა ვიქონიოთ სამომავლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

  • მოთხოვნების მონიტორინგი - ChatGPT-ს ასევე შეუძლია საქონლის მარაგების მონიტორინგის განხორციელება და რეკომენდაციების მოცემა მათ დასაბალანსებლად. წინასწარ გაფრთხილება, რომელიმე საქონლის არასაკმარისი მარაგის არსებობაზე და მისი გაზრდის ან შემცირების შესახებ რჩევის მოცემა.

  • ოპტიმიზაცია - ChatGPT-ს შეგვიძლია, ვთხოვოთ საქონლის მარაგების ოპტიმიზაციის გაკეთება, თუკი მას მივაწვდით შესაბამის რეკომენდაციებს. ის მოგვიმზადებს რჩევებს მიწოდების დროის ცვლილებებთან, შეკვეთების პროცესებთან და მარაგების შენახვის ხარჯების მინიმუმადე დაყვანასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ChatGPT-ს შეუძლია გაგვაფრთხილოს საწყობში არსებული საქონლის ჭარბი მარაგების თაობაზეც.


  1. პირადი ასისტენტი

ChatGPT-ის ძირითადი ფუნქცია, კერძოდ - შეკითხვებზე პასუხების გაცემა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია eCommerce სფეროს წარმომადგენლების საქმის გასამარტივებლად. ხელოვნური ინტელექტისთვის შესაძლებელია შემდეგი საკითხების დავალება:

  • მონაცემების გაანალიზება - ChatGPT-ს შეუძლია დაგვეხმაროს მონაცემების გაანალიზებაში და რეკომენდაცია მოგვცეს სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაზრდის მხრივ. მაგალითად, მას საშუალება აქვს გააანალიზოს გაყიდვების პროცესი და გვირჩიოს, დამატებით რომელი საქონელი უნდა შევიტანოთ ასორტიმენტში.

  • შეხსენებების მონიტორინგი - ხელოვნური ინტელექტის ჩატს შეგიძლიათ დაავალოთ თქვენი ბრენდის შეხსენებითი შეტყობინებების მონიტორინგი მედიასა და სოც-ქსელებში, ასევე, რეკომენდაციების მომზადება მომხმარებლებთან ურთიერთობის საკითხის გაუმჯობესებისთვის. 

  • საკითხების გადანაწილება - სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში, ChatGPT გადაანაწილებს დავალებებს თქვენი გუნდის წევრებს შორის და ყველას შეახსენებს საკითხების შესრულების ვადებს. ხელოვნური ინტელექტი ასევე დაგეხმარებათ პროექტების კოორდინაციასა და თანამშრომლებთან კომუნიკაციაში.


როგორ დავაპროგრამოთ ამოცანები ChatGPT-თვის?

ChatGPT-ში მოთხოვნების ფორმულირება eCommerce სფეროს წარმომადგენლებისთვის შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტექსტისა და დავალების მიხედვით. თუმცა, მოთხოვნების ფორმულირების ძირითადი წესებიდან, შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

  • იყავით კონკრეტული და ზუსტი მოთხოვნის აღწერაში;

  • მოთხოვნები დასვით შეკითხვების და არა მტკიცებით ფორმაში;

  • გამოიყენეთ მკაფიო, საკვანძო სიტყვები, რომლებიც დაეხმარება ChatGPT-ს გაიგოს მოთხოვნის კონტექსტი;

  • მოერიდეთ რთულ ფრაზებს და ტერმინებს და გამოიყენეთ მარტივი, გასაგები ენა, როცა ესაუბრებით ChatGPT-ს. გაითვალისწინეთ, რომ ინგლისურ ენაზე გაცილებით კონკრეტულ და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებთ, ვიდრე რომელიმე სხვაზე;

  • მოთხოვნას დაურთეთ კონტექსტი, თუ ეს აუცილებელია. მაგალითად, თუ მოთხოვნა კონკრეტულ საქონელს ეხება, შეგიძლიათ დაამატოთ მისი სახელწოდება და მიუთითოთ, რომელ კატეგორიას განეკუთვნება;

  • შეამოწმეთ მოთხოვნები გრამატიკულ შეცდომებზე, რათა ChatGPT-ის შესაძლებლობა ჰქონდეს უკეთ გაიგოს რას ეუბნებით;

  • ერთ მოთხოვნაში არ დასვათ ბევრი შეკითხა, სჯობს დაყოთ ისინი ჩატებად. ამისთვის საკმარისია ყოველი შეკითხვის დასმისას, ახალი ჩატი დაიწყოთ.


ChatGPT შეიძლება ნამდვილად სასარგებლო იყოს eCommerce სფეროსთვის და მთლიანობაში, შეამსუბუქოს ყოველდღიური რუტინული საქმიანობა, რაც დაგეხმარებათ, კონცენტრირდეთ ბიზნესის უფრო მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა - პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიები.

Comments


bottom of page