მომსახურება უზრუნველყოფს მიმდინარე საოპერაციო პროცესების ანალიზს, პროცესების ადგილზე დაკვირვებასა და საოპერაციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას.
მიწოდების საოპერაციო საქმიანობის საკონსულტაციო სერვისი ფარავს ელექტრონული კომერციის სრულ ციკლს - საწყობის ოპტიმიზაცია, შეკვეთის გაფორმება და მართვა, მოწყობილობების მართვა, მიწოდება და ლოჯისტიკა, ტექნოლოგიებთან ინტეგრირება, მომხმარებლის გამოცდილება, პროცესების მართვა.
ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲔᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ?
-
სტარტაპებს, რომლებიც შეძლებენ იქომერს ბიზნესის ეფექტურად წამოწყებასა და ადრეულ ეტაპზე მომგებიანი ბიზნესსაქმიანობის წარმოებას;
-
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც უკვე გააჩნიათ ელ. ვაჭრობის გამოცდილება, მაგრამ გრძნობენ, რომ ჩამორჩებიან მათზე დიდ მოთამაშეებს;
-
მსხვილ იქომერს ბიზნესებს, რომლებიც მუდმივად ზრდის პროცესში არიან და სურთ გარე პერსპექტივიდან დაინახონ და შეაფასონ საკუთარი საოპერაციო ციკლი; აღმოაჩინონ ხარვეზები, რომელმაც შესაძლოა კომპანიას ზრდაში შეუშალოს ხელი.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲜᲢᲔᲑᲘ
ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ
კომპანიების სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ასოციაციამ შეიმუშავა სამი პაკეტი, რომელიც სთავაზობს ერთმანეთისგან განსხვავებული ზომისა და საჭიროების მქონე კომპანიებს მათზე მორგებულ სერვისებს:
-
Basic Package - საბაზისო პაკეტი
-
Advanced Package - სრული პაკეტი
-
Customized Package - მომხმარებელზე მორგებული პაკეტი
BASIC ᲞᲐᲙᲔᲢᲘ
ხანგრძლივობა: 1 კვირა
ჩართული კონსულტანტები: Senior და Junior კონსულტანტი
აღწერა: სერვისი გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას ბიზნესთან და არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს.
აღნიშნული სერვისი ფარავს ელექტრონული კომერციის სრულ ციკლს - საწყობის ოპტიმიზაცია, შეკვეთის გაფორმება და მართვა, მოწყობილობების მართვა, მიწოდება და ლოჯისტიკა, ტექნოლოგიებთან ინტეგრირება, მომხმარებლის გამოცდილება, პროცესების მართვა.
ბიზნესის არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების დასადგენად გამოიყენება კითხვარი, რომელიც 10 ძირითად თემას მოიცავს
საკონსულტაციო სერვისის ბოლოს კლიენტს წარედგინება ანალიზის დოკუმენტი საოპერაციო პროცესების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ზოგადი რეკომენდაციები.
ADVANCED ᲞᲐᲙᲔᲢᲘ
ხანგრძლივობა: 1 თვე
ჩართული კონსულტანტები: Senior და Junior კონსულტანტი
აღწერა: აღნიშნული სერვისი მოიცავს ყველაფერს, რასაც Basic პაკეტი, თუმცა უფრო სიღრმისეულად იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს. სერვისის შედეგად მიწოდების პროცესის ანალიზთან ერთად ბიზნესი იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული.
ამ კონკრეტული პაკეტის საშუალებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა გაეცნოს წარმატებულ ისტორიებს და შეაფასოს კონკურენტები. აღნიშნული სერვისი მეტად არის მორგებული კლიენტის საჭიროებებზე, რაც თავის მხრივ მოითხოვს ღრმა ინდუსტრიულ ცოდნასა და გამოცდილებას.
ბიზნესის არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების დასადგენად გამოიყენება კითხვარი, რომელიც 10 ძირითად თემას მოიცავს
საკონსულტაციო სერვისის ბოლოს კლიენტს წარედგინება დოკუმენტი, სადაც სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული საოპერაციო პროცესები. გაიცემა რეკომენდაციები არა მხოლოდ პროცესის ოპტიმიზაციის შესახებ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიული გადაწყვეტილებების დონეზეც.
CUSTOMIZED ᲞᲐᲙᲔᲢᲘ
აღწერა: აღნიშნული პაკეტით სარგებლობა ბიზნესს შეუძლია მხოლოდ Advanced სერვისის გავლის შემდეგ. სერვისი მორგებულია კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებზე, რაც განსაზღვრავს ასოციაციის ჩართულობის დონეს. წინა მომსახურებით მიღებული რჩევებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ბიზნესი შეარჩევს მისთვის სასურველ დამატებით მომსახურებასა და მხარდაჭერის დონეს. შესაბამისად, ამ სერვისის პირობები და დეტალები დამოკიდებულია კლიენტის საჭიროებებზე.
აღნიშნული პაკეტი შეიძლება მოიცავდეს შემდეგი სახის სერვისებს:
-
აუთსორსინგით მიღებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა
-
დარგობრივი ექსპერტის მომსახურება
-
ცვლილების აგენტისა და ფასილიტატორის მომსახურება
-
ტრენინგების ჩატარება
სერვისში ჩართული კონსულტანტების რაოდენობა და მომსახურების მიწოდების ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობაზე.
ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲗᲔᲛᲔᲑᲘ
მიწოდების საოპერაციო საქმიანობის საკონსულტაციო სერვისი ფარავს ელექტრონული კომერციის სრულ ციკლს
საწყობის ოპტიმიზაცია
შეკვეთის გაფორმება და მართვა
მოწყობილობების მართვა
მიწოდება და ლოჯისტიკა
ტექნოლოგიებთან ინტეგრირება
მომხმარებლის გამოცდილება
პროცესების მართვა
ᲒᲐᲜᲤᲐᲡᲔᲑᲐ
მიწოდების საოპერაციო საქმიანობის საკონსულტაციო სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ იქომერს ბიზნესს. იმისათვის, რომ ყველა კომპანიას მიეცეს საშუალება ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით, ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება ბიზნესის ზომიდან გამომდინარე.
ᲧᲕᲔᲚᲐᲡᲗᲕᲘᲡ
BASIC
მიკრო ბიზნესისთვის - 1 500₾
მცირე ბიზნესისთვის - 2 250₾
საშუალო ბიზნესისთვის - 3 000₾
ᲧᲕᲔᲚᲐᲡᲗᲕᲘᲡ
ADVANCED
მიკრო ბიზნესისთვის - 6 500₾
მცირე ბიზნესისთვის - 9 750₾
საშუალო ბიზნესისთვის - 13 000₾
ᲬᲔᲕᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
BASIC
მიკრო ბიზნესისთვის - 1 200₾
მცირე ბიზნესისთვის - 1 800₾
საშუალო ბიზნესისთვის - 2 400₾
ᲬᲔᲕᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ADVANCED
მიკრო ბიზნესისთვის - 5 200₾
მცირე ბიზნესისთვის - 7 800₾
საშუალო ბიზნესისთვის - 10 400₾
ᲓᲐᲒᲕᲘᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲘᲗ
შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით 48 საათის განმავლობაში