top of page

სთორითელინგი მარკეტფლეისებზე 

  • guntsadze
  • 1 day ago
  • 2 min read

როგორ მოვყვეთ ისტორია საქონლის საინფორმაციო ბარათზე დატანილი კონტენტის საშუალებით და დავეხმაროთ მომხმარებელს ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში როგორ მივიქციოთ მყიდველის ყურადღება მარკეტფლეისზე, განსაკუთრებით ისეთ ნიშაში, სადაც შეთავაზებები ბევრია? როგორ მივიქციოთ მომხმარებლის ყურადღება ჩვენს საქონელზე ისე, რომ გამორჩეული ვიყოთ კონკურენტების ფონზე? ამ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდზე - სთორითელინგზე.

რა არის სთორითელინგი - ამბის თხრობა

სთორითელინგი - ეს არის ამბის თხრობის უნარი. მარკეტინგში კი ეს ნიშნავს ბრენდის იდეების და ფასეულობების გადმოცემის უნარი გასართობ ფორმატში.

აგრესიული მეთოდებისგან განსხვავებით, სთორითელინგი საშუალებას იძლევა ინფორმაცია გავაზიაროთ რბილად და თავს მოხვევის გარეშე. მაგალითად, ისეთი ამბის საშუალებით, რომლის მიზანია აუდიტორიაში გარკვეული ემოციების გამოწვევა: შთაგონება, სიხარული ან ინტრიგა.

სთორითელინგის დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა ამოცანების გადაჭრა, მაგალითად:

●      კონკურენტებისგან გამოყოფა;

●      სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა;

●      აუცილებელი ემოციების და იდეების გადაცემა;

●      სამიზნე ქმედებებისთვის მოტივირება — მაგალითად, სიახლეების გამოწერა ან ყიდვის გადაწყვეტილების მიღება.

სთორითელინგი მარკეტფლეისებზე

საქონლის საინფორმაციო ბარათი, ისევე როგორც სარეკლამო ტექსტი ან ბანერი, შეიძლება გადმოსცემდეს ბრენდის განწყობას და მის ძირითად ღირებულებებს. ამასთან, მარკეტფლეისებზე არსებობს გარკვეული სპეციფიკა: ისტორიის მოყოლა უმჯობესია ტექსტური და ვიზუალური კონტენტით.

 

E-commerce-ში, გარდა სტატიკური გამოსახულებებისა, გამოიყენება ასევე Rich-კონტენტი და ვიდეო, რომლებიც ახდენენ საქონლის ბარათის ვიზუალის ფორმირებას. თითოეულ ფორმატს აქვს თავისი სპეციფიკა და ამოცანა, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ისტორიის შექმნისას.

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქონლის აღწერის სრულად სთორითელინგით შეცვლა არ ღირს - სჯობს მოხდეს მისი გაერთიანება SEO-თან.

 

კიდევ ერთი ელემენტი, ე.წ. Rich-კონტენტია, რომელსაც მომხმარებელი ხედავს ყველაზე ბოლოს. ამიტომ, მასზე შესაძლებელია ყურადღების მიქცევა სწორი გზავნილების და ვიზუალური მასალის განთავსებით. გარდა ამისა, კონტენტის ამ სახეობაში, შესაძლებელია პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გადმოცემა, რაც ვთქვათ არ შევიდა ინფოგრაფიკაში.

ისტორია უნდა ავსებდეს და ხაზს უსვამდეს საქონლის უნიკალურ თვისებებს და მაქსიმალურ ყურადღებას იპყრობდეს. პროდუქტის შესახებ სთორითელინგის და ძირითიადი ინფორმაციის სწორად შეთავსება, იზიდავს და ინარჩუნებს პოტენციური მყიდველების ყურადღებას.

როგორ მოვყვეთ ან შევქმნათ ისტორია

შეგიძლიათ არსებული ამბის ადაპტაცია მოახდინოთ მარკეტფლეისის ფორმატზე ან შექმნათ ახალი. იმისათვის, რომ სთორითელინგის სტრატეგია სწორად წარმართოთ, საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

 

სამიზნე აუდიტორიის შესწავლა

პოტენციური მყიდველები რომ დააინტერესოს ისტორიამ, საჭიროა მათი ქცევის შაბლონების შესწავლა და ასახვა ღირებულებების სახით სთორითელინგში.

პროდუქტის გამოყენების თავისებურებების გათვალისწინება

ისტორიის შექმნას შეიძლება მივუდგეთ სხვა კუთხითაც, მაგალითად: გავერკვეთ, რატომ ყიდულობენ ამა თუ იმ პროდუქტს ადამიანები. ეს დაგვეხმარება გამოვავლინოთ მომხმარებელთა საჭიროებები და პრობლემები, შემდეგ კი გავაანალიზოთ, როგორ შეძლებს პროდუქტი მათ დახმარებას და ეს ყველაფერი გასგებ და მიმზიდველ ენაზე გადმოვცეთ სთორითელინგში.

 

ბრენდის მხარდაჭერა

ისტორია, რომელსაც სთორითელინგისთვის ვქმნით, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბრენდის ფილოსოფიას და ვიზუალურ ელემენტებს. როგორიცაა მაგალითად: ფერი, ლოგო და ე.წ. tone of voice (დამახასიათებელი სტილისტიკა, რომლითაც ბრენდი ესაუბრება სამიზნე აუდიტორიას ტექსტების, ფოტოების, ვიდეოების, აუდიო და ილსუტრაციული მასალის გამოყენებით) - უნდა მუშაობდეს თხრობაზე და არ ეწინააღმდეგებოდეს მას შინაარსობრივად.

 

პროდუქტის ახსნა-გაცნობა

სთორითელინგში უნდა მოხდეს პროდუქტის უნიკალური თვისებების წარმოჩენა და განმარტება. მომხმარებლისთვის იმის მოყოლა, თუ როგორ ხდება პროდუქტის დამზადება, წარმოება და ნაჩვენები იქნეს პროცესი შიგნიდან, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერის უკან დგანან.

დასკვნა

ისტორიები კონტენტ-მარკეტინგში ასრულებენ მნიშვნელოვან როლს პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის და ბრენდთან მათი ემოციური კავშირის დამყარების კუთხით.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროდუქტის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ყურადღების ცენტრში უნდა დარჩეს. ისტორიამ უნდა შეავსოს და ხაზი გაუსვას საქონლის უნიკალურ თვისებებს და არ ჩაანაცვლოს ძირითადი მახასიათებლები.

 

სთორითელინგის და პროდუქტის აღწერის სწორად შეთავსება, სელერს ეხმარება მიიპყროს პოტენციური მყიდველების ყურადრება, შექმნას გაყივების ზრდის საფუძველი და ააწყოს ნდობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი ურთიერთობა სამიზნე აუდიტორიასთან.


 

 
 
bottom of page