top of page
Image by Adem AY

ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘᲡ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ 

უზრუნველყოფს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებისა და ტაქტიკების შესახებ გაიდლაინებისა და რეკომენდაციების შემუშავებას

საკონსულტაციო სერვისი მიზნად ისახავს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას გაყიდვების ზრდის მიზნით. მეტი შემოსავლების მიღების მიზნით იქომერს ასოციაცია - საქართველო ბიზნესს სთავაზობს ონლაინ პლატფორმებზე ოპერირების სტრატეგიებს და ეხმარება სხვადასხვა პლატფორმებზე პროფილების ოპტიმიზაციაში.

 

მომსახურებაში ასევე შედის კონკურენტების ანალიზი და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ხარისხიანი კონტენტისა და სტრატეგიის შექმნას. 

ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲔᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ?

ციფრული მარკეტინგის სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ იქომერს ბიზნესსა და ორგანიზაციას, რომელსაც სურს გაზარდოს ცნობადობა და გააუმჯობესოს გაყიდვები.

 

ასეთი ორგანიზაციებია მიკრო, პატარა და საშუალო ბიზნესი, სტარტაპები, ელექტრონული კომერციის პლატფორმები და შედარებით დიდი ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ საკუთარი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების ოპტიმიზირება და გაეფექტურება.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲜᲢᲔᲑᲘ

ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ

კომპანიების სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ასოციაციამ შეიმუშავა სამი პაკეტი, რომელიც სთავაზობს ერთმანეთისგან განსხვავებული ზომისა და საჭიროების მქონე კომპანიებს მათზე მორგებულ სერვისებს:

  • Basic Package - საბაზისო პაკეტი

  • Advanced Package - სრული პაკეტი

  • Strategy Implementation Package - სტრატეგიის დანერგვის პაკეტი

BASIC ᲞᲐᲙᲔᲢᲘ

ხანგრძლივობა: 1-2 კვირა

ჩართული კონსულტანტები: Senior და Junior კონსულტანტი

აღწერა: საბაზისო პაკეტი არის საწყისი წერტილი ბიზნესის მდგრადობის, ზრდისა და ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. სერვისი შეიცავს ბიზნესის, ბაზრისა და კონკურენტული ორგანიზაციების კვლევას და არსებული ციფრული აქტივებისა და სტრატეგიების აუდიტს.

აღნიშნული სერვისი ფარავს ციფრული მარკეტინგის ძირითად მიმართულებებს: ონლაინ პლატფორმების ოპტიმიზაცია, კომუნიკაციისა და კონტენტის სტრატეგია, SEO, PPC სტრატეგია და ელექტრონულ პლატფორმებზე ბიზნესის ძებნის ოპტიმიზაცია.

ბიზნესის არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების დასადგენად გამოიყენება კითხვარი, რომელიც 5 ძირითად თემას მოიცავს.

საკონსულტაციო სერვისის ბოლოს კლიენტს წარედგინება ანალიზისა და დიაგნოსტირების დოკუმენტი ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების მითითებით.

ADVANCED ᲞᲐᲙᲔᲢᲘ

ხანგრძლივობა: 3-5 კვირა

ჩართული კონსულტანტები: Senior და Junior კონსულტანტი

აღწერა: აღნიშნული სერვისი მოიცავს საბაზისო პაკეტით გათვალისწინებულ სამუშაოებს და მეტი სიცხადისთვის ემატება კონკურენტების დეტალური ანალიზი, ბრენდისა და კომუნიკაციის სტრატეგია, სიღრმისეული და დეტალური PPC სტრატეგია და ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი (E-Mail Marketing).

ბიზნესის არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების დასადგენად გამოიყენება კითხვარი, რომელიც 6 ძირითად თემას მოიცავს.

საკონსულტაციო სერვისის ბოლოს კლიენტს წარედგინება ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შესახებ სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ანალიზის და რეკომენდაციების დოკუმენტი.

ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲘᲡ ᲓᲐᲜᲔᲠᲒᲕᲘᲡ ᲞᲐᲙᲔᲢᲘ

აღწერა: აღნიშნული პაკეთით სარგებლობა ბიზნესს შეუძლია მხოლოდ Advanced სერვისის მიღების შემდეგ. მომსახურება მორგებულია კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებზე, რაც განსაზღვრავს ასოციაციის ჩართულობის დონეს.

 

სერვისი გულისხმობს სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში კონსულტანტის უშუალო ჩართულობას. კომპანიასთან თანამშრომლობით კონსულტანტი მონაწილეობს ყოველდღიურ მარკეტინგულ საოპერაციო საქმიანობაში და მონიტორინგს უწევს შესაბამის აქტივობებს. კონსულტანტი ეხმარება კლიენტს სტრატეგიის იმპლემენტაციაში.

ჩართული კონსულტანტების რაოდენობა და მომსახურების მიწოდების ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე. 

ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲗᲔᲛᲔᲑᲘ

ციფრული მარკეტინგის საკონსულტაციო მომსახურების გავრცელების სფეროა

ონლაინ პლატფორმების ოპტიმიზირება

კომუნიკაციისა და კონტენტის სტრატეგია 

ძებნის ოპტიმიზაცია (Search Optimization)

PPC სტრატეგია

ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი

ᲒᲐᲜᲤᲐᲡᲔᲑᲐ

ციფრული მარკეტინგის საკონსულტაციო სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა ზომის იქომერს ბიზნესს. ფასები დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე.

ᲧᲕᲔᲚᲐᲡᲗᲕᲘᲡ

BASIC

მიკრო ბიზნესისთვის - 3 250₾

 

მცირე ბიზნესისთვის - 4 900₾

 

საშუალო ბიზნესისთვის - 6 500₾

ᲧᲕᲔᲚᲐᲡᲗᲕᲘᲡ

ADVANCED

მიკრო ბიზნესისთვის - 5 200₾

 

მცირე ბიზნესისთვის - 7 800₾

 

საშუალო ბიზნესისთვის - 10 400₾

ᲬᲔᲕᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

BASIC

მიკრო ბიზნესისთვის - 2 600₾

მცირე ბიზნესისთვის - 3 920₾

საშუალო ბიზნესისთვის - 5 200₾

ᲬᲔᲕᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ADVANCED

მიკრო ბიზნესისთვის - 4 160₾

მცირე ბიზნესისთვის - 6 240₾

საშუალო ბიზნესისთვის - 8 320₾

ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘᲗ

შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით 48 საათის განმავლობაში

bottom of page